ლუგანსკის "ზარიას" ქართველ შემტევს კარიერის გაგრძელება რუსეთის ჩემპიონატში ურჩევნია
უკრაინის ჩემპიონატის წინა ტური ჯაბა ლიპარტიასთვის წარმატებული გამოდგა. ლუგანსკის "ზარიას" ქართველმა შემტევმა "ვორსკლასთან" სტუმრად 2:2 დასრულებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა (იხილეთ ვიდეო) და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

24 წლის ლიპარტია "ვიტ ჯორჯიადან" "ზარიაში" გასული წლის დასაწყისში გადავიდა და შეიძლება ითქვას, რომ უკრაინულ ფეხბურთთან ადაპტაცია არ გასჭირვებია. მან თავიდანვე დაიმკვიდრა ადგილი ახალი კლუბის ძირითად შემადგენლობაში, წლევანდელ სეზონში კი ჯაბას აქტივში 25 პრემიერლიგური მატჩი და 3 გოლია.

ლიპარტიას გასულ შეხვედრაზე, უკრაინულ შთაბეჭდილებებსა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, "ვორსკლას" კარში გატანილი გოლები გაიხსენე.

- პირველი გოლი კუთხურს მოჰყვა. მეტოქის საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რითიც კარგად ვისარგებლე. მეორე ტაიმში კი თანაგუნდელებმა პენალტის შესრულება მომანდეს და მათი მოლოდინი არ გავაცრუე.

კარგი იქნებოდა, მოგვეგო, მაგრამ ფრეს დავჯერდით. საკუთარი თამაშით კი უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ.

- "ზარიას" ჯერ კიდევ ემუქრება ელიტიდან დაქვეითების მცირე საფრთხე.

- "ვორსკლა" რომ დაგვემარცხებინა, ეს პატარა საშიშროებაც აღარ დაგვემუქრებოდა, მაგრამ არა უშავს, დარწმუნებული ვარ, პრემიერლიგაში ადგილს შევინარჩუნებთ.

- მთლიანობაში, შეგიძლია თქვა, რომ მიმდინარე სეზონი შენთვის წარმატებულია?

- შემიძლია ვთქვა, რომ ძირითად შემადგენლობაში სისტემატურად ვხვდები და საკუთარ თავსაც უკეთესობას ვატყობ, მაგრამ მთლიანობაში, წარმატებაზე მაინც ვერ ვილაპარაკებ, რადგან ჩემი გუნდი მხოლოდ და მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის.

თუმცა "ზარიას" არასტაბილურ თამაშს თავისი მიზეზები აქვს. ჩვენს სტადიონზე ბალახის საფარი შეცვალეს, რამდენიმე თვის განმავლობაში იქ ვერ ვთამაშობდით და საშინაო მატჩებს ხან დონეცკში, ხანაც ალჩევსკში ვატარებდით.

- ერთი პერიოდი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზეც კი გათამაშებდნენ.

- მწვრთნელის ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ ამით დიდი დისკომფორტი ნამდვილად არ მიგრძვნია. თანამედროვე ფეხბურთელი მოედნის მხოლოდ ერთ მონაკვეთზე არ უნდა იყოს მიჯაჭვული და სხვადასხვა დავალებების შესრულება უნდა შეეძლოს.

აქედან გამომდინარე, საყრდენობით ახალი გამოცდილება მივიღე და ბევრი რამ ვისწავლე. ასე რომ, ეს ცუდი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ თავს დღეს მაინც უკეთესად ვგრძნობ. ამჟამად თავდამსხმელების უკან ვთამაშობ, გამთამაშებლად და, ვფიქრობ, ეს საქმე უკეთ გამომდის.

- სეზონი მალე სრულდება და ალბათ, სამომავლო გეგმებზეც ჩამოყალიბებული ხარ.

- გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. შესაძლოა, მომავალი სეზონისთვის "ზარია" გაცილებით ბრძოლისუნარიანი და ამბიციური გუნდი იყოს და ამ შემთხვევაში ჩემთვის დარჩენა საინტერესო იქნება. თუ არადა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ კარიერა სხვაგან განვაგრძო.

- შევიტყვეთ, რომ შენს მიმართ დაინტერესებას დონეცკის "მეტალურგი" და სამარის "კრილია სოვეტოვი" იჩენენ.

- ამ ინტერესს არ უარვყოფ, მაგრამ ჯერ მაინც ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ტრანსფერი მომწიფებულია. ისე კი, თუ "ზარიადან" წასვლას გადავწყვეტ, კარიერას უფრო რუსეთში გავაგრძელებ.

უკრაინის ჩემპიონატიც ძლიერია, მაგრამ რუსეთში გაცილებით მაღალი დონეა და დიდი სურვილი მაქვს, საკუთარი ძალები იქაც მოვსინჯო. უკრაინაში კარგი სკოლა გავიარე, როგორც ფეხბურთელი, დავიხვეწე და მინდა, კარიერა უფრო მაღალ დონეზე გავაგრძელო.

- დასავლეთ ევროპაში წასვლის ვარიანტიც ხომ არ გაქვს?

- არა, იქიდან წინადადება ნამდვილად არავისგან მიმიღია. საერთოდ, ამჟამად ტრანსფერზე ნაკლებად ვფიქრობ. დღეისთვის მთლიანად "ზარიაზე" ვარ კონცენტრირებული, მომავალზე კი სეზონის დასრულებისთანავე ვიფიქრებ და ვიზრუნებ.

- შეუძლებელია, საკლუბო ამბების პარალელურად, საქართველოს ნაკრებზეც არ ფიქრობდე.

- ჩემს კარიერაში ერთადერთი, რის გამოც უკმარისობის გრძნობა მაქვს, ნაკრებსმიღმა ყოფნაა. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ერთხელ, ექტორ კუპერის მწვრთნელობისას ვითამაშე, თემურ ქეცბაიამ კი მხოლოდ შეკრებაზე გამომიძახა.

რა მეთქმის, ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია. ეროვნულ გუნდში მოხვედრაზე ხელი არ ჩამიქნევია. ფარ-ხმალის დაყრას არ ვაპირებ და შევეცდები, ჩემი ასპარეზობით შემდგომში მაინც დავიმსახურო ნაკრებში თამაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"