"სიენასთან" 1:4 წაგებული მატჩის შემდეგ, რომელიც გუნდის ფანატების დებოშით აღინიშნა, ალბერტო მალეზანი გაათავისუფლეს
იტალიური "ჯენოას" მთავარი მწვრთნელი ალბერტო მალეზანი "სიენასთან" ანგარიშით 1:4 წაგებული მატჩის შემდეგ, რომელიც გუნდის ფანატების დებოშით აღინიშნა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

დაპირისპირების მეორე ტაიმის მერვე წუთზე, როდესაც ანგარიში სტუმრების სასარგებლოდ 4:0 იყო, შეხვედრის მთავარი მსაჯი პაოლო ტალიავენტო იძულებული გახდა, მატჩი გენუელი გულშემატკივრების ქცევის გამო შეეჩერებინა, რომლებიც ფეხბურთელებს უსტვენდნენ და მოედანზე სხვადასხვა საგანს ისროდნენ.

"ჯენოას" კაპიტანმა მარკო როსიმ ფანატებს მიმართა, რომლებიც გუნდის თამაშით უკიდურესად უკმაყოფილოები იყვნენ. გულშემატკივრებმა ფეხბურთელებს მაისურების გახდა და მათთვის გადაცემა მოსთხოვეს. თხოვნა შესრულდა - თავისი 13-ნომრიანი მაისურა გენუელთა ქართველმა მცველმა კახა კალაძემაც გაიხადა. თუმცა შემდეგ ის ფეხბურთელებს დაუბრუნეს.

გულშემატკივრებს კლუბის პრეზიდენტი ენრიკო პრეციოზი, გოლკიპერი სებასტიან ფრეი და თავდამსხმელი ჯუზეპე სკული დაელაპარაკნენ, რომელიც სიცილიური მაფიოზური ორგანიზაცია "ნდრანგეტას" ერთ-ერთი ბოსის შვილიშვილია.

50 წუთის შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა. "ჯენოას" პრეზიდენტი ასეთი სამარცხვინო წაგების შემდეგ განრისხებული იყო და გუნდის თავკაცის გათავისუფლება გადაწყვიტა, რომელმაც თავის თანამდებობაზე სულ სამი კვირა იმუშავა.

მალეზანი "ჯენოას" თავკაცის თანამდებობიდან სეზონის განმავლობაში უკვე მეორედ გაათავისუფლეს. მან გენუური გუნდის გაწვრთნა სეზონის სტარტზე დაიწყო, თუმცა "ნაპოლისთან" (1:6) განადგურების შემდეგ გაუშვეს. მის ადგილზე კი პასკუალო მარინო მიიღეს, რომელიც 2 აპრილს ასევე გაათავისუფლეს.

თამო
რატომ უკეთებთ სტატიებს ესეთ სათაურებს, რა შუაშია აქ მხოლოდ კალაძე, როდესაც მთელ გუნდს გაახდევინეს მაისური
glebi
სიცილიურ მაფიას კოზა ნოსტრა ქვია დრანგეტა ნეაპოლური მაფიაა (გაითვალისწინე მომავალში) :)
nana
მათხოვრებო რას ერჩით ამ ბიჭს?
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა