ფეხბურთელი მოხარულია, რომ ლონდონში ბრუნდება, მაგრამ არ იცის, მოახერხებს თუ არა "მეთოფეთა" ძირითადში ადგილის დამკვიდრებას
"არსენალმა" ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე "სან პაულუში" 1-წლიანი იჯარით მიავლინა 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი დენილსონ პერეირა ნევესი.

ზამთარში ფეხბურთელი აცხადებდა, რომ ბედნიერი იქნებოდა, თუკი ბრაზილიური კლუბი ლონდონელებს შეუთანხმდებოდა და მის კონტრაქტს გამოისყიდიდა, მაგრამ "მეთოფეებმა" სამხრეთამერიკელებს უარი შეუთვალა.

ეს ლოგიკურიც არის, რადგან არსენ ვენგერს მთელი წელი ტრავმირებული ჰყავდა ფრანგი აბუ დიაბი და იძულებული იყო, ალექს სონგისთვის ხან აარონ რემსი შეეწყვილებინა, ხან მიკელ არტეტა. არცერთი მათგანისთვის ეს "მშობლიური" ამპლუა არ არის. ფეხბურთელი ახლა სხვაგვარად ალაპარაკდა და განაცხადა, რომ მოხარულია, რომ ლონდონში ბრუნდება, მაგრამ არ იცის, მოახერხებს თუ არა "მეთოფეთა" ძირითადში ადგილის დამკვიდრებას.

დროგბას კიდევ შეუძლია

"ჩელსის" 34 წლის თავდამსხმელის, დიდიე დროგბას აგენტის, ტიერნო სეიდის თქმით, მან ჯერ არ იცის, რა გზას დაადგება მისი კლიენტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მაგრამ იმაში კი დარწმუნებულია, რომ ასაკის მიუხედავად, ივუარელს 2-3 სეზონის მაღალ დონეზე ჩატარება ჯერ კიდევ შეუძლია.

"რაში იმალება მისი საიდუმლო? აღდგენით პროცედურებში, რომელსაც ის მთელი კარიერაა, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და რისი წყალობითაც დღემდე ინარჩუნებს ასეთ ფორმას," - განაცხადა სეიდიმ "ეკიპთან" ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ დროგბას კონტრაქტს ლონდონურ კლუბთან ვადა ივნისის ბოლოს გასდის.

პენანტი გამოჯანმრთელდა

"სტოკ სიტის" 29 წლის მარჯვენა ნახევარმცველმა ჯერმეინ პენანტმა მოირჩინა გრიპის საშინელი ვირუსი, რომლის გამოც ფეხბურთელს მთელი ორი კვირა გაუცდა და მზადაა, გუნდს 28 აპრილს ყოფილ კლუბ "არსენალთან" და 1 მაისს "ევერტონთან" ურთულეს დაპირისპირებებში დაეხმაროს.

მართალია, ტონი პულისის შეგირდებს სატურნირო ამბიციები აღარ აწუხებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ "ქოთნები" ("სტოკის" მეტსახელია) სეზონის დარჩენილ ნაწილში ხელებს ჩამოუშვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა