არსენალმა ბრაგას 6:0 მოუგო, ექვსგოლიანი სხვაობით კი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში აქამდე არავის არავინ დაუმარცხებია..."
არსენალმა" "ბრაგას" 6:0 მოუგო, ექვსგოლიანი სხვაობით კი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში აქამდე არავის არავინ დაუმარცხებია. პორტუგალიის გუნდი ჩრდილო ლონდონელებმა ყველა პარამეტრით დაჩაგრეს. დამარცხებულთა მწვრთნელმა დომინგუშ პასიენციამ მატჩის შემდეგ განაცხადა ნეტავ თამაში პირველი ტაიმის შემდეგ დამთავრებულიყოო, გაზეთებმა კი მას "ემირეიტ სთედიუმზე" თავს დატეხილი კოშმარის რაც შეიძლება მალე დავიწყება ურჩიეს.

კოლეგისგან განსხვავებით "არსენალის" თავკაცი არსენ ვენგერი რასაკვირველია ბედნიერი იყო. ფრანგმა თქვა:

"ვფიქრობ, ასეთი თამაშის შემდეგ საკუთარი ძალა უნდა იგრძნო და ტონუსი შეინარჩუნო, თუმცა იმავდროულად მიწასაც არ უნდა მოწყდე, რადგან ღრუბლებში ფრენა ძალიან საშიშია. "ბრაგასთან" შეხვედრამ დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ ფანტაზიით აღსავსე ფეხბურთი, ვიყოთ ნებისმიერი მეტოქისავის საშიში და გოლებიც უხვად გავიტანოთ.

"არსენალს" ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია და ამის გამო ხალხმა ჩვენს ფეხბურთს ცოტა ეჭვის თვალით შეხედა, მაგრამ ხომ ხედავთ, განა მხოლოდ ვიგებთ, არამედ მაღალი ხარისხის ფეხბურთსაც ვაჩვენებთ.

პორტუგალიელებთან ზუსტად ისე ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა: უმაღლეს სისწრაფეზე, ტექნიკური თვალსაზრისით უნაკლოდ, სრული მობილიზებით, კოლექტიური სულისკვეთებითა და აღმაფრენით. "არსენალის" ფეხბურთი საერთოდაც ამ კომპონენტებზე გვაქვს დაფუძნებული. ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დროის დიდი მონაკვეთების განმავლობაში ამ თვისებების ჩვენება შევძელით".

თუმცა, მწვრთნელისგან განსხვავებით "მეთოფეთა" კაპიტანს სესკ ფაბრეგასს თამაშმა უკმაყოფილების გრძნობა დაუტოვა. როგორც გაირკვა ესპანელს "ბრაგას" კარში ორი გოლის გატანა არ ეყო - მესამეც უნდოდა.

"უკმაყოფილო იმიტომ ვარ, რომ გოლის გატანის ბევრი კარგი შესაძლებლობა მქონდა და ერთხელ მეკარესთან პირისპირაც შევედი - თქვა ფაბრეგასმა – მინდოდა ჰეთ-თრიკი შემესრულებინა. ეს ერთადერთი რამ არის რაც პროფესიულ ფეხბურთში არ გამიკეთებია და გული მწყდება. ჯამში კარგი თამაში კი იყო, მაგრამ ბოლო ათ წუთში მეტოქე წინააღმდეგობას ფაქტობრივად ვეღარ გვიწევდა და სწორედ მაშინ უნდა მოგვემატებინა.

მართალია, მანამდე ნამდვილად ორგანიზებულები ვიყავით, მაგრამ გუნდს ყურადღება ყოველთვის 90 წუთის განმავლობაში უნდა ჰქონდეს მოკრებილი. მოდუნება არ შეიძლება, რადგან იქნება სხვა თამაშიც, სადაც ყველაფერი შენთვის სასურველად შეიძლება არ დამთავრდეს".

ძალიან საინტერესო კი ის არის, რომ უკმაყოფილო ფაბრეგასით ვენგერი დარჩა ძალიან კმაყოფილი და თქვა, ის უკვე ახალ განზომილებაში გადავიდაო.

"დღეს სესკმა თანაგუნდელების თამაშზე საოცარი ზეგავლენა იქონია. საერთოდაც, ვფიქრობ, რომ ეს ფეხბურთელი უკვე სხვა განზომილებაში გადავიდა. ხალხს ავიწყდება, რომ ის მხოლოდდამხოლოდ 23 წლის არის. ამ ასაკში სხვა ბიჭები ასპარეზზე გამოსვლას იწყებენ, ფაბრეგასი კი გუნდის ჩამოყალიბებული ლიდერია და თან იმ გუნდისა, რომელიც იგებს.

მის მხარდამხარ თამაში ჩვენი კლუბის სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის დიდი საქმეა. ძალიან მომეწონა, რომ სესკი მარტო კი არ თამაშობდა, ველას აძლევდა პასს. ეს თვალნათლივ გვაჩვენებს თუ რას ესწრაფვის თავად ის და საით მიჰყავს გუნდი როგორც ლიდერს.

ვიცი, ბევრს ეეჭვებოდა, მაგრამ ფაქტია, სესკ ფაბრეგასს ძალიან უყვარს "არსენალი". მას აქ თამაში უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს და რაღა უნდა გინდოდეს მწვრთნელს ამაზე მეტი?"

"ბრაგასთან" შეხვედრაში ვენგერი ძალიან გაახარა იმანაც, რომ ფაბრეგასის მხარდამხარ შესანიშნავად ითამაშა ჯეკ უილშერმა.

"ამ ორი ფეხბურთელის შედარება ძალიან ძნელია, მაგრამ ორივე განსაკუთრებული ნიჭით გახლავთ დაჯილდოვებული".

[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი რაუნდი ესტონეთში გამარჯვებით დაიწყო
[VIDEO] კაბო-ვერდე ეძახე და ესპანეთს ფრე გაუგორა
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა