ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დრიბლინგი ევროპაში: ზინედინ ზიდანის სიტყვა კანონია?

დრიბლინგი ევროპაში: ზინედინ ზიდანის სიტყვა კანონია?

"რეალის" სპორტულმა დირექტორმა ზინედინ ზიდანმა "სამეფო გუნდის" ქომაგები რეკორდმაისტერის წინააღმდეგ "დაქოქა"

"ელ კლასიკო" ჯერ წესიერად მოგებულიც კი არ ჰქონდათ, მადრიდელებმა კონცენტრაცია "ბაიერნისკენ" მიმართეს: "რეალის" სპორტულმა დირექტორმა ზინედინ ზიდანმა "სამეფო გუნდის" ქომაგები რეკორდმაისტერის წინააღმდეგ "დაქოქა". თქვენ წინაშეა "ლელოს" დრიბლინგი ევროპაში - ამჯერად ესპანური სულისკვეთებით.

ინგლისი

მორცხვი მანჩო

"ცხოვრებას ჩვენ თვითონ ვირთულებთ!" - განრისხებული იყო სერ ალექს ფერგიუსონი "ევერტონთან" 4:4-ის შემდეგ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამ (ნეიტრალური ქომაგებისთვის) ზღაპრულ მატჩში თავს სამარცხვინოდ იცავდა და "მანჩესტერ სიტის" სამი ქულის დისტანციაზე მიახლოების საშუალება მისცა. "ახლა "სიტის" ბედი "სიტის" ხელშია," - დასძინა ფერგიმ.

მომავალ ორშაბათს ყველა დროის ყველაზე მაგარი მანჩესტერული დერბი უნდა შედგეს (გაზეთი "სანი"): "სიტი" "იუნაიტედს" მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადასვლა შეუძლია, რასაც ორიოდე ტურის წინ ნაღდად ვერავინ წარმოიდგენდა.

"სიტის" მეკარე ჯო ჰარტმა თქვა, შანსი ნამდვილად გვაქვსო, მაგრამ ამ სიტყვების გამო მწვრთნელ რობერტო მანჩინის რისხვა დაატყდა. "ამ სეზონში ინგლისის ჩემპიონობის რეალური შანსი მხოლოდ ერთ გუნდს აქვს და ეს "მანჩესტერ იუნაიტედია", - ზედმეტად თავმდაბლურად გამოუვიდა იტალიელს, - ჩვენი ბედი ჩვენს ხელში იმიტომ არაა, რომ "იუნაიტედს" სამი ქულით ჩამოვრჩებით და მერე ორი ურთულესი თამაში გველის ("ნიუკასლთან" და "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" - ავტ).

ტოტალიზატორში ფული არასდროს დამიდია, მაგრამ ყველას ვურჩევ, მშვიდად დადოს ფსონი "იუნაიტედის" ჩემპიონობაზე - ეს 100-პროცენტიანი გადაწყვეტილება იქნება".

გარდა ამისა, "მორცხვმა მანჩომ" სერ ალექსს მილოცვებიც გაუგზავნა: "იუნაიტედმა" ეს სეზონი ძალიან კარგად ჩაატარა და ჩემპიონობასაც გილოცავო.

ჩვენ ვერ განვსჯით, რამდენად გადაჭარბებულია მანჩინის ასეთი მიდგომა, ის კი ფაქტია, რომ ასეთმა განცხადებებმა ინგლისური მედია ძალიან გაახარა - ახლა ჩვენი ინგლისელი კოლეგები მთელი კვირის განმავლობაში იმაზე ილაპარაკებენ და დაწერენ, რომ მანჩესტერში ფსიქოლოგიური ომი მიმდინარეობს.

ფაქტია ისიც, რომ ორშაბათს "იუნაიტედის" ბოსმა დევიდ გილმა პირველი გასროლა სრულყო: "აზიაში გრანდობა არაფერს ნიშნავს, თუკი მანჩესტერში არ ხარ პირველი," - თქვა მან.

მისტერ გილს არ დაუკონკრეტებია, "სიტის" გულისხმობდა თუ "იუნაიტედს", მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა დაკონკრეტება საჭირო არც იყო.

ლივერპულის ქუჩებს ბრწყინვალე მძღოლი შეემატა

"ევერტონის" ახალგაზრდა ფეხბურთელ შეინ დაფის მისალოცად აქვს საქმე. "ასეთი ბედნიერი ცხოვრებაში პირველად ვარ," - დაწერა 20 წლის დაფიმ "თვითერზე". ცხადია, გაინტერესებთ, რამ გააბედნიერა ეს ბიჭი ასე ძლიერ - დაფის ამისათვის არც სპორტული მიზეზი ჰქონდა და არც რომანტიკული, არც არავინ შეჰყვარებია და არც მამამ გამხდარა. უბრალოდ, შეინმა მეთერთმეტე ცდაზე (!) ძლივს მოახერხა და მართვის მოწმობის გამოცდები ჩააბარა...

იტალია

აჭრილობა გენუაში

სერია A-ს უახლეს ისტორიაში კიდევ ერთი აბსურდული ფურცელი ჩაიწერა. 80-ამდე რადიკალურად განწყობილმა ულტრასმა გენუაში კინაღამ თამაში ჩაშალა. თითქოს ამ წინადადებით მთელი ისტორია მოყოლილია, მაგრამ არა - იტალიაში ყოველთვის დეტალებია მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით საინტერესო.

ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი, ტიპურ-იტალიური ნაშუადღევი იყო, როცა "ჯენოას" ფანებმა "გაჭედეს". მათ სათაყვანებელ გუნდს ელიტიდან გავარდნის საფრთხე ემუქრება და როცა "სიენამ" "ჯენოას" მეოთხე გოლი გაუტანა (ანგარიში 0:4 გახდა), ულტრასმა ტიფოზებმა პატარა რევოლუცია წამოიწყეს: ისროდნენ პეტარდებს და ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდათ; ამტვრევდნენ სკამებს, დაიპყრეს მოედანზე გასასვლელი გვირაბი და რა თქმა უნდა, ხმაშეწყობილად ილანძღებოდნენ. შედეგად, მსაჯმა 54-ე წუთზე მატჩი შეწყვიტა.

"გაიხადეთ ფორმები! თქვენ არ ხართ ამ ფორმის ღირსნი!" - ყვიროდნენ რამდენიმე წუთის განმავლობაში. "ჯენოას" კაპიტან მარკო როსის კი მართლაც აევსო მოთმინების ფიალა და ჯერ თანაგუნდელებს მაისურების გახდა უბრძანა, მერე ყველა ფორმა ერთად შეკრიბა და ფანებთან მივიდა. ეს ჟესტი კაპიტულაციას ჰგავდა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ფორმის გახდა არ იკადრა, ჯუზეპე სკული გახლდათ - ტიფოზებს შესძახა, ეს ჩემი ფორმაა და მის გახდას არ ვაპირებო.

ცნობისათვის, ეს ის სკულია, "ჯენოას" ფორმით 151 მატჩი რომ აქვს ჩატარებული და "კურვა ნორდის" "ბენჯამინად" მიიჩნევა; რომელსაც წლების წინ გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისთვის რვათვიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა მისჯილი და რომელიც ერთ დროს იტალიაში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული მაფიოზის შვილიშვილია.

ფაქტია, იტალიაში საქმეებს სწორედ ასეთები აგვარებენ, რადგან სკულის ქმედებამ შედეგი გამოიღო - მან ფანებთან "მოლაპარაკება" წარმატებით დაასრულა, სიტუაცია ჩაწყნარდა; თამაში კი, მართალია, 44-წუთიანი დაგვიანებით, მაგრამ მაინც გაგრძელდა.

ქაოსი, ქაოსი, ქაოსი...

ცხადი იყო, რომ ეს ამბავი რეზონანსის გარეშე არ ჩაივლიდა. როგორც იტალიელებს სჩვევიათ, ტრადიციულ გადაბრალებებს მოჰყვნენ, პასუხისმგებლობას კი ყველა გაექცა - "ჯენოას" ფან-კლუბიც, "ჯენოაც", გენუაც და "ლეგა კალჩოც".

კლუბის პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზიმ თქვა: "რატომ იყო სტადიონზე ასე ცოტა პოლიციელი? ან რატომ შეაღწიეს სტადიონზე ასეთმა რადიკალურმა ულტრასებმა, რომლებსაც არევ-დარევის გარდა, არაფერი აინტერესებთ? ეს ტიპები ტრიბუნებზე კი არა, ციხეში უნდა ისხდნენ. მე მათ წინაშე დაჩოქვას ნაღდად არ ვაპირებ!"

არადა, სწორედ პრეციოზიმ (რომელიც სასამართლოში ახლაც დარბის და თავს იმართლებს) უთხრა ფეხბურთელებს, მაისურები გაიხადეთო; სწორედ იმ პრეციოზიმ, რომელმაც 2005 წლის ივნისში სერია B-ს მატჩი "ვენეციასთან" 250 000 ევროდ იყიდა და ამით "ჯენოა" სერია C-ში გავარდნისგან იხსნა.

გენუის პოლიციის შეფმა კი, როგორც მოსალოდნელი იყო, მაშინვე "ხელები დაიბანა" - სტადიონზე მიმდინარე მოვლენებს იდეალურად ვაკონტროლებდითო. გენუის პოლიციას იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომაც "კოჭი გაუგორა" - უკონტროლო სიტუაცია არ შეგვინიშნავსო. ბოლოს კი ისე გამოვიდა, რომ გადამჭრელი ზომების მიღება ყველამ მაინც იტალიის ფეხბურთის ფედერაციას "შეტენა" - "ჯენოას" სტადიონს, ალბათ, დისკვალიფიკაციას მიუსჯიან. "ლეგა კალჩოს" ბოსებმა კი (ვინ მოთვლის, მერამდენედ) პირობა დადეს, რომ ამიერიდან იტალიის სტადიონებზე ასეთ რადიკალურ ულტრასებს ვეღარ ვნახავთ.

იმისათვის, რომ ამ ქაოსს იდეალური დასასრული (დასასრული?) ჰქონოდა, პრეციოზიმ, ყოველი შემთხვევისთვის, მწვრთნელი ალბერტო მალეზანი (სხვათა შორის, ამ სეზონში უკვე მეორედ) გააგდო და მის ნაცვლად ჯიჯი დე კანიო დანიშნა. ახლა კი, ამოვისუნთქოთ...

18-წუთიანი მასაჟი მსაჯს

სხვათა შორის, წინა დღეს "ნაპოლისა" და "ჩეზენას" მატჩიც შეწყდა - ოღონდ გაცილებით ნაკლებად დრამატული მიზეზების გამო. მსაჯმა დანიელე დოვერიმ პირველ წუთზე ჯარიმის დანიშვნისას ხელი ისე მოიქნია, რომ კინაღამ მხარი ამოიგდო, მერე კი, "ნაპოლის" ექიმებს მასაჟები 18 წუთის განმავლობაში აკეთებინა. მერე თამაში გაგრძელდა და დოვერის ხელები უშნოდ აღარ უქნევია - როგორც ჩანს, მომხდარი მისთვის კარგი გაკვეთილი გამოდგა.

ესპანეთი

მადრიდელები მხოლოდ ბაიერნზე ფიქრობენ

მიუხედავად იმისა, რომ "რეალს" ესპანეთის ჩემპიონობა ჯერ ოფიციალურად არ გაუნაღდებია, მადრიდელმა ფანებმა Plaza de Cibeles-ზე "ელ კლასიკოს" მოგება ჩემპიონობასავით იზეიმეს. ჟოზე მოურინიომ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ზურგი აქცია - უაზრო ეიფორიას ყველაზე მეტად ვერ ვიტან, ჩვენ ჯერ არაფერი მოგვიგიაო. ჟოზეს ის სპორტული გაზეთებიც აჰყვნენ, "რეალის" "ახლობლობა" რომ ედებათ ხოლმე ბრალად.

"ბარსას" საწინააღმდეგო ჰედლაინები არ დაწერილა, რადგან მადრიდისთვის მთავარ თემად "ბაიერნთან" საპასუხო მატჩი დარჩა - "რეალი" ასი პროცენტით დღევანდელ ჯახზეა ფოკუსირებული.

ზინედინ ზიდანმა "სამეფო გუნდის" ფანებს ასეთი მოწოდება გაუგზავნა: "რეალი" "ბაიერნის" წინააღმდეგ - ეს თქვენი მატჩია, დუელი, რომელიც თქვენ უნდა მოიგოთ!"

ცხადია, რაც იმალება ამ მოწოდების უკან: "რეალის" ფეხბურთელებს მიუნხენის "ალიანს არენაზე" ნანახი ატმოსფეროსი შეშურდათ და დღეს თავიანთი ქომაგებისგანაც იგივეს ითხოვენ.

"ბაიერნის" ფანები თავის გუნდს 90 წუთის მანძილზე გაუჩერებლად ქომაგობდნენ, მაგრამ მე ვიცი, რომ ჩვენს ფანებს ეს უკეთ ეხერხებათ," - განაცხადა იკერ კასილიასმა.

ბალზამი მადრიდულ სულში

გასულ უქმეებზე მცირე "ელ კლასიკოც" გაიმართა და ისიც მადრიდელებმა მოიგეს: "ატლეტიკომ" "ესპანიოლი" 3:1 დაამარცხა. თუმცა დედაქალაქელთა ზეიმი ამითაც არ დასრულებულა: "რეალი" ახლა "ბარსას" სუპერრეკორდსაც ემუქრება. 2009-10 წლების სეზონში "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი 99 ქულით გახდა და ეს ყველა დროის საუკეთესო შედეგია. თუ "რეალი" ბოლო ოთხ თამაშს მოიგებს, ჩემპიონი 100 ქულით გახდება...

გერმანია

კობიაშვილი რომ არა...

გერმანელებმა გულზე ხელი უნდა დაიდონ და თქვან, რომ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონი უკვე დასრულებულია. 2 ტური კიდევ დარჩა, მაგრამ ყველაფერი ცხადი და ნათელია: დორტმუნდის "ბორუსია", როგორც მოსალოდნელი იყო, გერმანიის ჩემპიონია; მიუნხენის "ბაიერნმა" შარშანდელი შედეგი გააუმჯობესა და ახლა მეორე ადგილზე გავიდა; ჩემპიონთა ლიგაში კიდევ "შალკე" და "გლადბახი" ითამაშებენ; ევროპალიგაზეც ისინი გადიან, ვინც უნდა გასულიყო; "კაიზერსლაუტერნმა" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითება გამარჯვებით (!) გაინაღდა და რომ არა ლევან კობიაშვილის ფაქტორი, გულახდილად გეტყვით, "ჰერტას" ჩვენც გავარდნას ვუსურვებდით - იმიტომ, რომ უსუსურესმა "კაიზერსლაუტერნმა" სწორედ "ჰერტას" მოუგო და ოტო რეჰაგელის უკიდურესად უთავმოყვარეო გუნდი ამის გამო გადარჩენას "კაიზერსლაუტერნზე" ნაკლებად იმსახურებს.

მაგრამ კობის ვერ ვღალატობთ და შესაბამისად, "ჰერტას" ქომაგობა გვიწევს. არადა, ბოლო ორი ტურის გაუქმება მართლა შეიძლებოდა და რატომღაც გვგონია, რომ "ჰერტას" ხელმძღვანელებს ამის საწინააღმდეგო არაფერი ექნებოდათ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა