ჩვენებურის აგენტის, ლევან მიქელაძის თქმით, მან NBA-ს შესაბამის სტრუქტურაში დოკუმენტაცია 3 დღის წინ გაგზავნა
საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელი თორნიკე შენგელია 2012 წლის NBA-ს დრაფზე დადგება. კალათბურთელის ქართველმა აგენტმა ლევან მიქელაძემ ფედერაციის საიტის ჟურნალისტს განუცხადა:

- NBA-ს შესაბამის სტრუქტურაში დოკუმენტაცია 3 დღის წინ გავგზავნე. რამდენიმე დღეში ოფიციალური სია გამოქვეყნდება, სადაც ყველა ის მსურველი იქნება, რომელსაც კარიერის გაგრძელება NBA-ში სურს.

შეგახსენებთ, რომ შენგელია დრაფტზე გასულ წელსაც დადგა, მაგრამ განცხადება უკანვე გაიტანა. ამის გაკეთება მოთამაშეებს ერთხელ შეუძლიათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენგელია წლეულს განაცხადს უკან ვეღარ გაიტანს და მომავალ დრაფტში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.

დრაფტზე 22 წლამდე ასაკის კალათბურთელებს ირჩევენ, ანუ შენგელიას კიდევ 1 წელი ჰქონდა მარაგში, თუმცა მოცდაზე უარი განაცხადა, რადგან იგი ეფექტურ სეზონს ატარებს. გასულ ტურში თორნიკემ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა - "შარლერუას" 19 ქულა, 9 მოხსნა და 3 ჩაჭრა შესძინა.

მალე NBA ოფიციალურად გამოაქვეყნებს დრაფტის მონაწილეთა სიას და მაშინ ზუსტად გვეცოდინება იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც 28 ივნისს, დრაფტის საღამოს, შენგელიას პოტენციური კონკურენტები იქნებიან.

ყოველწლიურად დრაფტზე დაახლოებით 80 კალათბურთელი დგას, რომელთაგან კლუბები 60-ს ირჩევენ. NBA-ს 30 გუნდს ორ რაუნდში თითო კალათბურთელის აყვანის უფლება აქვს.

ბოლოს შეგახსენებთ, რომ 1998 წელს დრაფტზე ვლადიმერ სტეფანია დადგა და იგი 28-ე ნომრად "სიეტლ სუპერსონიქსმა" აირჩია, 2002 წელს ნიკა ცქიტიშვილი "დენვერ ნაგეტსმა" - მეხუთე ნომრად, 2003 წელს ზაზა ფაჩულია "ორლანდო მეჯიქმა" - 42-ე ნომრად, 2004 წელს ვიქტორ სანიკიძე "ატლანტა ჰოქსმა" - 53-ე ნომრად, თუმცა იქვე "სან ანტონიოს" დაუთმო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა