ესპანელმა მონაკოს მასტერსის ფინალში 6:3, 6:1 გაანადგურა მსოფლიოს პირველი ჩოგანი და ზედიზედ მერვედ მოიგო ეს ტურნირი
რაფაელ ნადალმა შეწყვიტა შვიდმატჩიანი წაგებათა სერია ნოვაკ ჯოკოვიჩთან - ესპანელმა მონაკოს მასტერსის ფინალში 6:3, 6:1 გაანადგურა მსოფლიოს პირველი ჩოგანი და ზედიზედ მერვედ მოიგო ეს ტურნირი.

სერბის ესპანელზე შვიდმატჩიანი მოგებათა სერია გრუნტის საფარზე ორ გამარჯვებასაც მოიცავდა. პარადოქსულია ის, რომ ამ ორ შეხვედრაში, რომელიც ნადალის სამშობლოში გაიმართა, რაფამ ერთი სეტიც ვერ მოიგო.

ჯოკოვიჩისა და ნადალის ბოლო შეხვედრა ამა წლის დასაწყისში, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გაიმართა. მაშინ რაფაელი ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ სერბმა დაუჯერებელ ექვსსაათიან თრილერში მორიგი მტკივნეული დარტყმა მიაყენა პრინციპულ მეტოქეს. მოკლედ, ესპანელს თავის საყვარელ ტურნირზე, პირველ რიგში, რევანშზე უნდა ეფიქრა.

ფინალამდე ნადალმა დამაჯერებლად მიაღწია - არცერთი სეტი არ წაუგია. თუმცა სატურნირო ბადეც მოსახერხებელი ჰქონდა - მთელი ტურნირის განმავლობაში მხოლოდ ერთ განთესილ ჩოგბურთელს შეხვდა.

რაც შეეხება ნოვაკს, მას უფრო გაუჭირდა ფინალის საგზურის მოპოვება. ალექსანდრ დოლგოპოლოვსა და ტომაშ ბერდიხთან მან პირველი სეტი წააგო, მაგრამ შემდეგ მოახერხა თამაშის ბედის შემოტრიალება.

ჯოკოვიჩმა ფინალი ძალიან დამაჯერებლად დაიწყო - სასტარტო გეიმი "მშრალი" ანგარიშით მოიგო და 30:15 დაწინაურდა მეტოქის მოწოდებაზე. თუმცა შემდეგ რაფაელმა სამჯერ კარგად ჩააწოდა და ჯოკოვიჩს ბრეიკის გაკეთების საშუალება არ მისცა. გავუსწრებთ მოვლენებს წინ და გეტყვით, რომ ეს იყო ყველაზე რთული გეიმი ნადალისთვის თავის მოწოდებაზე. პირველი სეტის ბოლომდე ნოვაკმა მიღებაზე მხოლოდ ორი გათამაშება მოიგო!

ნოვაკი სულ უფრო ხშირად ცდებოდა და მატჩზე კონტროლი დაკარგა. ნადალი პირიქით, შესანიშნავად გამოიყურებოდა. ესპანელმა პირველ პარტიაში ორი ბრეიკი გააკეთა - მესამე და ბოლო გეიმში. კიდევ ორჯერ სერბმა დიდი გაჭირვებით აიღო საკუთარი მოწოდება და ამით პირველ პარტიაში განადგურებას გადაურჩა.

მაგრამ მეორე პარტიაში ნოვაკს სრული ფიასკო ელოდა. სერბი ისევ ვერაფერს ახერხებდა მიღებაზე და მის მოწოდებასაც ნადალი იოლად უმკლავდებოდა. მთელი რიგი უნებლიე შეცდომების შემდეგ ანგარიში გახდა 4:0 რაფაელის სასარგებლოდ.

მეხუთე გეიმში ესპანელმა კონცენტრაცია დაკარგა და მოულოდნელად საკუთარი გეიმი "მშრალი" ანგარიშით წააგო. მაგრამ იმ მომენტში ჯოკოვიჩს, ალბათ, აღარ სჯეროდა, რომ შეხვედრის გადარჩენა შეეძლო. შეცდომები არსად გამქრალა და შემდეგი გეიმი უკვე ნოვაკმა წააგო ნულზე. ნადალმა ამის შემდეგ დამაჯერებლად ჩააწოდა მატჩზე - 6:1.

როგორც გითხარით, რაფაელმა ზედიზედ მერვედ მოიგო მონტე კარლოს მასტერსი. გარდა ამისა, კარიერაში მასტერსის სერიის მე-20 ტურნირზე გაიმარჯვა და ისევ ერთპიროვნული ლიდერი გახდა ამ მაჩვენებლით - როჯერ ფედერერი მას ერთით ჩამორჩება.

ნადალი ბარსელონაში გაემგზავრება, სადაც ამ კვირას "500" სერიის ტურნირი უნდა გაიმართოს. ბოლოს იქ რაფას 2003 წელს აქვს წაგებული, თუმცა კატალონიის დედაქალაქში ყოველ წელს არ ჩადის, ამიტომაც მთავარი პრიზი ექვსჯერ აქვს მოპოვებული. ჯოკოვიჩს კი, სავარაუდოდ, ერთი კვირის შემდეგ ბელგრადის ტურნირზე ვიხილავთ.

Monte-Carlo Rolex Masters

მონტე კარლო (მონაკო). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 3 218 038 დოლარი

1/2 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6) 4:6, 6:3, 6:2; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ჟილ სიმონი (საფ, 9) 6:3, 6:4.

ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1) 6:3, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად