"ქაისერის" მთავარი მწვრთნელის საქართველოში ყოფნის მიზეზი თბილისის "დინამოს" მეკარე ყოფილა
ვწერდით, რომ 22 აპრილს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის ტრიბუნიდან "დილასა" და თბილისის "დინამოს" შეხვედრას თურქული "ქაისერის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე დაესწრო.

"ქაისერს" 39 წლის ქართველი სპეციალისტი მომდევნო სეზონშიც გაწვრთნის და გუნდის გასაძლიერებლად ახალ ფეხბურთელებს არჩევს. შოთას ჩამოსვლის მიზეზიც ეს იყო - გორში ერთ-ერთ ქართველ მოთამაშეზე დაკვირვება სურდა.

იყო ინფორმაცია, თითქოს შოთას რჩეული "დილას" თავდამსხმელი მათე ვაწაძე გახლდათ, მაგრამ გადამოწმების შემდეგ დავადგინეთ, რომ ლაპარაკია თბილისის "დინამოს" მეკარე გიორგი ლორიაზე, რომელსაც დიდი ხანია, უცხოეთში წასვლა სურს.

გიორგი ლორიას პროგრესი აშკარა მაშინ გახდა, როდესაც 2010 წელს სლოვენიის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მშვენივრად ითამაშა და პენალტიც მოიგერია. ამის შემდეგ ხორვატიასთან გასვლითი შეხვედრაც მაღალ დონეზე ჩაატარა და "დინამოს" შემადგენლობაში ევროპის ლიგის თამაშებიც.

ამის შემდეგ გიორგის სატრანსფერო ფასი 450 ათასი ევროდან 800 ათასამდე გაიზარდა.

უცხოური კლუბების ინტერესი ლორიამ სწორედ ამის შემდეგ დაიმსახურა: 25 წლის ქართველ მეკარეს ვარშავის "ლეგია", ლვოვის "კარპატი" და ჩვენთვის უცნობი ერთ-ერთი იტალიური კლუბიც იწვევდა. სხვათა შორის, ახლახან თბილისში მყოფმა ომარ თეთრაძემაც გაამხილა, რომ ლორიას წაყვანა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" ძალიან სურდა.

ყველა ელოდა, რომ გიორგი კარიერას უცხოეთში გააგრძელებდა. თუმცა შარშან, სექტემბერში, თბილისის "დინამოს" მეპატრონესთან, რომან ფიფიასთან შეთანხმდა, რომ გუნდში კიდევ ერთ წელს ითამაშებდა. შესაბამისად, კონტრაქტიც ერთი წლით გაახანგრძლივა და ტრანსფერზე ლაპარაკსაც წერტილი დაუსვა.

თუმცა მარტის დასაწყისში "ლელოსთან" ინტერვიუში გიორგიმ თავად გვითხრა:

"კარგი კლუბებიდან მქონდა მიწვევები, მაგრამ დაკონკრეტება არ მინდა. "დინამოში" კი დავრჩი, მაგრამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა, უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში გადავიდე. ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ გაირკვევა".

ალბათ, გიორგის წასვლა მისთვისაც აჯობებს და კლუბისთვისაც. თურქეთის ჩემპიონატი ყაზახეთისა და აზერბაიჯანის არ არის და როდესაც ფეხბურთელს უკეთეს ჩემპიონატში იწვევენ, მისი გაშვება უფრო გამართლებული იქნება, რადგან საქართველოს ჩემპიონატში ლორია ვეღარ გაიზრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irina
ხოდა ასე შემოეცლება ყველა და მერე ბატონი რომანი ალბათ კარგად ისცავლის ბურთის დარტყმას და ირბენს მოედანზე ((((
dudu
"გაშვება" რა? ვინ დაიჭერს, რო? თავისუფალი აგენტი ხდება და სადც უნდა, იქ წავა. კარგსაც იზამს, თუ წავა.
irina
თქვენთან დალაპარაკება უნდა გუნდს,მაგრამ ვერ ბედავენ და ფიქრობენ რომ მაინც აზრი არ აქვს მათ აზრს თქვენთვის არადა ეხლა მარტო მათ აზრს უნდა ითვალისწინებდეთ. ზუსტად ვიცი აი უბრალოდ რომ ტრიბუნაზე დაინახონ ალექს გარსია იმ თამაშს მოიგებენ ,ასე რომ დამიჯერეთ დააბრუნეთ!
irina
მე გარანტიას ვიძლევი,თუ გარსია არ დაბრუნდება დინამოში,ცოტახანში მხოლოდ ბატონი რომანი დარჩება.... და ზუსტად ვიცი ლორიას გადაწყვეტილება რომ ასეთი იქნებოდა და არა მარტო ეგ ფიქრობს წასვლას. ბატონო რომან ცოტა თვალები გაახილეთ,მე არ გეუბნებით რომ გარსიაზე უკეთესები არ არიან ,უბრალოდ ეხლა გარსია ჭირდება გუნდს და მათ მოუსმინეთ გთხოვთ!
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად