ქართველმა ცენტრმა "ორლანდოსთან" მატჩში მიღებული ფეხის ტრავმის გამო (მყესი დაიზიანა) მეხუთე მატჩი გამოტოვა
ზაზა ფაჩულიამ "ორლანდოსთან" მატჩში მიღებული ფეხის ტრავმის გამო (მყესი დაიზიანა) მეხუთე მატჩი გამოტოვა.

ამასობაში ოფიციალურად გაირკვა "ატლანტა ჰოქსის" საპლეიოფო მეტოქე: ჯორჯიელები აღმოსავლეთის კონფერენციის მეოთხედფინალში "ბოსტონ სელტიქსს" "დაეჭიდებიან".

მიუხედავად იმისა, რომ ბოსტონელები დივიზიონის (თითო კონფერენცია სამ დივიზიონადაა დაყოფილი) ჩემპიონები არიან და ცხრილში "ატლანტას" უსწრებენ. თუ ჯორჯიელებმა რეგულარული "კელტებზე" მეტი მოგებით დაასრულეს, მოედნის უპირატესობას მაინც დაიბევებენ.

"ჰოქსი"-"ბოსტონის" მომავალი დაპირისპირების შესახებ "ატლანტა კონსტიტუშენის" ჟურნალისტმა მაიკლ კანინგემმა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველ ცენტრზეც წერს.

"ჯორჯიელთა გუნდის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ტრავმირებული მეფარეები, ელ ჰორფორდი და ზაზა ფაჩულია პლეი ოფამდე მომჯობინდებიან. მათი დახმარება "ბოსტონთან" დაპირისპირებებისას "ჰოქსს" ძალიან დასჭირდება.

მას შემდეგ, რაც ელმა მხარი იტკინა, სასტარტო ცენტრის საქმე ზაზამ ჩაიბარა და "ატლანტა" შესანიშნავ დაცვით და კარგ შემტევ გუნდად იქცა.

შეტევაზე ორიენტირებულ გუნდებსაც კი გაუჭირდათ "ატლანტას" კედლის გადალახვა, თუმცა ძლიერი დაცვის წინააღმდეგ ჯორჯიელებს ზოგჯერ შეტევაში ბევრი ვერაფერი გამოსდიოდათ. "სელტიქსი" კი ლიგაში დაცვით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ "ქორებს" საპლეიოფოდ ფაჩულიაც სჭირდება და ჰორფორდიც.

მწვრთნელი, ლარი დრიუ კონკრეტულად ვერ ლაპარაკობს:

- იმედი მაქვს, ზაზა პლეი ოფის პირველივე მატჩიდან დაგვეხმარება. მკურნალობა დადებით შედეგს იძლევა, მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება..."

უკანასკნელი ინფორმაციით, ექიმებმა ელ ჰორფორდს რეგულარული ეტაპის ბოლო მატჩში (26 აპრილს) "დალასის" წინააღმდეგ თამაშის უფლება მისცეს. რაც შეეხება ზაზას, მისი გამოჯანმრთელების ვადის შესახებ გაზეთებში სხვადასხვა ვარაუდია გამოთქმული.

ყველაზე სარწმუნო კი თავად კალათბურთელის სიტყვებია. აი, რა გვითხრა ფაჩულიამ:

- ტრავმის მიღებიდან კვირაზე მეტი გავიდა. ფეხი უკეთესად მაქვს, მაგრამ იმდენად კარგად არა, რომ მოედანზე გავიდე. ისევ მაწუხებს. ველით, როდის გამივლის სრულად. მანამდე ნამდვილად ვერ ვითამაშებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა