მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირის მერვე ტურის შემდეგ ჩვენებური ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება
დუბაიში დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 32 ქვეყნის 172 წარმომადგენელი ჩაება საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაში.

მათ შორის 41 დიდოსტატია: საპრიზო ფონდია 45 000 ამერიკული დოლარი, საიდანაც გამარჯვებული 8000-ს მიიღებს; მეორე-მეხუთე ადგილებზე გასულნი, შესაბამისად, 5000, 4000, 3500 და 2500 დოლარით დაჯილდოვდებიან. ფულადი პრიზები სულ 15 მოჭადრაკეზე განაწილდება.

ასპარეზობის რეიტინგფავორიტია 2700-იანთა კლუბის წევრი ბაადურ ჯობავა. ტურნირზე დასვენების დღეს მან ბლიცტურნირი მოიგო.

ჩვენებური ახლოსაა, მთავარ შეჯიბრებაშიც ისახელოს თავი, ოღონდ ყველაფერი ბოლო ტურის პარტიებზეა დამოკიდებული.

არ არის გამორიცხული, პრიზების ბედი კოეფიციენტმა განსაზღვროს. მე-8 ტურში ქართველმა დიდოსტატმა თეთრი ფიგურებით უკრაინელ ვლადიმირ ბაკლანს აჯობა. ლიდერთაგან ჩანდა სანდიპანმა (ინდოეთი) თანამემამულე პარიმარჯან ნეგი დაამარცხა და 6,5 ქულით ერთპიროვნულ ლიდერ ნორმუნდს მიეზისს (ლატვია) გაუთანაბრდა.

ეს უკანასკნელი ინდოელ ებჯით გუფთას დაუზავდა. ასევე, ყაიმზე შეთანხმდნენ იური კუზუბოვი (უკრაინა) - ვლადიმირ აკოფიანი (სომხეთი), ნი ჰუა (ჩინეთი) - ევგენი მიროშნიჩენკო (უკრაინა), ზავენ ანდრიასიანი (სომხეთი) - მიხეილ მჭედლიშვილი. ლევან ფანცულაიამ ლიეკ ვან ველისთან (ჰოლანდია) წააგო, სოფიკო ხუხაშვილი ვიორელ იორდაჩესკუს (მოლდოვა) დანებდა, დავით არუთინიანმა ბუვანეშ რამნადთან (ინდოეთი) გაიყო ქულა.

ბოლო ორთაბრძოლების წინ სატურნირო მდგომარეობა ასეთია: მიეზისი, სანდიპანი - 6,5-6,5, ნი ჰუა, ჯობავა, აკოფიანი, პეტროსიანი, მჭედლიშვილი, მიროშნიჩენკო, ანდრიასიანი, კუზუბოვი, გუფთა, ჰოვანისიანი, განგული, ლიეკ ვან ველი - 6-6... ფანცულაია, არუთინიანი - 5-5, ხუხაშვილი - 4,5 ქულა.

საპრიზო ადგილების ბედს გადაწყვეტს შემდეგი შეხვედრები: მიეზისი - სანდიპანი, განგელი - ჯობავა, მჭედლიშვილი - ვან ველი, აკოფიანი - ჰოვანისიანი, ანდრიასიანი - გუფთა, მიროშნიჩენკო - პეტროსიანი, ნი ჰუა - კუზუბოვი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა