მსოფლიოს რაგბის ლეგენდამ სურვილი გამოთქვა, ინგლისის ნაკრების უკანა ხაზის მწვრთნელად იმუშაოს
მსოფლიოს რაგბის ლეგენდამ, ავსტრალიელმა დევიდ კემფიზმა სურვილი გამოთქვა, ინგლისის ნაკრების უკანა ხაზის მწვრთნელად იმუშაოს.

"ვოლაბების" გარემარბმა რაგბის თამაში 1996 წელს შეწყვიტა. მან ეროვნულ გუნდში 101 კეპი მოიხვეჭა და 64 ლელო გაიტანა. მას შემდეგ ის დირბანის "ნატალ შარქსისა" და ტონგას შვიდკაცა რაგბის ნაკრების მწვრთნელად მუშაობდა. ახლა კი მთელი გულით უნდა, ძალა უმაღლეს დონეზე მოსინჯოს.

"არ ვხუმრობ. მართლა ძალიან მინდა ინგლისის ნაკრებში ვიმუშავო. ვფიქრობ, ამ გუნდისთვის ბევრი სარგებლობის მოტანა შემიძლია. თავად განსაჯეთ, ხალხი იტყვის ხოლმე, ააა, იქ ხომ კემპოა. როგორც უნდა იყოს, ჩემი სახელი რაგბის სამყაროში ჯერ კიდევ რაღაცას ნიშნავს.

მინდა ინგლისელებს დავეხმარო, უკიდურეს შემთხვევაში, თუნდაც კონსულტანტის დონეზე" - თქვა დევიდ კემფიზმა.

მიუხედავად ამ განცხადებისა, ინგლისის ნაკრების უკანა ხაზის მწვრთნელობის ყველაზე რეალურ კანდიდატად "ოლ ბლექსის" ყოფილი მწვრთნელი უეინ სმიტი რჩება.

"პომების" მთავარი მწვრთნელი სტიუარტ ლანკასტერი ასისტენტის ვინაობას ივნისის ბოლოს, სამხრეთაფრიკული ტურნეს შემდეგ დაასახელებს. მანამდე კი, სავარაუდოდ, ამ პოზიციას დროებით "ლონდონ აირიშის" უკანა ხაზის მწვრთნელი მაიკ ქეთი დაიკავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა