...გაძევებული ქართველი კაპიტნის გარეშე

დღეს ევროპის 24 ქალაქის ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის I ტურის მატჩებს მასპინძლობს, 12 ჯგუფში მოხვედრილი 48 კლუბი უეფას თასის მემკვიდრე ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაებმება. შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგას დებიუტი შარშან ჰქონდა და მისი წინამორბედი უეფას თასია. პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი გამარჯვებული მადრიდის "ატლეტიკოა", რომელიც ტიტულის დაცვას სალონიკიდან დაიწყებს, ესპანურ კლუბს საქართველოს ნაკრების ექს-თავკაც ექტორ კუპერის "არისი" შეუტევს.

"ლოს კოლჩონეროსი" ძალზე დამაჯერებლად თამაშობს ამ სეზონში, რაშიც კუპერი პირადად დარწმუნდა, როცა "სან მამესზე" "ბილბაო"-"ატლეტიკოს" მატჩს დაესწრო. მასპინძლებს ერთი უპირატესობა მაინც აქვთ - კუპერი, "ვალენსიას" (ასევე "მალიორკას" და "ბეტისის") ყოფილი თავკაცი, ზედმიწევნით კარგად იცნობს ესპანურ ფეხბურთს. მოედანზე კუპერივით ცნობილი ბერძნებს არავინ ჰყავთ, შეგვიძლია აღვნიშნოთ ამერიკელი ფრედი ადუ, რომელზეც ერთ დროს დიდ იმედებს ამყარებდნენ. "არისში" რამდენიმე ესპანელია, რომელთაც უთუოდ სურთ თანამემამულეთა წინააღმდეგ თავის გამოჩენა. ესენია: "ბარსელობ B-ს" ყოფილი ნახევარმცველები ხავიტო და ტონი კალვო, დავიდ დე ხეას კარს კი "მალაგასა" და "მარსელის" ყოფილი ფორვარდი კოკე შეუტევს. "არისს" პრიმერასთან ბევრი რამ (და ვინ) აკავშირებს, ამიტომ ამ გუნდის მოტივაციაც დიდია "ატლეტიკოს" წინააღმდეგ.

სტუმრებს კი საბერძნეთში წარმატებასთან ერთად მომავალ მატჩზე აქვთ საფიქრალი - ლა ლიგის მე-3 ტურში "ატლეტიკო" ჩემპიონ "ბარსელონას" მასპინძლობს. კიკე ფლორესი არ გარისკავს და ბერძენთა წინააღმდეგ არ ათამაშებს ბილბაოში დაშავებული "კუნ" აგუეროს. ცხადია, მწვრთნელი არგენტინელს "ბარსელონასათვის" ინახავს. მსგავს მდგომარეობაშია ჩეხი მცველი ტომაშ უიფალუში, არც მისი ჯანმრთელობით გარისკავს კიკე. კუპერს უფრო სხვა სახის პრობლემები აქვს, გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპები გაიარა და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები დაუგროვდა - ხუან კარლოს ტოხა, ნიეტო და დანიელ სესარესი.

ატლეტიკო (სავარაუდო შემადგენლობა): დე ხეა - პერეა, გოდინი, ა. ლოპესი, ფილიპე - მერიდა, კამაჩო, სუარესი, სიმაო - დ. კოშტა, ფორლანი.

ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 48 გუნდია და ამ გუნდებში სულ 2 ქართველი ლეგიონერი ირიცხება: უკრაინული "კარპატის" ღირსებას სანდრო გურული იცავს, ხოლო მოლდოვურ "შერიფს" უბერებელი ვაჟა თარხნიშვილი კაპიტნობს. სამწუხაროდ, ვაჟა თარხნიშვილი "შერიფის" დებიუტს გამოტოვებს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ქართველმა წითელი ბარათი მიიღო და ის გუნდს ჰოლანდიაში არ გაყვა "ალკმაართან" სათამაშოდ. "კარპატი" კი შინ დორტმუნდის "ბორუსიას" მასპინძლობს.

ევროპის ლიგის I ტურშივე რამდენიმე საინტერესო მატჩი გველის, გამოვყობთ რამდენიმეს... "ლივერპულს" ძალიან ბევრი აქვს დასამტკიცებელი ახალ სეზონში, ინგლისური კლუბი შინ "სტიაუას" მასპინძლობს. ლამის 25 წლის წინათ "სტიაუამ" ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ბუნებრივია, ახლანდელ "სტიაუას" სულ სხვა, გაცილებით მოკრძალებული მიზნები აქვს, თუმცა "ლივერპულის" გამოსაცდელად საკმარისი ძალა შესწევს. როი ჰოჯსონი თავის გამოჩენის შანსს ჯო კოულსა და თინეიჯერ დანი პაჩეკოს მისცემს, სრულყოფილი დებიუტი ექნება "ლივერპულში" პორტუგალიელ რაულ მეირელეშს.

ლივერპული (სავარაუდო): რეინა - ჯონსონი, კირიაკოსი, აგერი, კონჩესკი - პოულსენი, მეირელეში - პაჩეკო, კოული, ბაბელი - ნგოგი.

ბელგიური "ანდერლეხტი" სანკტ პეტერბურგის "ზენიტს" მასპინძლობს. რუსული კლუბი ძალიან გაძლიერდა და ჩემპიონთა ლიგაში, რომ ვერ მოხვდა ბევრს გაუკვირდა. ბუნებრივია, ევროპის ლიგაში ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა. ლუჩიანო სპალეტი სავარაუდოდ ასეთ შემადგენლობას დააყენებს ბელგიაში: ჟევნოვი - შიროკოვი, ბ. ალვეში, ლომბერტსი, ლუკოვიჩი - ზირიანოვი, სემაკი - ბისტროვი, დანი, ლაზოვიჩი - კერჟაკოვი.

ფავორიტებზე ჩამოვარდა სიტყვა და ვთქვათ, როგორ აფასებენ კლუბების შანსებს მსოფლიოს საბუკმეკერო კანტორები: ევროპის ლიგაში წინასწარ რამის განსაზღვრა სარისკოა. შარშან ბევრი ფიქრობდა, რომ პირველ ტიტულს "რომა" მოიგებდა, მაგრამ იტალიური კლუბი საუკეთესო 16 გუნდშიც ვერ მოხვდა. "ფულჰემის" გამარჯვების შანსებს 560 ერთთან განიხილავდნენ, ლონდონური გუნდი კი ფინალში გავიდა, სადაც "ატლეტიკოსთან" დამარცხდა. ასევე არცთუ ფავორიტთან - 80/1.

წლევანდელი გათამაშების ფავორიტთა სია კი ასე გამოიყურება (ჩვენ სია რამდენიმე მოწინავე ტოტალიზატორის მონაცემების შეკრებით შევადგინეთ): "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული", "ატლეტიკო", "იუვენტუსი", "სევილია", "პორტუ", "ლევერკუზენი", "ვილიარეალი", "ბორუსია" და "ზენიტი".

იუვენტუსი-ლეხი 21:00, ზალცბურგი-სიტი 21:00 (A ჯგუფი); არისი-ატლეტიკო 21:00, ლევერკუზენი-როსენბორგი 21:00 (B ჯგუფი); ლევსკი-გენტი 21:00, ლილი-სპორტინგი 21:00 (C ჯგუფი); ბრიუგე-პაოკ 21:00, დინამო ზ-ვილიარეალი 21:00 (D ჯგუფი); ალკმაარი-შერიფი 21:00, დინამო კ-ბატე 21:00 (E ჯგუფი); ლოზანა-ცსკა 21:00, სპარტა-პალერმო 21:00 (F ჯგუფი); აეკ-ჰაიდუკი 23:05, ანდერლეხტი-ზენიტი 23:05 (G ჯგუფი); ხეტაფე-ოდენსე 23:05, შტუტგარტი-იანგ ბოიზი 23:05 (H ჯგუფი); დებრეცენი-მეტალისტი 23:05, ეინდჰოვენი-სამპდორია 23:05 (I ჯგუფი); კარპატი-ბორუსია 23:05, სევილია-პსჟ 23:05 (J ჯგუფი); ლივერპული-სტიაუა 23:05, ნაპოლი-უტრეხტი 23:05 (K ჯგუფი); ბეშიქთაში-ცსკა ს. 23:05, პორტუ-რაპიდი 23:05 (L ჯგუფი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] "ასტონ ვილამ" "ფრაიბურგს" დამაჯერებლად სძლია და ევროპა ლიგა მოიგო
ევროპა ლიგის ფინალში "ასტონ ვილა" და "ფრაიბურგი" გავიდნენ
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად