ქართველი მოჭადრაკე შეიხ რაშიდ ბინ ჰამდამ ალ მაკტუმის სახელობის მე-14 საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა
დიდოსტატი ბაადურ ჯობავა ერთადერთი ქართველი მოჭადრაკეა, რომელიც 2700-იანთა კლუბის წევრია. წლეულს ევროპის ჩემპიონატზე მან მსოფლიოს თასის საგზური მოიპოვა.

ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ოთხ სხვა წარმომადგენელთან ერთად დუბაიში შეიხ რაშიდ ბინ ჰამდამ ალ მაკტუმის სახელობის მე-14 საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 45 ათასი დოლარი) მონაწილეობდა.

ასპარეზობის რეიტინგფავორიტი მთელი შეჯიბრების განმავლობაში ლიდერთა შორის იყო. დასვენების დღეს თანამემამულეებთან ერთად ბლიცშიც მოსინჯა ძალები და 9 შესაძლებლიდან 7,5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

ნახევარი ქულით ნაკლები მოაგროვა მიხეილ მჭედლიშვილმა, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა. ძირითად ტურნირში ბოლო ორთაბრძოლების წინ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ შესაძლო იყო, აქაც გათამაშების ცხრილის სათავეში ქართველები მოქცეულიყვნენ.

მე-9 ტურში ჯობავამ შავი ფიგურებით შეხარ სურია განგულის (ინდოეთი) სძლია. შესანიშნავად ითამაშა მჭედლიშვილმაც - 2700-იანთა კლუბს მიახლოებული ჰოლანდიელი ლოეკ ვან ველი (2691) დაამარცხა 46-ე სვლაზე ეფექტური კომბინაციით.

ამ გამარჯვებით ჯობავამ და მჭედლიშვილმა 7-7 ქულას მოუყარეს თავი, ისევე, როგორც ლიდერებმა - ნორმუნდს მიეზისმა (ლატვია) და ჩანდა სანდიპანმა (ინდოეთი), რომლებიც ერთმანეთს დაუზავდნენ. თუმცა ოთხივე მოჭადრაკეს ჩინელმა ნი ჰუამ გაუსწრო.

აზიელმა დიდოსტატმა უკრაინელ იური კუზუბოვს აჯობა, 7 ქულა მოაგროვა და უკეთესი კოეფიციენტით მთავარი პრიზი (2 ათასი დოლარი) დაისაკუთრა. მეორე-მესამე ადგილებზე ჯობავა და მჭედლიშვილი გავიდნენ.

ლევან ფანცულაია ინდოელ სრინათ რამნადის შეუთანხმდა ყაიმზე, სოფიკო ხუხაშვილმა მარკ ბასენკიანს (სომხეთი) გააჩერებინა საათი, დავით არუთინიანმა კი ყაზახ მარია სერგიევასთან წააგო და ამ უკანასკნელს ქალებში პირველ ადგილზე გასვლის საშუალება მისცა. ფანცულაიამ და ხუხაშვილმა - 5,5-5,5, არუთინიანმა კი 5 ქულით დაამთავრა ასპარეზობა.

ხუთოსანი გოგო-ბიჭები

თბილისის ჭადრაკის სასახლეში, სადაც 16-წლამდელთა საქართველოს პირველობის მონაწილენი მედლებისა და თანატოლთა შორის მსოფლიო-ევროპის ჩემპიონატების საგზურებისთვის იბრძვიან, ექვსი ტური გათამაშდა. გოგონებში 5-5 ქულით ნინო ხომერიკი და ანა შამათავა დაწინაურდნენ. ლიდერებს ნახევარი ქულით დეა გოგიშვილი ჩამორჩება. სამმა მოჭადრაკემ 4-4 ქულა მოაგროვა.

ვაჟებს სამი ხუთოსანი ჰყავთ - ირაკლი ბერაძე, ნოე თუთისანი და გიგლა ბენიძე. 4,5 ქულით მეოთხე ადგილზეა ნიკოლოზ ქუმსიაშვილი. ხუთმა მოჭადრაკემ 4-4 ქულას მოუყარა თავი.

მეწინავეთაგან მე-7 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ანა შამათავა-ქეთევან ხომერიკი, ნინო ხომერიკი-ადა კაკუტია, თეკლა მაჭარაშვილი-დეა გოგიშვილი; ირაკლი ბერაძე-ნოე თუთისანი, გუგა ბურდული-გიგლა ბენიძე, ნიკა ღვამბერია-ნიკოლოზ ქუმსიაშვილი, ლუკა ლიჩელი-გიორგი ბოსიკაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო