საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა. უკვე ცნობილია იმ სამი გუნდის ვინაობა, რომელიც პლეი ოფში იასპარეზებს.

სამივე ქართველ მორაგბეთა გუნდია: "ტულუზი", "კლერმონი"'და "ტულონი". კიდევ ორი, "მონპელიე" და "კასტრი" კი შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლების მოპოვებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

პირველი დივიზიონიდან გავარდა ტარიელ რატიანიძისა და გურამ კავთიძის "ლიონი". იგივე ბედის გაზიარების საფრთხე ემუქრება ვასილ კაკოვინის, დავით ხინჩაგიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივს".

გათამაშების ლიდერმა ჯაბა ბრეგვაძისა და აქვსენტი გიორგაძის "ტულუზმა" სწორედ "ბრივს" უმასპინძლა და 30:21 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა პირველი ნახევარი სამი ქულის სხვაობით 18:15 მოიგეს. თუმცა შესვენების შემდეგ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის იერიშებს ვეღარ გაუძლეს და მონაგარს, მეტოქის 15 ქულის საპირწონედ, მხოლოდ 3 ქულა შემატეს.

კაკოვინმა თავისი მომავალი გუნდის წინააღმდეგ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხინჩაგიშვილი სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე არ გამოჩენილა ბრეგვაძე, გიორგაძე და ნატრიაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

"ბრივს" ახლა 42 ქულა აქვს და ბოლოდან მესამე ადგილზეა. მომდევნო, ბოლოსწინა ტურში ბრიველები შინ ეთამაშებიან უშუალო კონკურენტს, "ბორდოს", რომელიც ჩვენებურთა გუნდს 3 ქულით უსწრებს. "ბრივს", ცხადია, აუცილებლად გამარჯვება სჭირდება, თუმცა, შესაძლოა, დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ესეც არ აღმოჩნდეს საკმარისი.

მეორეადგილოსანმა დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" შინ მოუგო მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიეს" - 22:9.

მატჩის 50 წუთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ანგარიში საყაიმო იყო - 6:6. თუმცა მერე მასპინძლებმა მაინც იძალეს და ლიდერის, გორგოძის გარეშე მოთამაშე სტუმართა გუნდის დამარცხება შეძლეს.

ზირაქაშვილი 50-ე წუთზე შეცვალეს, ჟღენტმა მოედანზე 12 წუთით მეტი დაჰყო, ნარიაშვილი და შველიძე განაცხადში არ იყვნენ. "მონპელიე" ახლა 62 ქულით მე-4 ადგილზეა. ბოლოსწინა ტურში ჩვენებურთა გუნდი შინ დაუპირისპირდება ბასკურ "ბიარიცს" და გამარჯვების შემთხვევაში პლეი ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

მოულოდნელად ფრედ დასრულდა "სტად დე მაიოლზე" დავით ქუბრიაშვილის "ტულონისა" და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრის" დაპირისპირება - 25:25.

მასპინძლებმა, ტულონელმა მორაგბეებმა, თამაში შესანიშნავად დაიწყეს და 31-ე წუთისთვის 25:6 იგებდნენ. თამაშის ბოლომდე მათ თავიანთი მონაგარის გაზრდა ვერაფრით შეძლეს. კასტრელებმა კი ანგარიშის გათანაბრება 63-ე წუთზე შეძლეს და მატჩის მოგების შანსიც კი ჰქონდათ.

ქუბრიაშვილი თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო, ფეიქრიშვილი განაცხადში არ იყო.

ბექა შეყლაშვილის "აჟენმა", რომელსაც არც გავარდნა ემუქრება და აღარც პლეი ოფში მოხვედრის შანსი აქვს, სტუმრად წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბორდოსთან" - 15:29. შეყლაშვილი თამაშში 69 წუთზე ჩაერთო და ხუთ წუთში არბიტრმა სინბინში გაუშვა.

გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონს" დივიზიონში დარჩენის იმედი საბოლოოდ გადაუწურა უშუალო კონკურენტმა "ბაიონმა". ლიონელებმა შინ მინიმალური სხვაობით - 19:20 წააგეს.

კავთიძე თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო, რატიანიძე მოედანზე ათი წუთის შემდეგ გამოჩნდა.

I დივიზიონი

XXIV ტური

კლერმონი-მონპელიე 22:9, ბორდო-აჟენი 29:15, ლიონი-ბაიონი 19:20, ტულუზი-ბრივი 30:21, სტად ფრანსე-პერპინიანი 35:31, ბიარიცი-მეტრო რასინგი 22:13, ტულონი-კასტრი 25:25.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულუზი - 82 ქულა, 2. კლერმონი - 82, 3. ტულონი - 65, 4. მონპელიე - 62, 5. კასტრი - 61, 6. მეტრო რასინგი - 59, 7. სტად ფრანსე - 57, 8. აჟენი - 48, 9. ბიარიცი - 47, 10. პერპინიანი - 45, 11. ბორდო - 45, 12. ბრივი - 42, 13. ბაიონი - 42, 14. ლიონი - 31.

XXV ტური

მონპელიე-ბიარიცი, ბაიონი-აჟენი, ბრივი-ბორდო, კასტრი-კლერმონი, პერპინიანი-ლიონი, ტულონი-ტულუზი, მეტრო რასინგი-სტად ფრანსე.

ორი ტური დარჩა მეორე დივიზიონის რეგულარული გათამაშების დასრულებამდეც. გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა" პირველი დივიზიონის საგზური ჯერ კიდევ გასულ ტურში მოიპოვა. მიუხედავად ამისა, "ალპელებმა" მაინც აღმავლობით ითამაშეს და "ბეზიეს" შინ 47:15 მოუგეს.

პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის ზერო პეტრიაშვილისა და დავით ლოსაბერიძის "პო", რომელმაც სტუმრად წააგო უშუალო კონკურენტ "ლა როშელთან" - 6:13.

დივიზიონიდან უკვე გავარდნილმა თედო ზიბზიბაძის, დავით დადუნაშვილისა და ალექსანდრე მარგველაშვილის "პერიგომ" შინ წააგო "მონ დე მარსანთან" - 19:27.

მატჩი იმდენად დაძაბული გამოდგა, რომ არბიტრი იძულებული გახდა, წითელი ბარათი ოთხი მოთამაშისთვის ეჩვენებინა. მათ შორის აღმოჩნდა შერკინების ქართველი ბურჯი დავით დადუნაშვილი. ის მსაჯმა მოედნიდან 79-ე წუთზე გააძევა.

ზიბზიბაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, მარგველაშვილი ასპარეზობაში 36-ე წუთიდან ჩაერთო.

ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის "ორიაკმა" შინ დაამარცხა "დაქსი" - 26:14.

დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, ნაცარაშვილი 63-ე წუთზე შეცვალეს, ასეიშვილი თამაშში 50-ე წუთიდან შევიდა.

მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ დაამარცხა "ოში" - 32:22. მაგრაქველიძე თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო, მირცხულავა მოედანზე 13 წუთის შემდეგ გამოჩნდა.

II დივიზიონი

ოიონაქსი-ექსი 31:19, ტარბი-ოში 32:22, ნარბონი-ბურგუენი 39:32, ალბი-კარკასონი 10:13, ორიაკი-დაქსი 26:14, პერიგო-მონ დე მარსანი 19:27, გრენობლი-ბეზიე 47:15, ლა როშელი-პო 13:6.

სატურნირო მდგომარეობა

1. გრენობლი - 105 ქულა, 2. ლა როშელი - 81, 3. დაქსი - 79, 4. პო - 78, 5. კარკასონი - 76, 6. მონ დე მარსანი - 75, 7. ალბი - 67, 8. ოიონაქსი - 64, 9. ოში - 63, 10. ექსი - 58, 11. ორიაკი - 56, 12. ტარბი - 56, 13. ნარბონი - 55, 14. ბურგუენი - 52, 15. ბეზიე - 41, 16. პერიგო - 36.

XXIX ტური

ბურგუენი-ალბი, მონ დე მარსანი-ოში, ბეზიე-ორიაკი, ექსი-ლა როშელი, კარკასონი-ნარბონი, პო-ოიონაქსი, ტარბი-პერიგო, დაქსი-გრენობლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?