მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი არ აპირებს კინემატოგრაფში ძალების მოსინჯვას
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, სერბმა ანა ივანოვიჩმა აღიარა, რომ თავისი კოლეგისა და თანამემამულისგან, ნოვაკ ჯოკოვიჩისგან განსხვავებით, არ აპირებს კინემატოგრაფში ძალების მოსინჯვას.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცებს შორის მსოფლიოს პირველმა ნომერმა სილვესტერ სტალონესთან, ბრუს უილისთან, ჩაკ ნორისსა და არნოლდ შვარცენეგერთან ერთად ითამაშა ჰოლივუდის ფილმში - "შეუჩერებელნი 2".

"პოპულარობა ისედაც არ მაკლია, ამიტომაც მომავალში მინდა საკუთარი თავი მივუძღვნა ოჯახს. ჩემი სურვილია, მყავდეს კარგი ქმარი და ორი-სამი შვილი.

როცა პროფესიულ ტურში გამოსვლა დავიწყე, ჩოგბურთი მხიარული თამაში მეგონა. შემდეგ მითხრეს: "ეს შენი სამუშაოა და მას მეტი სერიოზულობით უნდა მოეკიდო".

მაშინ შევცვალე ჩემი დამოკიდებულება სპორტისა და ტურნირების მიმართ და ეს ყველაფერი რუტინად გადაიქცა. ახლა ისევ დავიწყე სიამოვნების მიღება შეჯიბრისგან, როგორც ეს ჩემი კარიერის დასაწყისში იყო - გაცილებით მსიამოვნებს კორტზე გასვლა. თავად შეამჩნევდით ცვლილებას - უფრო თავისუფლად ვმოძრაობ და ბედნიერად გამოვიყურები", - აცხადებს ივანოვიჩი ESPN-თან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა