რობერტო მანჩინის თქმით, 30 აპრილს მანჩესტერულ დერბის მისი გუნდი საკადრო პრობლემების გარეშე ხვდება
"მანჩესტერ სიტის" 47 წლის მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის თქმით, 30 აპრილს მანჩესტერულ დერბის მისი გუნდი საკადრო პრობლემების გარეშე ხვდება და ეს მისთვის დიდი შეღავათია, მაგრამ ცხრილში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მისთვის მატჩი რიგითი დაპირისპირებაა და მეტი არაფერი.

აი, რას ამბობს ის "გარდიანთან" ინტერვიუში: "დერბი ყოველთვის მნიშვნელოვანია. გულშემატკივართათვის ეს თამაში სხვების ფონზე ყოველთვის გამოირჩევა და ის ქალაქისთვის განსაკუთრებული მოვლენაა, თუმცა ჩვენთვის ეს უნდა იყოს მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ მასში ჩემპიონობის პრეტენდენტის სახელი თამაშდება. მიზეზი ის არის, რომ მას მერე ჩვენ კიდევ ორი რთული შეხვედრა გვრჩება".

ტოტენჰემი რედნაპის წინააღმდეგ

"დეილი მეილის" მტკიცებით, "ტოტენჰემის" ფეხბურთელები ბოლო თვეების განმავლობაში ჰარი რედნაპის მუშაობით ძალიან უკმაყოფილონი არიან. ისინი უკვე ხმამაღლა აფიქსირებენ, რომ მათი თავკაცი უკვე ვეღარ ახერხებს ჩემპიონატის შეხვედრებზე ბოლომდე კონცენტრაციას, რამაც გუნდში კრიზისს დაუდო სათავე - თავად განსაჯეთ, ბოლო 9 ტურში "დეზებმა" ერთადერთი თამაში მოიგო.

გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რამდენიმე ფეხბურთელის აგენტმა ამ თემაზე უკვე მოახერხა კლუბის პრეზიდენტ დენიელ ლევისთან გასაუბრება.

თუკი სამწვრთნელო კრიზისი კიდევ დიდხანს გაგრძელდა, "ტოტენჰემმა" დამრიგებელი შეიძლება თავად გაათავისუფლოს, მიუხედავად იმისა, დაინიშნება თუ არა ის ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად. პირველი ნიშანი საამისოდ იყო ის, რომ ლევიმ გააუქმა წინადადება რედნაპთან ახალ ერთწლიან ხელშეკრულებაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად