"ეტიჰადზე" პრემიერლიგის 20-წლიან ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი მატჩი გაიმართება
მომდევნო ორშაბათს, 30 აპრილს, მანჩესტერის "ეტიჰადზე" პრემიერლიგის 20-წლიან ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი მატჩი გაიმართება.

შეიძლებოდა ვიღაცას ეს დასკვნა ეჭვქვეშ დაეყენებინა, მაგრამ ჩვენი მხრიდან წინადადების ბოლოს კითხვის ნიშნის დასმა ალოგიკურად მოგვეჩვენა. "მანჩესტერ სიტი" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ. სხვაობა 3 ქულა "ეშმაკების" სასარგებლოდ.

მასპინძლებმა იციან, რომ გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადავლენ და თუკი ძალიან მოინდომებენ, ჩემპიონის ტიტულამდე ერთი ხელის გაწვდენაღა ექნებათ დარჩენილი. დავუშვათ, რობერტო მანჩინის გუნდმა მოიგო. მას მერე "სენტ ჯეიმს პარკზე" უწევს რთული გასვლითი დაპირისპირება.

"კაჭკაჭები" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და "ქალაქელებს" თავს შეაკლავს, მაგრამ ალბათ არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ "სიტისთან" 3 ქულის ასაღებად მათ შეიძლება ესეც არ ეყოთ. მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ "სიტის" მიერ იმ გუნდის დამარცხებაზე, რომელსაც მსოფლიოში გადამწყვეტი თამაშების ჩატარების, ალბათ, ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. დაგვერწმუნეთ, ეს ფაქტორი არაუკანასკნელ როლს ითამაშებს ახლა უკვე ერთ კვირაზე ნაკლებ დროში.

"წითელი ეშმაკებზე" კი რა უნდა ვთქვათ? მათ გამარჯვებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ქულის შემთხვევაშიც კი სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი მარათონის გამარჯვებულად შეგვიძლია გამოვაცხადოთ.

XXXV ტური

არსენალი-ჩელსი 0:0

საუკეთესო: რობინ ვან პერსი (არსენალი)

ასტონ ვილა-სანდერლენდი 0:0

საუკეთესო: შტეფან სესინიონი (სანდერლენდი)

ბლექბერნი-ნორვიჩი 2:0

საუკეთესო: იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი)

ბოლტონი-სუონსი 1:1

საუკეთესო: გულფი სიგურდსონი (სუონსი)

ფულჰემი-უიგანი 2:1

საუკეთესო: კლინტ დემპსი (ფულჰემი)

ნიუკასლი-სტოკ სიტი 3:0

საუკეთესო: პაპის დემბა სისე (ნიუკასლი)

ქუინზ პარკი-ტოტენჰემი 1:0

საუკეთესო: გარეთ ბეილი (ტოტენჰემი)

მანჩესტერ იუნაიტედი-ევერტონი 4:4

საუკეთესო: უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)

ლივერპული-ვესტ ბრომვიჩი 0:1

საუკეთესო: მარტინ შკრტელი (ლივერპული)

ვულვზი-მანჩესტერ სიტი 0:2

საუკეთესო: კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA სპორტს-ის მიხედვით:

1. რობინ ვან პერსი (არსენალი) - 771 ქულა

2. უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 766

3. ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი) - 596

4. დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი) - 596

5. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) - 576

ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის:

345 მატჩი

262 მოგება

83 ფრე

187 მშრალად შენახული კარი

960 გოლი

5 022 ზუსტი დარტყმა კარში

3 888 აცილება

532 ფეხბურთელი

68 ეროვნების მოთამაშე

17 ჰეთ თრიკი

1084 ყვითელი ბარათი

62 წითელი ბარათი

11 946 915 ფანი ტრიბუნებზე

ტურის გმირი

ნიკიცა იელავიჩი (ევერტონი) - ის, რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ - პრემიერლიგის ინტრიგაზე და ასე შემდეგ - მეტწილად ნიკიცა იელავიჩის დამსახურებაა. 26 წლის ხორვატმა "იუნაიტედთან" ბრწყინვალედ ითამაშა, კარის მიმართულებით 6-ჯერ დაარტყა და "იუნაიტედს" ორი გოლი გაუტანა. საქმე მარტო დუბლში არ არის. მას მცველები 90 წუთის განმავლობაში "ტერორში" ჰყავდა.

ტურის მწვრთნელი

დევიდ მოიესი (ევერტონი) - ლამის წაგებული მატჩის შემობრუნება - ეს "იუნაიტედის" საქმეა. „ეშმაკებმა" წელს ეს ყველაზე უკეთ „ჩელსისთან" 24-ე ტურში გვიჩვენა, როცა 3:0-ის ჩამორჩენის შემდეგ ფრეს მიაღწია. საკუთარი იარაღით „მტერთან" გამკლავება კი სტრატეგისგან დიდ განსწავლულობასა და გამბედაობას მოითხოვს. მოიესს ეს გამოუვიდა.

ტურის ნაკრები

ბენ ფოსტერი (ვესტ ბრომვიჩი) - ლაიამ რიჯუელი (ვესტ ბრომვიჩი), ფილიპ სენდეროსი (ფულჰემი), ემერსონ ბოისი (უიგანი), იონას ოლსონი (ვესტ ბრომვიჩი) - ლუიშ ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), იოან კაბაი (ნიუკასლი), მარუან ფელაინი (ევერტონი), სტივენ პიენაარი (ევერტონი) - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ნიკიცა იელავიჩი (ევერტონი)

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იუნაიტედი 35 26 5 4 86-32 83

2. სიტი 35 25 5 5 87-27 80

3. არსენალი 35 20 5 10 67-43 65

4. ნიუკასლი 34 18 8 8 53-42 62

5. ტოტენჰემი 34 17 8 9 57-39 59

6. ჩელსი 34 16 10 8 56-38 58

7. ევერტონი 34 13 9 12 42-38 48

8. ლივერპული 34 12 10 12 40-37 46

9. ფულჰემი 34 12 10 12 45-44 46

10. ვესტ ბრომვიჩი 35 13 6 16 41-47 45

11. სანდერლენდი 35 11 11 13 42-41 44

12. სუონსი 35 11 10 14 39-45 43

13. ნორვიჩი 35 11 10 14 47-60 43

14. სტოკ სიტი 34 11 9 14 32-48 42

15. ასტონ ვილა 34 7 15 12 35-48 36

16. ქუინზ პარკი 35 9 7 19 39-57 34

17. უიგანი 35 8 10 17 34-60 34

18. ბლექბერნი 35 8 7 20 47-73 31

19. ბოლტონი 33 9 3 21 37-66 30

20. ვულვზი 35 5 8 22 34-75 23

ბომბარდირები

27 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 26 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 22 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 16 - კლინტ დემპსი (ფულჰემი), დემბა ბა (ნიუკასლი) იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი); 13 - ედინ ჯეკო, მარიო ბალოტელი (ორივე მანჩესტერ სიტი), ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი), გრანტ ჰოლტი (ნორვიჩი)

ასისტენტები

13 - დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), ანტონიო ვალენსია (მანჩესტერ იუნაიტედი); 11 - ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი), ხუან მატა (ჩელსი); 10 - რობინ ვან პერსი (არსენალი) ლუიშ ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი); 9 - ალექს სონგი (არსენალი), სამირ ნასრი (მანჩესტერ სიტი), სტეფან სესინიონი (სანდერლენდი); 8 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), რაიან გიგზი (ორივე მანჩესტერ იუნაიტედი) ტეო უოლკოტი (ორივე არსენალი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ახალი რეკორდი პრემიერ ლიგაში - "სიტიმ" ელიოტ ანდერსონი შეიძინა
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს