რაზე ესაუბრა "არსენალი"-"კარპატის" შეხვედრის შემდეგ სანდრო კობახიძე ბუბა დაუშვილს
კიევის "არსენალის" ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრე კობახიძე უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში, ლვოვის "კარპატისთან" მატჩში (3:2), გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი გახდა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უკრაინაში ბრწყინვალე სეზონს ატარებს და ხმაც დაირხა, მისი გადაბირებით კიევის "დინამოა" დაინტერესებულიო.

რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, უახლოეს მომავალში გამოჩნდება, მანამდე კი ქართველ ჰავბეკთან ინტერვიუ უკრაინის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა:

- ალექსანდრე, რა უშლიდა შენს გუნდს "კარპატისთან" თავიდანვე წარმატებით თამაშში?

- მე არ ვიტყოდი, რომ თამაშის წარმართვასა თუ კოლექტიურ მოქმედებებში რაიმე არ გამოგვდიოდა. პრობლემა გაშვებულ გოლებში იყო.

ფეხბურთში ხშირად ხდება, როცა ერთი უტევს, მაგრამ მეორე იტანს. თქმა არ უნდა - როცა გოლს გაგიტანენ, კონცენტრაციას კარგავ. ჩვენი მდგომარეობა განსაკუთრებით მაშინ დამძიმდა, როდესაც მეორეც გავუშვით.

- ალბათ, იმ დროს არაერთმა შენმა თანაგუნდელმა ხელიც ჩაიქნია...

- რწმენის დაკარგვის უფლება არავის ჰქონდა. სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ იყო - იმ საერთო მიზანს, რომლისთვისაც მთელი სეზონის განმავლობაში ვიბრძოდით, საფრთხე დაემუქრა. და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე "კარპატისთან" დაპირისპირება ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო.

ცოტა გაგვიმართლა კიდეც. სულ მალე მაქსიმ შაცკიხმა ორჯერ გაიტანა, რის შემდეგაც ჩვენ გამარჯვების გოლის გატანის შესაძლებლობის ძებნა მიზანმიმართულად და მეთოდურად დავიწყეთ.

- ბევრს საუბრობენ, რომ "კარპატი" ურიგოდ არ თამაშობს, მაგრამ წარუმატებლობა თან სდევსო..

- ძალიან საწყენი იქნება, თუ პრემიერლიგა "კარპატის" დაკარგავს. ჩემი აზრით, ლვოველები ბევრად უფრო მაღალ საფეხურზე ყოფნას იმსახურებენ. ამჟამინდელი შედეგი, ალბათ, უიღბლობის ბრალიცაა. ჩვენ ხომ ამ გუნდის წარმატებული თამაში არამხოლოდ შიდა, ევროპულ არენაზეც გვახსოვს.

- მატჩის დასრულებისთანავე "კარპატიში" შენს თანამემამულე ფეხბურთელთან, ბუბა დაუშვილთან მიხვედი. თუ საიდუმლო არაა, რაზე საუბრობდით?

- ბუბა ჩემი ძველი ნაცნობია. შეიძლება ითქვას, ჩვენ მეგობრები ვართ. უკრაინაში არცთუ ბევრი ქართველი ფეხბურთელია და ამიტომ ურთიერთობას ვინარჩუნებთ.

მაშინ "კარპატიზე" ვსაუბრობდით, მის სატურნირო პერსპექტივებსა და შანსებზე. დაუშვილი უკრაინაში დიდი ხანი არაა, რაც ჩამოვიდა. მისი საქმეები თითქოს კარგად აეწყო, თუმცა მისი გუნდის მდგომარეობა არ იძლევა არხეინად ყოფნის საშუალებას.

- შენი გუნდის მომავალ თამაშებზე რას ფიქრობ?

- წინასწარ დასახული ამოცანის შესრულებას ვეშურებით - ევროთასებზე გასვლას. ვცდილობთ, ვიბრძვით. ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ ორი გამარჯვების შემთხვევაში სატურნირო ცხრილის ზედა ხუთეულში ადგილს გავინაღდებთ. როდესაც სხვის შედეგზე არ ხარ დამოკიდებული, აქეთ-იქით აღარ იყურები და შენს საქმეს მშვიდად აკეთებ.

- თქვენს მომდევნო მეტოქე "ვოლინს" ცოტა ხნის წინ უკვე ეთამაშეთ უკრაინის თასზე, სადაც ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლაში დამარცხდით...

- იოლი თამაში არც მაშინ იყო და არც ახლა იქნება. თუმცა მგონია, რომ ახლა ყველაფერი სხვაგვარად წარიმართება. არ შეიძლება, ზედიზედ ორჯერ ფლობდე ინიციატივას და ორივეჯერ დამარცხდე. ალბათ, ყველამ ნახა, რომ სათასო მატჩში უდავო უპირატესობას ვფლობდით.

კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა