გაგამარუ, რომელიც კარიერაში პირველად ასპარეზობდა კომუსუბის ტიტულით, დასავლეთის მე-2 მაეგაშირობამდე დააქვეითეს
23 აპრილს ტოკიოში სუმოს ახალი რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე) გამოქვეყნდა. ვინაიდან მარტის ბაშოზე სამივე ქართველმა პროფესიონალმა ცუდად იასპარეზა, ახალი კლასიფიკაციისგან კარგს არც ველოდით. თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), რომელიც კარიერაში პირველად ასპარეზობდა კომუსუბის ტიტულით, დასავლეთის მე-2 მაეგაშირობამდე დააქვეითეს.

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კი სულაც აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირობამდე ჩამოქვეითდა. მეორე ელიტური დივიზიონიდან გავარდნას ძლივს გადაურჩა ლევან ცაგურია (კოკაი), რომელიც ამიერიდან ძურიოს მე-11 ნომერია.

თანამედროვე სუმოში მხოლოდ ერთი დიდი ჩემპიონია - მონღოლი ჰაკუჰო. ჩემპიონთა (ოძეკი) რიცხვი კი 6-ამდე გაიზარდა - ჰარუმაფუჯის, ბარუტოს, კისენოსატოს, კოტოშოგიკუს და კოტოოშუს კაკურიუ დაემატა. მაისის ბაშოზე სეკივაკეს ტიტულს ტოიონოშიმა და გოეიდო ატარებენ, კომუსუბები კი ჰომაშო და ამინიშიკი იქნებიან. უმაღლეს დივიზიონში ორი დებიუტანტია: ჩიოტაირიუ და კიმიკაძე. მაისის (ნაცუ) ბაშო ტოკიოში 6-ში დაიწყება და 20-ამდე გაგრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kotomitsuki
აოიამა - მეორე ბულგარელი - რა ძალიან სწრაფად ამოვიდა მაეგაშირა 6-ე ნომრად!
chiotaikai
ძურიო - არასწორია, სწორია - ჯურიო
akebono
ბატონო ნიკოლოზ ბოდიშის მოხდით: ძურიო არასწორია, სწორია ჯურიო.
kayo
ტოჩინოშინი ერთი პერიოდი სეკივაკემდე ამაღლდა მაგრამ მკლავის ტრამვამ დაამუხრუჭა, ვიქონიოთ იმედი კიდევ ექნება აღზევების პერიოდი!
taihoo
კოკკაის ორჯერ აქვს მოგებული ასაშორიუსთან! ეს ბევრ იაპონელს ახსოვს!
wakanohana
ბაშოს მოგება მონღოლებს აქვთ "პრივატიზებული"
takanohana
კოკკაი უკვე ასაკშია და წინსვლას ნაკლებად ველოდებით, თუმცა კოკკაის დამსახურება საქართველოსთვის ამ სფეროში ფასდაუდებელია! საერთოდ ის პირველი ევროპელია ბანძუკეში! ჯურიოში ჩამოვარდნა მხოლოდ ასაკობრივი ამბავია. მთელი იაპონია იცნობს კოკკაის, მაგრამ სამწუხაროდ მისი ქართული წარმოშობა ცოტამ თუ იცის!?
musashimaru
კოტოოშუ, ბარუტო, ჰარუმაფუჯი "რიგით" ოოძეკებად ჩამოყალიბდნენ, იოკოძუნა ვერცერთი ვერ გახდება ჩემი აზრით. კაკურიუ ჯერ ახალია და მომავალი გვიჩვენებს. კისენოსატომაც (ერთადერთი იაპონელი ოოძეკი) არა მგონია იოკოძუნობას მიაღწიოს
asashyoryu
გაგამარუ პირველად იყო კომუსუბის რანგში და არც არის გასაკვრი ცოტათი ჩამოქვეითება, მაეგაშირას მე-2-ე ნომერიც საკმაოდ მაღალი ადგილია სუმოში. ისე ამთავრებენ კარიერას საკმაოდ ცნობილი სუმოისტები რომ მაეგაშირაზე ზემოთ ნამყოფიარ არიან. თუმცა ეს უწინ იყო როცა ოოძეკის წოდება თითქმის მიუღწეველი იყო (ახლაც არც ისე ადვილია)
asashyoryu
კოტოოშუ (ბულგარელი) კარგა ხანია ოოძეკი გახლავთ, კისენოსატოა მე მგონი ახალბედა ოოძეკი
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს