ჩემპიონთა ლიგა. ნახევარფინალი. ბარსელონა-ჩელსი. სპეციალისტის კომენტარი
დღეს ყველაზე აქტუალური თემა ჩემპიონთა ლიგაა. ლონდონის "ჩელსიმ" "ბარსელონა" დაამარცხა, ფინალში გავიდა და 19 მაისს მიუნხენში "ბაიერნს" დაუპირისპირდება. თავის მხრივ, გერმანელებმა ნახევარფინალში მადრიდის "რეალს" ორრაუნდიან ბრძოლაში სძლიეს.

საკუთარი აზრის გამოთქმა და პროგნოზის გაკეთება ზაზა ზამთარაძეს ვთხოვეთ. ჩვენი საუბარი "რეალი"-"ბაიერნის" მატჩამდე შედგა.

"ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული - "ბარსელონაც" ყოველთვის ყველაფერს ვერ მოიგებდა. გამართლებაც იყო, ათი კაცით დარჩენილმა "ჩელსიმ" ხომ პირველი ტაიმის ბოლოს გაიტანა გოლი.

ლონდონელები თერთმეტი კაცითაც რომ ყოფილიყვნენ, თამაშის სიუჟეტი მაინც არ შეიცვლებოდა. როცა მთელი გუნდით იცავ თავს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს. "ჩელსი" "ბარსელონასთან" მატჩს საუკეთესო ფორმაში შეხვდა.

დი მატეოს ხელში "ჩელსი" უფრო ბრძოლისუნარიანი გუნდი გახდა, ლონდონელებს თითქოს სასიცოცხლო ძალა მოემატათ. დი მატეოზე, როგორც წარმატებულ მწვრთნელზე, ლაპარაკი ჯერ ნაადრევი მგონია.

ძალიან საინტერესო იქნება მოურინიოს და ჰაინკესის დუელი. მოურინიო ის მწვრთნელია, უფრო რომ შეუძლია კონკრეტული, გადამწყვეტი თამაშის მოგება. შესაბამისად, პროგნოზზე თუ მიდგა საქმე, უფრო მოურინიოს მხარეს ვარ.

"ბაიერნსაც" აქვს თავისი კოზირი: რობენმა და რიბერიმ შესაძლოა, ბუნდესლიგის რომელიმე მატჩი ჩააგდონ, მაგრამ ასეთი რანგის შეხვედრას ძლიერად ჩაატარებენ, "ბაიერნის" ძალა შეტევაშია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"