მცირეა იმის შანსი, რომ დისკვალიფიცირებულ ქართველ ფეხბურთელს "შალკეს" წინააღმდეგ თამაშის ნება დართონ
ბერლინის "ჰერტას" გადარჩენის ბოლო იმედი რელეგაციაა: ლევან კობიაშვილის გუნდი მე-16 ადგილისთვის იბრძვის, რომელიც მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანთან ორრაუნდიანი პაექრობის გარანტია იქნებოდა. ამ მიზნის მისაღწევად ბერლინელებს ბუნდესლიგის დარჩენილ ორ ტურში 6 ქულა სჭირდებათ და უკან არაფერზე იხევენ.

როგორც იცით, კობიაშვილს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს და აქედან ერთი შეხვედრა უკვე გამოტოვა. "ჰერტას" ხელმძღვანელებმა თავიანთი ქართველი კაპიტნის დისკვალიფიკაციის ერთ მატჩამდე შემცირება მოითხოვეს, რაზეც გუშინ გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული სასამართლოსგან უარი მიიღეს.

"ლევან კობიაშვილმა ერენ დერდიოკი იმ დროს წააქცია, როცა ამ უკანასკნელს რეალური საგოლე მომენტი ექმნებოდა და რაკი "ლევერკუზენმა" პენალტი ვერ გაიტანა, ისე გამოვიდა, რომ კობიაშვილმა თავისი ფოლით მატჩის შედეგზე გავლენა იქონია. შესაბამისად, ჩვენ "ჰერტას" მოთხოვნა არ დავაკმაყოფილეთ და ქართველ ფეხბურთელს სასჯელი არ შევუმსუბუქეთ", - ნათქვამია სასამართლოს თავმჯდომარის, ჰანს ლორენცის ოფიციალურ განცხადებაში.

ბერლინელები არ დანებდნენ და გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს, მაგრამ მცირეა იმის შანსი, რომ ამან შედეგი გამოიღოს და კობის მომდევნო ტურში, ყოფილი გუნდის, "შალკეს" წინააღმდეგ თამაშის ნება დართონ.

შეგახსენებთ, რომ ლევანს წითელი ბარათი 14 აპრილს, "ლევერკუზენთან" მატჩში (3:3) ერენ დერდიოკის მოცელვისთვის (ბოლო იმედის ჯარიმა) აუფრიალეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვაჟა
ძაან სასაცილო განაჩენია, ისეთი სისულელეა, რომ არ ვიცი რა ვთქვა. ერთ მნიშვნელოვან ფაქტს გავიხსენებ და ამით გავამყარებ ჩემს აზრს: 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ლუის სუარესმა 120-ე წუთზე საკუთარ კარის ხაზზე განზრახ ხელით ითამაშა. იმ დროისთვის ანგარიში საყაიმო იყო.განამ ვერ გაიტანა 11მეტრიანი და საბოლოოდ წააგო და ჩემპიონატიდან გამოვარდა. ახლა ვნახე, რომ მე-3 ადგილისთვის მატჩში სუარესი ძირითად შემადგენლობაში იყო, რაც იმას ნიშნავს რომ მხოლოდ 1 შეხვედრა გამოტოვა. რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის კობის საქციელმა უფრო მეტი ზიანი გამოიწვია მეტოქისთვის, ვიდრე სუარესისმაო, გასათვალისწინებელია ასევე ტურნირის მნიშვნელობაც. სად მსოფლიოს მეოთხედფინალი და სად ბუნდესლიგის რიგითი მატჩი ლევერკუზენისთვის,რაც ბევრს არაფერს წყვეტდა, იმაზე აღარაფერს ვამბობ,რომ პენალტი საკამათოდ დაინიშნა. ამ ყველაფრის შემდეგ ჩნდება ლოგიკური ეჭვი იმის შესახებ, რომ კობის ებრძვიან, რათა არ მოხსნას რეკორდი.
Giorgipirweli
მართალია, ზოგ მსაჯს შეიძლება არც დაენიშნა პენალტი.
waska
eg foli cnaxe da zog msajs sheidzlena arc daenishna penalti. nebjsmierma jarimam sheidzleba iqonois matchze galena da magari siseles aketeben germaneli fexburtis mamebi
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად