"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლონდონის "ჩელსისთან" (2:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ლონდონის "ჩელსისთან" (2:2) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ორი თამაშის ჯამში "ბარსელონამ" 2:3 წააგო და ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა დაასრულა.

"რა თქმა უნდა, მოთამაშეები დათრგუნულნი არიან. გადამწყვეტი მომენტი რამირესის გოლი იყო პირველი ტაიმის ბოლოს. ეს ფსიქოლოგიური დარტყმა იყო.

ყველაფერი გავაკეთეთ, რათა მოგვეგო... არამხოლოდ დღეს, ორივე მატჩში, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.. შეგვეძლო, უფრო მეტი გოლიც გაგვეტანა, თერთმეტმეტრიანიც ხელიდან გავუშვით.

მეტოქის დაცვის გადალახვა რთული იყო. მან უკანა ხაზი ჩაკეტა. ამიტომ ვცდილობდით შეტევა გაგვეშალა. რთული იყო. ახლა ამაზე უნდა ვიფიქროთ - როგორ გავარღვიოთ მსგავსი დაცვა. ამ თამაშმა მილანის "ინტერთან" ჩვენი ნახევარფინალური შეხვედრა გაგვახსენა. უბრალოდ, ახლა უფრო შეურაცხმყოფელია, რადგან გამარჯვებისთვის უფრო მეტი გავიღეთ, ვიდრე მაშინ. უახლოეს დღეებში შევეცდებით გავაანალიზოთ, რა შეგვეშალა.

ლიონელ მესის მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველაფრისთვის, რაც მან კლუბს მისცა. მისით ჩემს აღტაცებას საზღვარი არ აქვს. ის ნებისმიერისთვის მაგალითია, ვისაც საკუთარ თავზე მუშაობა და პროფესიონალური ზრდა სურს. ვიცნობ რა მის ხასიათს, ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან ინერვიულებს, მაგრამ ფეხბურთის სილამაზე სწორედ ასეთ მატჩებშია.

წარუმატებლობა განვიცადეთ. რა თქმა უნდა, არის რაღაცები, რასაც ახლავე გამოვასწორებდი, მაგრამ ფინალში ვერ გავედით.

"ჩელსის" ვულოცავ. ეს კი, უბრალოდ, ჩვენი წელი არ არის", - განაცხადა გვარდიოლამ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

სენაკელი
ირაკლი ეტყობა შენ საერთოდ ზოგადად "დაღლილი" ხარ.. თუ ბარსას ბეხბურთი არ მოგწონს აბა ვისი მოგწონს?! განა მისებრ გახსნილ, შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს რომელიმე გუნდი?! ეს ფორმაციის ბარსელონა არის მსოფლიოშI ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელიც მოედანზე იმას სჩადის რასაც მაყურებელი, რომელსაც ჩვეულებრივ მოთამაშეზე მეტი ფანტაზია აქვს (მაყურებელი უფრო ამჩნევს ხარვეზებს, სისუსტეებს, კონკრეტულ საგოლე თუ მნიშვნელოვან გადაცემებს, ვიდრე მოთამაშე ფეხბურთელი თუნდაც პროფესიონალი) იგიც კი უძლურია ლოგიკურად გათვალოს ის საოცარი პასები რასაც ბარსელონას ფეხბურთელებიუ აკეთებენ კიდევ ისიც მინდა ვთქვა, რომ გვარდიოლამ საოცრად ღირსეულად იცის წაგების და მოგების გადატანა.
antimadridista
ტქვენნაირი საცოდავები ტუ აგარ უგულშემატკივრებენ ბარსას კარგიც იქნება. ტუ ბარსამ კარში დარტყმა არ იცის საღოლ: ) და თუ პუიოლია ცუდი მცველი, მაშინ ვინგაა საერთოდ მცველი, ივანოვიჩი??? ფეხბურთში ჯერ გაერკვიეთ და მერე ილაპარაკეთ. ბარსას თამაშს რომ ვერ დააფასებს კაცი, შეგარგოთ ჩელსი მაშინ: )))
negredo
ბარსელონს უსუსტესი რგოლი დაცვაა,გუშინ როცა უნდოდა დროგბამ ისე აპამპულავა პუიოლი სირცხვილია..პუიოლი უეჭველი გასაშვებია ბარსელონას დონის უბრალოდ არაა,და ამ თავდამსხმელების უაზრო ყიდვას უნდა მოეშვას და მიხედოს დაცვას,ნორმალური დაცვა რომ კოპილიყო არც ლონდონში გაუშვებდნენ გოლს და მითუმეტეს არც კატალონიაში..მინიმუმ ერთი კარგი ცენტრალური მცველი და მარცხენა მცველი ჭირდება თორემ გასადაც ვერაპერს მოიგებს..
irakli
"ჩვენი წელი არ არის" კი არა კარში დარტყმა უნდა ისწავლოთ უკვე დროა!!! დავიღალე ამ ერთი და იგივე პასაობის ყურებით... ერთი და იგივე სულ, კარში დარტყმის მაგივრად...
AIA
პუიოლი ხომ პუტავს ყველაფერს რა
gio
მეკარე იყიდეთ ნორმალური ხოსე, მეკარე, თორე ეგ იდიოტი ვალდესი კიდევ ბევჯერ დაგღუპავთ.
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს