"ლეიკერსის" ფორვარდმა მეტა უორლდ პისმა მორიგი ბურთის ჩაგდების აღნიშვნისას ჯეიმს ჰარდენს თავში იდაყვი ჩაარტყა

დღის ცენტრალურ მატჩში, რომელშიც "ლეიკერსი" და "ოკლაჰომა" ხვდებოდნენ ერთმანეთს, ორი ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო.

საბოლოოდ გამარჯვება მასპინძლებმა მოიპოვეს, რომლებმაც მატჩის დასკვნითი ნაწილი 17:9 მოიგეს. "ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა 26 ქულა დააგროვა. შედეგიანობით მეორე იყო პაუ გასოლი, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა (20+14 მოხსნა) და ერთი პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე. ყველაზე შედეგიანი იყო კევინ დურანტი 35 ქულით.

მატჩის ყველაზე უსიამოვნო მომენტი იყო "ლეიკერსის" ფორვარდის, მეტა უორლდ პისის უხეშობა. მორიგი ბურთის ჩაგდების აღნიშვნისას უორლდ პისმა თავში ჩაარტყა იდაყვი ჯეიმს ჰარდენს, რისთვისაც კალიფორნიელი მოედნიდან გააძევეს.

სანამ დაზარალებული იატაკზე იწვა, მოედანზე კინაღამ ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. საბედნიეროდ, ჰარდენის ტვინის შერყევას თუ არ ჩავთვლით, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ჯერჯერობით უცნობია ჰარდენის მოედანზე დაბრუნების თარიღი.

"ოკლაჰომას" წაგება ყველაზე მეტად "სან ანტონიოს" აწყობდა. "სპურსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო და თითქმის გაინაღდა დასავლეთში განთესვის პირველი ნომერი. წესით და რიგით, დარჩენილ სამ მატჩში ერთი მოგება პრობლემა არ უნდა იყოს გრეგ პოპოვიჩის გუნდისთვის. "კლივლენდს" თითქმის არ ჰქონდა "სპურსის" მოგებათა სერიის შეწყვეტის შანსი. მხოლოდ სასტარტო მეოთხედის შუა ნაწილისთვის იყო ბრძოლა, რის შემდეგაც "სან ანტონიო" 27:7 გაიქცა.

მასპინძლების უპირატესობამ 16 ქულას მიაღწია და მატჩიც სწორედ ასეთი სხვაობით დასრულდა. "კლივლენდის" დაცვა ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და ამიტომაც "სპურსმა" თამაშიდან 54 პროცენტის სიზუსტით ისროლა და სამქულიანების 40 პროცენტი მოათავსა კალათში. დანკანის არყოფნაში კარგად იმუშავეს ჯექსონმა და ჯინობილიმ, რომლებმაც ჯამში 37 ქულა დააგროვეს.

ლეიკერსი-ოკლაჰომა 114:105 (2ო)

20:26, 27:26, 14:25, 30:14, 6:6, 17:9

ლ: ბრაიანტი (26+8 პასი+6 მოხსნა), გასოლი (20+14 მოხსნა+9 პასი), ჰილი (14+15 მოხსნა+3 დაფარება), უორლდ პისი (12+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბინუმი (10+8 მოხსნა+5 დაფარება).

ო: დურანტი (35+8 მოხსნა), იბაკა (18+14 მოხსნა+7 დაფარება), უესტბრუკი (14+10 პასი), ჰარდენი (14), პერკინსი (4+10 მოხსნა), სეფოლოშა (6+10 მოხსნა+3 ჩაჭრა).

სან ანტონიო-კლივლენდი 114:98

29:22, 23:22, 29:26, 33:28

ს-ა: ჯინობილი (20), ჯექსონი (17+5 მოხსნა), ბლეირი (15+7 მოხსნა), გრინი (14), ლეონარდი (11+7 მოხსნა).

კ: ჯეიმისონი (21), ირვინგი (19+3 ჩაჭრა), ჰარისი (14), გი (10+5 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი