საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრები თურქეთში კუშადასის თასის 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრები ამჟამად თურქეთში იმყოფება, სადაც კუშადასის თასის გათამაშებაში მონაწილეობს. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანია, რომელიც საქართველოს ფუტსალის ნაკრების თავკაცი იყო.

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე არველაძის ფონდის დახმარებით გაემგზავრა, თამაშები კი ხუთშაბათს დაიწყო. პირველ შეხვედრაში ჩვენებმა "გაზიანთეფი" 8:0 გაანადგურეს. თავი გამოიჩინეს: არაბიძემ (3), ბუგრაძემ (2), კურსავიშვილმა, ლეჟავამ და კუხიანიძემ.

დრამატულად წარიმართა მომდევნო მატჩი "ბეშიქთაშთან": თურქები დაწინაურდნენ, თუმცა დასკვნით 15 წუთში ჩვენებმა დამაჯერებლად ითამაშეს. ბუგრაძემ ანგარიში გაათანაბრა, მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე კი არაბიძემ საქართველოს ნაკრებს გამარჯვება 23 მეტრიდან ლამაზი საჯარიმო დარტყმით მოუტანა - 2:1.

ასათიანის გაწვრთნილებმა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, ბელგიურ "ანდერლეხტთან" ფრედ ითამაშეს (1:1), ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და მერვედფინალში გავიდნენ. იქ მათი მეტოქე დორტმუნდის "ბორუსიას" აკადემია იყო.

ეს შეხვედრაც 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ქართველმა ბავშვებმა იმარჯვეს. თავი გამოიჩინა მეკარე ლევან ისიანმა - "დინამოს" აკადემიის 13 წლის ტანმაღალმა მეკარემ (185 სმ) ორი პენალტი მოიგერია.

1/4-ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე "ბურსა" იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად