უკრაინული "ვოლინის" წარმომადგენლები საქართველოს ნიჭიერი ფეხბურთელების შესარჩევად ეწვივნენ
საქართველოს თასის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრას გორის "დილასა" და "გაგრას" შორის უკრაინის პრემიერლიგელი ლუცკის "ვოლინის" მწვრთნელები დაესწრნენ.

"გაგრას" ყოფილი დამრიგებელი ანატოლი პისკოვეცი "ვოლინის" ახალგაზრდული შემადგენლობის მთავარი მწვრთნელია, ვიქტორ მოროზი კი ლუცკელთა მთავარი გუნდის დამრიგებლის, ანატოლი დემიანენკოს ასისტენტი. მათ გვითხრეს, რომ გუნდის ხელმძღვანელობას შემდეგი სეზონისთვის ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბება სურს და სასურველი მოთამაშეების შესარჩევად ჩამოვიდნენ (იხილეთ ვრცლად).

"ახლა ორ მოთამაშეზე შევაჩერეთ ყურადღება. არ დავმალავ, რომ ერთზე არა მხოლოდ კარგი შთაბეჭდილება შემექმნა, არამედ ძალიანაც მომეწონა, რადგან მასში დიდი პოტენციალი დავინახე", - გვითხრა მოროზმა, მაგრამ ფეხბურთელების გვარები არ დაუკონკრეტებია.

ჩვენი ინფორმაციით, ლაპარაკია "გაგრას" კაპიტან გიორგი ტყეშელაშვილსა და მარჯვენა მცველ ირაკლი ხუციძეზე. პისკოვეცს მათი წაყვანა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როდესაც პოლონეთის პირველი ლიგის ელბლონგის "ოლიმპიას" ავარჯიშებდა. მაშინ ტრანსფერი ვერ მოხერხდა, ახლა კი პისკოვეცმა გაგრელების აყვანა ლუცკელებს ურჩია.

"სისულელე იქნებოდა იმის უარყოფა, რომ პისკოვეცი საქართველოში კონკრეტული ფეხბურთელების შესარჩევად არ ჩამოსულა. რა თქმა უნდა, მისი მთავარი ამოცანა სწორედ ეს იყო და ამიტომაც გვესტუმრა "ვოლინის" სელექციონერთან ერთად. მაგრამ როგორც ვიცი, აკვირდებოდნენ არა მხოლოდ ორ მოთამაშეს, არამედ ზოგადად "გაგრას".

მათ ყველა ნიჭიერი ფეხბურთელი აინტერესებთ და რამდენიმე მოეწონათ. ამ ეტაპზე კონკრეტულ ფეხბურთელზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ლუცკელებს ოფიციალური მოთხოვნა ჯერ არ გამოუგზავნიათ. საამისოდ დრო და მოლაპარაკებაა საჭირო", - გვითხრა "გაგრას" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და იურიდიული სამსახურის უფროსმა მიხეილ აფხაზავამ.

თუმცა უკრაინელთა ვიზიტის შემდეგ ტყეშელაშვილს ცუდი ამბავი შეემთხვა: ბათუმის "დინამოსთან" მატჩში "გაგრას" კაპიტანმა მხარი ამოიგდო. გიორგის სეზონის მსვლელობისას ეს მეორედ შეემთხვა: პირველად ევროპის ლიგაზე ფამაგუსტას "ანორთოსთან" შეხვედრაში მიიღო მსგავსი დაზიანება, მაგრამ ექიმის დახმარებით თამაშს მაინც ახერხებდა. ახლა ეს შეუძლებელია - ტრავმა იმდენად მძიმეა, სასწრაფოდ ოპერაციის გაკეთება ურჩიეს.

ასეა თუ ისე, "გაგრას" კაპიტნისთვის სეზონი უკვე დასრულებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა