მასპინძლების წინა ხაზმა დაჩაგრა "ფინიქსის" "მაღლები", დევინ ჰარისმა კი შესანიშნავად ითამაშა დაცვაში სტივ ნეშის წინააღმდეგ
გუშინდელი დღის ცენტრალური მატჩი სოლტ-ლეიკ-სიტიში გაიმართა. ამ შეხვედრაში ადგილობრივ "იუტასა" და "ფინიქსს" ერთმანეთში უნდა გაეთამაშებინათ დასავლეთში პლეი ოფის ბოლო საგზური. არიზონელებს მხოლოდ მოგება აწყობდათ, მაგრამ "სანზმა" ზედიზედ მერვედ ვერ შეძლო "ჯაზმენების" დამარცხება.

მასპინძლების წინა ხაზმა (დერიკ ფეივორსი და ელ ჯეფერსონი) დაჩაგრა "ფინიქსის" "მაღლები" - მარსინ გორტატი, მარკის მორისი და რობინ ლოპესი; დევინ ჰარისმა კი შესანიშნავად ითამაშა დაცვაში სტივ ნეშის წინააღმდეგ.

"იუტას" ზეწოლა ძალიან დიდი იყო და მასპინძლები თითქმის მთელი მატჩი წინ იყვნენ, თუმცა მეოთხე მეოთხედის დასაწყისში "სანზმა" მოახერხა 10-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილებაც და წინ გასვლაც. განსაკუთრებით მოინდომეს მაიკლ რედმა და სებასტიან ტელფეირმა.

მაგრამ აქ შეცდომა დაუშვა სტუმრების მწვრთნელმა ელვინ ჯენტრიმ, როცა ზედმეტად დააყოვნა სათადარიგოთა სკამზე სტივ ნეში. ის ენდო ტელფეირს, რომელმაც მოედანზე ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ შეცდომებს უმატა. "ფინიქსმა" თამაშის ტემპი დაკარგა და ამით "იუტამ" კარგად ისარგებლა. სტუმრებს მეტოქის 11:0 გაქცევა გამოეპარათ, რის შემდეგაც ელ ჯეფერსონმა, რომელსაც პლეი ოფის მატჩებში ბოლო შვიდი სეზონი არ უთამაშია, ზედიზედ რვა ქულით მოუსპო "სანზს" ყოველგვარი იმედი.

ამ მოგებით "იუტამ" გაინაღდა პლეი ოფის საგზური და მეშვიდე პოზიციაზე ასვლაც შეუძლია, თუმცა ამისთვის საჭიროა ბოლო მატჩის მოგება და თან "ნაგეტსის" ორი მარცხი. რაც შეეხება "ფინიქსს", მან სეზონი პლეი ოფის მიღმა დაასრულა და წინ გუნდს სრული გაურკვევლობა ელის.

არაფერი გასაკვირი არ იყო იმაში, რომ "მაიამიმ" ბოსტონში წააგო, თუმცა იმის გაცნობიერებაც რთულია, როგორ შეიძლება მხოლოდ 66 ქულა დააგროვო მაშინ, როცა თამაშიდან თითქმის 40-პროცენტიანი სიზუსტით ისვრი და ფარქვეშ ბრძოლაში გამარჯვებული გამოდიხარ (44-38). მაგრამ ამას აქვს ახსნა: "მაიამიმ" "დიდი ტრიოს" გარეშე 25 შეცდომა (სეზონის ანტირეკორდი) დაუშვა.

შეცდომები ბოსტონელებსაც ჰქონდათ. მაგალითად, პირსმა ექვსჯერ დაკარგა ბურთი და ათიდან მხოლოდ ორი ტყორცნა ჩააგდო. ამ პირობებში "სელტიქსის" საუკეთესო მოთამაშე 16 ქულით საშა პავლოვიჩი იყო. საინტერესოა ისიც, რომ მასპინძლებმა მეტოქის ფარზე მხოლოდ ოთხჯერ მოხსნეს ბურთი, ისიც სათადარიგო მოთამაშეებმა.

ატლანტა-კლიპერსი 109:102

23:28, 29:22, 33:22, 24:30

ა: ჯონსონი (28+7 მოხსნა), ტიგი (21), სმიტი (18+10 მოხსნა+5 პასი), უილიამსი (11).

კ: გრიფინი (36+8 მოხსნა), პოლი (34+5 მოხსნა+8 პასი).

ოკლაჰომა-საკრამენტო 118:110

35:40, 22:19, 25:27, 36:24

ო: დურანტი (32+9 მოხსნა), კუკი (19+5 მოხსნა), უესტბრუკი (13+8 მოხსნა+6 პასი), ფიშერი (11+5 პასი), სეფოლოშა (11), პერკინსი (10+5 მოხსნა).

ს: კაზინსი (32+7 მოხსნა), ტომპსონი (22+6 მოხსნა), აუთლო (20+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), ევანსი (18), ტომასი (11+5 მოხსნა+9 პასი).

ბოსტონი-მაიამი 78:66

10:17, 18:17, 22:16, 28:16

ბ: პავლოვიჩი (16), დენიელსი (13+5 მოხსნა).

მ: პიტმენი (12), ჯონსი (11+6 მოხსნა), ჰასლემი (6+13 მოხსნა).

გ. სტეიტი-ნიუ ორლეანი 81:83

22:21, 21:22, 21:18, 17:22

გ-ს: ტომპსონი (16), რაში (15), ტაილერი (13+8 მოხსნა), ჯენკინსი (10+5 მოხსნა+10 პასი).

ნ-ო: ბელინელი (23+3 ჩაჭრა), ლენდრი (14+6 მოხსნა), ეიონი (13+7 მოხსნა+4 დაფარება), ვასკესი (11+6 მოხსნა+7 პასი), ამინუ (8+11 მოხსნა).

იუტა-ფინიქსი 100:88

25:19, 24:23, 24:26, 27:20

ი: მილსეპი (26+15 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯეფერსონი (18+16 მოხსნა), ჰარისი (14), ფეივორსი (13+11 მოხსნა+5 დაფარება), ჰეივორდი (11+8 პასი).

ფ: რედი (15), დადლი (15+6 მოხსნა), ნეში (14+11 პასი), ბრაუნი (12+5 მოხსნა), უორიკი (12+5 მოხსნა), გორტატი (2+12 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა