რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდნის კანდიდატი ნალჩიკის "სპარტაკის" ქართველების ბედი უცნობია
რუსულმა გამოცემა "სპორტს-ექსპრესმა" ნალჩიკის "სპარტაკში" არსებული ვითარება მიმოიხილა. მთავარი თემა იყო: ვინ დარჩება კლუბში, თუ ყაბარდოელები რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდებიან.

"სპარტაკის" დაქვეითება კი სავსებით რეალურია, რადგან 40 ტურის შემდეგ 30 ქულით ნალჩიკელები აუტსაიდერთა ტურნირშიც კი ბოლო ადგილზე იმყოფებიან და 13 ქულით ჩამორჩებიან გასავარდნთა ზონასთან ყველაზე ახლოს მყოფ "როსტოვს". ამხელა სხვაობის გაბათილება კი, სავარაუდოდ, "სპარტაკის" ძალებს აღემატება.

დასანანია, რომ ასეთ სავალალო მდგომარეობაში მყოფ გუნდში სამი ქართველი თამაშობს - ნახევარმცველები გუჯა რუხაია, ლევან გვაზავა და თავდამსხმელი დავით სირაძე.

თუმცა, გუნდის გავარდნის შემთხვევაში, სირაძე კლუბს დატოვებს. "სპორტს-ექსპრესმა" წერილში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელიც ახსენა.

ცხადია, ასეთ ვითარებაში ყველა თავის გადარჩენასა და გუნდიდან წასვლაზე ფიქრობს. აღმოჩნდა, რომ რუსეთში სეზონის დასრულების შემდეგ, ანუ მაისში, ნალჩიკელებთან კონტრაქტი შვიდ წამყვან მოთამაშეს უმთავრდება, მათ შორის, სირაძესაც.

დათომ კი მცირე ხნის წინ "ლელოსთან" განაცხადა, რომ გუნდის დატოვება სურს და კარიერას გერმანიაში სიამოვნებით გააგრძელებდა.

რა გადაწყვეტილებას მიიღებენ რუხაია და გვაზავა, ჯერ უცნობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო