სერბეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების დამრიგებელ რადომირ ანტიჩთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

სერბეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების დამრიგებელ რადომირ ანტიჩთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

ფედერაციის შეფასებით, 61 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე არადამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა – ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია და მერვედფინალში გერმანიისა და განის ნაკრებები გაატარა. საინტერესოა, რომ ფედერაციამ ანტიჩი მუნდიალის დასრულებისთანავე არ დაითხოვა, თუმცა ხელფასი ორჯერ კი შეუმცირა. ახლა კი ნაკრებისა და რადომირის გზები საბოლოოდ გაიყარა.

ეტყობა, სერბული ფეხბურთის ხელმძღვანელები ანტიჩს აქამდე იმ მარტივი მიზეზით არ უშვებდნენ, რომ ნაკრებს ევროშესარჩევი მატჩები ჰქონდა სათამაშო, ახალი მწვრთნელის ვინაობა კი ჯერაც ბურუსით იყო მოცული. და აი, ახალი მწვრთნელიც – ვლადიმირ პეტროვიჩი, ვინც ამ დანიშვნამდე რუმინულ "ტიმიშოარას" თავკაცობდა.

55 წლის პეტროვიჩი საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი იყო, "ცრვენა ზვეზდას" ლეგენდთაგანია და იმ დროიდან პიკანტურ თიკუნსაც ატარებს. "პიჟონ" პეტროვიჩი – ასე მოიხსენიებენ სერბები ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს იუგოსლავიის ისტორიაში. სამწვრთნელო კარიერა კი პეტროვიჩს ჯერჯერობით არცთუ შთამბეჭდავი აქვს: მართალია, ჩინეთის ნაკრების მწვრთნელადაც კი უმუშავია, მაგრამ გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა და თანამდებობაც დაკარგა.

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა