ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდი შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდი მეტა უორლდ პისი, რომელმაც "ოკლაჰომასთან" მატჩში შეგნებულად ჩაარტყმა იდაყვი თავში "თანდერის" მცველს ჯეიმს ჰარდენს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ტვინის შერყევა მიიღო და გაურკვეველი ვადით გამოაკლდა გუნდს (იხილეთ ვიდეო).

მოგვიანებით უორლდ პისმა ბოდიში მოუხადა კალათბურთელსა და "ოკლაჰომას" გულშემატკივრებს, თუმცა ისიც განაცხადა, რომ ჩაგდებულ ბურთს ზეიმობდა და ხელის მოქნევისას ჰარდენი ვერ შეამჩნია.

"ლეიკერსს" რეგულარულის დასრულებამდე ერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ უორლდ პისი ამ შეხვედრასა და პლეი ოფის ექვს მატჩს გამოტოვებს. მიმდინარე სეზონში ფორვარდმა 64 შეხვედრაში საშუალოდ 7.7 ქულა, 3.4 მოხსნა და 2.2 შედეგიანი პასი დააგროვა.

ნიქსი ფილს დაუძახებს

"ნიუ იორკ ნიქსის" ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, 50 მილიონ დოლარად შეფასებული ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს ლეგენდარულ მწვრთნელ ფილ ჯექსონს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "ნიქსი" წლევანდელი პლეი ოფის პირველივე რაუნდიდან გამოეთიშება ბრძოლას.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის მსვლელობისას "ნიუ იორკმა" მთავარი მწვრთნელი მაიკ დ’ენტონი გაათავისუფლა და სწორედ მაშინ ალაპარაკდნენ "ნიქსში" ჯექსონის მიწვევაზე. ამ ეტაპზე გუნდს მაიკ ვუდსონი ხელმძღვანელობს.

პლეი ოფის პირველ ეტაპზე "ნიუ იორკი" "ჩიკაგოს" ან "მაიამის" შეხვდება.

ალენი პლეი ოფის ვერ დაიწყებს

"ბოსტონ სელტიქსის" მცველი რეი ალენი ვერ ასწრებს პლეი ოფის მატჩებისთვის გამოჯანმრთელებას და ფეხის ტრავმის გამო, სავარაუდოდ, გამოტოვებს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის საწყის ეტაპს. როგორც კლუბის წარმომადგენლები აცხადებენ, ვეტერანი მცველი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს, მაგრამ ექიმები ზედმეტი დატვირთვებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

"სელტიქსი" ამჟამად მეოთხე ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში, ხოლო ალენის წვლილი ამაში, საშუალოდ, 14.2 ქულა და 3.1 მოხსნაა.

მარიასთან უფრო ახლოს

თურქეთის "ეფეს პილსენის" მცველი საშა ვუიაჩიჩი, რომელიც ლოკაუტის დროს გადავიდა ევროპაში სათამაშოდ, მომავალ სეზონში NBA-ში დაბრუნდება. სლოვენიელი კალათბურთელით დაინტერესება უკვე გამოთქვა მსოფლიოს საუკეთესო ლიგის რამდენიმე კლუბმა.

"ლეიკერსის" რიგებში NBA-ს ჩემპიონმა 2010-11 წლების სეზონი "ნიუ ჯერსიში" გაატარა, სადაც, საშუალოდ, 11.4 ქულასა და 3.3 მოხსნას აგროვებდა.

"სრულად მაკმაყოფილებს თურქეთში თამაში და შეიძლება ითქვას, ბედნიერი ვარ აქ, მაგრამ ჩემი არჩევანია – NBA. შემდეგ სეზონს სწორედ იქ გავატარებ", - განაცხადა რუსი ჩოგბურთელის, მარია შარაპოვას საქმრომ.

ჯერი მწვრთნელობას აპირებს

"ატლანტა ჰოქსის" ვეტერანმა მცველმა ჯერი სტეკჰაუსმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ უნდა NBA-ს რომელიმე კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდეს.

"თანდათან ვემზადები ჩემი ცხოვრებისა და კარიერის ახალი ეტაპისთვის. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მთავარი მწვრთნელობა მსურს. მზად ვარ ვისწავლო, დრო დავხარჯო და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ერთ დღეს ამგვარი რამ მოხდეს", - ამბობს სტეკჰაუსი ერთ-ერთ ინტერვიუში.

პროფკავშირი ჰანტერებზე მუშაობს

"ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პროფკავშირის აღმასრულებელი დირექტორის, ბილი ჰანტერის ოჯახმა 2001 წლიდან მოყოლებული 4.8 მილიონი დოლარი მიიღო პროფკავშირებიდან", - წერს ამერიკული პრესა.

ჰანტერის ერთი ქალიშვილი და მისი საქმრო პროფკავშირში მუშაობენ; მეორე ქალიშვილი იურიდიულ ფირმაშია, რომელიც პროფკავშირებთან თანამშრომლობს; ხოლო ვაჟი ხელმძღვანელ თანამდებობაზეა კომპანიაში, რომელიც პროფკავშირისთვის სხვადასხვა პროექტს ამზადებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჰანტერმა მოითხოვა პროფკავშირის პრეზიდენტის, დერეკ ფიშერის განთავისუფლება, რადგან "ოკლაჰომას" მცველმა ორგანიზაციის მოღვაწეობის აუდიტორული შემოწმება მოითხოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა