ანტისადოპინგო სააგენტომ ცნობილი მძლეოსნის, სიგრძეზე მხტომელი ირინა მელეშინას დასჯის გადაწყვეტილება მიიღო
ლონდონის ოლიმპიადის წინ წმენდა გრძელდება რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებში. ამ ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტომ ცნობილი მძლეოსნის, სიგრძეზე მხტომელი ირინა მელეშინას დასჯის გადაწყვეტილება მიიღო.

ათენის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის გამოუწერეს ორწლიანი დისკვალიფიკაცია. სასჯელის ათვლის თარიღად 2012 წლის 21 თებერვალი მიიჩნიეს.

ირინა მელეშინამ კარიერაში მთავარ მიღწევებს ქალიშვილობის გვარით (სემაგინა) მიაღწია. მან 2004 წელს, ათენის თამაშებზე, ვერცხლის მედალი მიიღო. გარდა ამისა, 2008 წელს დარბაზებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო. მელეშინა სამშობლოსადმი დამსახურების ნიშნად მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

ამასობაში მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ გამოაცხადა, რომ ლაბორატორია, რომელიც ლონდონის ოლიმპიური თამაშების დროს სპორტსმენებს დოპინგზე შეამოწმებს, უკვე მზად არის მუშაობის დასაწყებად.

ლონდონის ნარკოლოგიურმა ცენტრმა ანტისადოპინგო სააგენტოს აკრედიტაცია ორწლიანი პროგრამის შემდეგ მიიღო. ამ პერიოდის განმავლობაში შემოწმდა ლაბორატორიის აღჭურვილობა, პროცედურების შესრულების სიზუსტე და თანამშრომლების პროფესიონალიზმი.

ზაფხულის ოლიმპიადის პერიოდში ლაბორატორია 24 საათის განმავლობაში იმუშავებს და დღეში 400 დოპინგ-ტესტის ჩატარების საშუალება ექნება. დაწესებულების ფართობი დაახლოებით შვიდი საჩოგბურთო კორტის ფართობს უდრის. აქამდე ეს ლაბორატორია წელიწადში 8 ათას დოპინგ-ტესტს ატარებდა, მაგრამ ახლა, წინასწარი გათვლებით, ოლიმპიური თამაშების ორკვირიან პერიოდში აქ დაახლოებით 6250 ტესტი ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა