22 წლის თათია მიქაძემ (281) კარიერაში პირველად ითამაშა 100-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში. ერთეულთა თანრიგში ჩვენებურმა ვერ იყოჩაღა, გუშინ მან მე-5 ნომრად განთესილ ავსტრიელ ივონ მოიზბურგერთან (87) ორ სეტში წააგო - 2:6, 4:6.

22 წლის თათია მიქაძემ (281) კარიერაში პირველად ითამაშა 100-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში. ერთეულთა თანრიგში ჩვენებურმა ვერ იყოჩაღა, გუშინ მან მე-5 ნომრად განთესილ ავსტრიელ ივონ მოიზბურგერთან (87) ორ სეტში წააგო - 2:6, 4:6. ეს შეჯიბრი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ტარდება, ჩვენებური წყვილთა ბადეში თურქ კაგლა ბუიუქაგჩაისთან (197) ერთად თამაშობს. პირველ წრეში მათ რუსული დუეტი (პაშკოვა, ჟარკოვა) დაამარცხეს - 6:3, 3:6, 10:7. ახლა თათიას მოიზბურგერზე შურისძიების შანსი გაუჩნდა, მეოთხედფინალში ქართულ-თურქული წყვილი ავსტრიელისა და ფრანგი აურელი ვედის (96 წყვილებში) წყვილს ეთამაშება.

იტალიურ მესტრეში 50-ათასიანი ტურნირი მიმდინარეობს. შეჯიბრებაში ორი ქართველი ჩაება: ოქსანა კალაშნიკოვა (191) და მაკა ჩახნაშვილი (235). მაკას პირველი მეტოქე "უაილდ ქარდით" მიწვეული იტალიელი ეველინ მაირი (303) იყო. გამოცდილმა ქართველმა სამ სეტში აჯობა ტურნირის მასპინძელს - 6:3, 3:6 6:4. კალაშნიკოვა კი სამ სეტში დამარცხდა მე-6 ნომრად განთესილ უკრაინელ მარია კორიცევასთან (141) - 1:6, 6:4, 4:6. კალაშნიკოვა გერმანელ იულია შრუპთან (268) წყვილში მეოთხედფინალშია გასული.

აშშ-ს ქალაქ კლარმონტში კარგი სტარტი აიღო მე-3 ნომრად განთYესილმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (865). 18 წლის ქართველმა იაპონელი იაოკი იში (930) დაამარცხა - 7:6 (2), 6:2. ახლა მისი მომდევნო მეტოქე ამერიკელი დევინ ბრიტონია (1095). წყვილთა ბადეში ჩვენებურის მეწყვილე ტიმოტი კპულუნია. ეს დუეტი უკვე მეოთხედფინალშია გასული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"