კლუბის მფლობელი შეიხ მანსური იტალიელი თავკაცისგან ჩემპიონობას კატეგორიულად არ ითხოვს
"მანჩესტერ სიტის" მფლობელი შეიხ მანსური გუნდის მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინის მაშინაც არ გაათავისუფლებს, თუ "ქალაქელები" "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დამარცხდებიან.

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ამ დროისთვის ინგლისის მოქმედი ჩემპიონები ლიდერობენ. "სიტი" სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს სამი ქულით ჩამორჩება. გადამწყვეტი შესაძლოა ამ გუნდებს შორის 30 აპრილს გასამართი დაპირისპირება გახდეს.

რაც შეეხება მანჩინის, მან "სიტის" დამრიგებლის თანამდებობაზე მარკ ჰიუზი 2009 წლის დეკემბერში შეცვალა. მანამდე იტალიელი სპეციალისტი რომის "ლაციოს", ფლორენციის "ფიორენტინასა" და მილანის "ინტერს" წვრთნიდა.

"გუნდებს შორის სხვაობა სულ სამი ქულაა და ჩემპიონობისთვის შანსებს კვლავაც ვინარჩუნებთ. თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ტიტულის მოგება რომც ვერ მოვახერხოთ, მე მაინც კმაყოფილი დავრჩები. მომწონს მოთამაშეები, მთლიანად გუნდი და კლუბის მენეჯმენტის მუშაობა", - განაცხადა შეიხ მანსურამ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგაში "სიტიმ" ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ ერთი დათმო, ჩემპიონატის დასრულებამდე კი წინ სამი მატჩი აქვს გასამართი - "მანჩესტერ იუნაიტედთან", "ნიუკასლსა" და "ქუინზ პარკთან".

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად