მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მოკრივემ ღია ვარჯიში ჩაატარა პრესის წარმომადგენლებისთვის
მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მოკრივემ, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა 35 წლის ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა ღია ვარჯიში ჩაატარა პრესის წარმომადგენლებისთვის.

შეგახსენებთ, რომ მეივეზერი ემზადება 5 მაისს დანიშნული ბრძოლისთვის, რომელშიც ის პირველ საშუალო წონაში WBA-ს მსოფლიოს ჩემპიონს, 31 წლის პუერტორიკოელ მიგელ კოტოს შეხვდება. ამ ბრძოლას ლას ვეგასი უმასპინძლებს.

"არასოდეს ჩამოვწერ ხოლმე ჩემს მეტოქეს, ვიდრე მას რინგზე არ შევხვდები. ამჯერად მომიწია წონაში მომატება. პირველად ასეთი რამ 2007 წელს გავაკეთე. ეს არა მხოლოდ გამოწვევაა ჩემთვის, არამედ მცირე უპირატესობას აძლევს კოტოს, რადგან ის ამ წონაში კომფორტულად გრძნობს თავს.

ბევრი ამაში ხედავს კოტოს შანსს და იმის შესაძლებლობას, რომ პირველი მარცხი მომაყენოს კარიერაში. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ წონაში შემიძლია მისი დამარცხება.

კარგად ვიცი კოტოს პოტენციალი და მისი უპირატესობები რინგზე, მაგრამ 5 მაისს ეს უპირატესობა მას სარგებლობას არ მოუტანს. კრივის მოყვარულებო, მოემზადეთ - მე მას საჩემპიონო კვარცხლბეკიდან ჩამოვაგდებ", - განაცხადა ვარჯიშის დასრულების შემდეგ მეივეზერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად