ჰოკეი. NHL. სტენლის თასი
სტენლის თასის გათამაშებაში აღმოსავლეთ კონფერენციიდან პირველი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. "პიტსბურგს" "ფილადელფიასთან" სერიაში ზედიზედ ორი მატჩის მოგების შემდეგ ბრძოლის გაგრძელების იმედი მიეცა. ამისთვის საჭირო იყო "მფრინავების" სტუმრად დამარცხება და სერიაში ანგარიში გათანაბრდებოდა, თუმცა მოვლენათა ამგვარი განვითარება "ფილადელფიას" გეგმებში არ შედიოდა.

ეს გუნდი შესანიშნავი განწყობით გავიდა მოედანზე და ამან მაშინვე გამოიღო შედეგი - მატჩში ანგარიში 32-ე წამზე გაიხსნა. კლოდ ჟირუმ მეტოქის ზონაში მიიღო შაიბა, "პინგვინების" მცველი მოატყუა და ახლო მაღალ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 1:0. პირველი პერიოდის სირენამდე მასპინძლებმა მეორე გოლის გატანაც მოასწრეს - "პიტსბურგის" კარის სიახლოვეს ყველაზე მოხერხებული სკოტ ჰარტნელი აღმოჩნდა და რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა.

მეორე პერიოდში გაგრძელდა "პინგვინზის" წვალება. "მფრინავებს" ტემპი არ დაუგდიათ და კიდევ უფრო გააძლიერეს მარკ-ანდრე ფლერის კარზე ზეწოლა.

ამან შედეგი გამოიღო - ერიკ გუსტაფსონი მეტოქის ზონაში შეიჭრა და ცაციათი გაიტანა - 3:0. ამის შემდეგ გუნდებმა გოლები გაცვალეს. ჯერ მალკინმა ინდივიდუალური გარღვევის წყალობით შეამცირა სხვაობა, მაგრამ შემდეგ შეტევაში დანიელ ბრიერმა აღადგინა "ფლაიერზის" სამშაიბიანი უპირატესობა - 4:1.

მესამე პერიოდი, ფაქტობრივად, ფორმალობად გადაიქცა. "ფილადელფია" მშვიდად აკონტროლებდა თამაშს, "პიტსბურგი" კი დიდად აღარ ცდილობდა შეტევაში. განსაკუთრებულად სახიფათო მომენტები მესამე 20-წუთეულში არ შექმნილა. ერთადერთი გოლი კი შენმა ცარიელ კარში გაიტანა. "ფილადელფია" აგრძელებს სტენლის თასისთვის ბრძოლას.

აღმოსავლეთის კიდევ ერთ მატჩში "ვაშინგტონი" "ბოსტონს" ხვდებოდა. ცოტა ვინმეს თუ ეგონა, რომ ამ სერიაში დედაქალაქელები სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდნენ სტენლის თასის მოქმედ მფლობელს. "კეპიტალზს" ორი ძირითადი მეკარე აკლია, მაგრამ ისინი ღირსეულად შეცვალა ბრეიდენ ჰოლტბიმ. სწორედ მისი დამაჯერებელი თამაშით "ვაშინგტონი" გუშინდლამდე იგებდა სერიას - 3:2 და

მეექვსე მატჩს შინ თამაშობდა.

"ბოსტონს" უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა. ამიტომაც მატჩის დიდი ნაწილი ლიდერის რანგში იყო. მან ორჯერ მოახერხა პირველ პერიოდში წინ გასვლა - 2:1. "დათვებმა" მხოლოდ მეორე პერიოდი ჩააგდეს. ამ 20 წუთში "ვაშინგტონის" დიდი უპირატესობა დარტყმების შეფარდებაშიც კარგად გამოიხატა - 15-5. მაგრამ "კეპიტალზმა" მხოლოდ ერთხელ იხეირა, როცა ჩიმერამ ანგარიში გაათანაბრა.

მესამე პერიოდში "ბოსტონი" მესამედ გავიდა წინ. სეგუინმა თითქმის მთელი მოედანი შაიბით გაიარა და შორეულ კუთხეში დარტყმაც მოასწრო. ჰოლტბიმ წინ მოიგერია შაიბა და დამატებაზე ფერენსმა ყველას დაასწრო - 3:2, მაგრამ "დათვებმა" ვერც ამჯერად შეინარჩუნეს უპირატესობა.

სირენამდე დაახლოებით ხუთი წუთით ადრე ოვეჩკინმა მეკარისთვის მოუხერხებელ სიმაღლეზე გაუშვა შაიბა და ტიმ ტომასი ამ დარტყმას ვერ გაუმკლავდა. დაინიშნა ოვერტაიმი, სადაც უფრო წარმატებულები სტუმრები აღმოჩნდნენ.

სეგუნიმმა შაიბა ცენტრში მიიღო, ჰოლტბის მიუახლოვდა, მოატყუა ის და გამარჯვების გოლი გაიტანა. ანგარიში სერიაში გათანაბრდა და ახლა ყველაფერი მეშვიდე მატჩში გადაწყდება, რომელიც 26 მაისს ბოსტონის მოედანზე გაიმართება.

ჯარეტ სტოლის მიერ ოვერტაიმში გატანილმა გოლმა "ლოს ანჯელესი" სტენლის თასის მეოთხედფინალში გაიყვანა, რაც 2001 წლის შემდეგ არ მომხდარა. მატჩის დიდ ნაწილში "ვანკუვერი" უდიდეს უპირატესობას ფლობდა. მე-15 წუთზე ჰენრიკ სედინმა ტყუპისცალის, დანიელ სედინის პასით რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა.

"ვანკუვერი" მესამე პერიოდის მეოთხე წუთამდე ინარჩუნებდა მინიმალურ უპირატესობას, მაგრამ ბრედ რიჩარდსონისგან მიიღო შაიბა და თამაში ოვერტაიმში გაგრძელდა.

იქ კი საბედისწერო შეცდომა დაუშვა ვანკუვერელთა მცველმა ჰამჰუისმა, რომელმაც საკუთარ ზონაში მოინდომა ლუისის მოტყუება. ამ უკანასკნელმა კი შაიბა იგდო ხელთ და სტოლს გაატანინა მატჩში და სერიაში გამარჯვების გოლი. ასე გამოეთიშა სტენლის თასის გათამაშებას რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული და შარშანდელი ფინალისტი "ვანკუვერი".

"ლოს ანჯელესი" კი მეოთხედფინალში დასავლეთის მეორე გუნდს, "სენტ ლუისს" შეხვდება.

აღმოსავლეთი

ფილადელფია-პიტსბურგი 5:1

2:1, 2:0, 1:0

გოლები: 1:0 კ. ჟირუ-6, 2:0 ჰარტნელი-2 (კ. ჟირუ-7, ვორაჩეკი-4), 3:0 გუსტაფსონი-1 (ქობურნი-4, კ. ჟირუ-8), 3:1 მალკინი-3, 4:1 ბრიერი-5 (ვორაჩეკი-5, მ. კარლი-3), 5:1 შენი-2.

სერია: 4-2

ვაშინგტონი-ბოსტონი 3:4 (ო)

1:2, 1:0, 1:1, 0:1

გოლები: 0:1 პევერლი-3 (ფერენსი-2, პ. ბერჟერონი-2), 1:1 მაიკ გრინი-1 (ჯ. უორდი-2, ჰამრლიკი-2), 1:2 კრეისი-1 (ლუჩიჩი-2, პევერლი-2), 2:2 ჩიმერა-1 (ბექსტრიომი-2, ჰამრლიკი-3), 2:3 ფერენსი-1 (სეგუინი-1), 3:3 ოვეჩკინი-2 (ბექსტრიომი-3), 3:4 სეგუინი-1 (ლუჩიჩი-3, კრისი-2).

სერია: 3-3

დასავლეთი

ვანკუვერი-ლოს ანჯელესი 1:2 (ო)

1:0, 0:0, 0:1, 0:1

გოლები: 1:0 ჰ. სედინი-2 (დ. სედინი-2, ჰამჰუისი-3), 1:1 რიჩარდსონი-1 (დაუტი-2), 1:2 სტოლი-2 (ლუისი-1).

სერია: 1-4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...