ნიჭიერმა ნახევარმცველმა უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებში დებიუტი გოლით აღნიშნა!
უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებში ირაკლი მესხიას მზადების შესახებ ინფორმაცია იქ მოღვაწე ქართველმა მენეჯერმა გვაცნობა და ამ ქვეყნის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე დასტურიც ვნახეთ.

25 აპრილს კიევში უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებმა ნორვეგიასთან ამხანაგურად ითამაშა. შეკრებაზე კი, რომელიც 20 აპრილს დაიწყო, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ კუზნეცოვმა ქართველი შემტევი ნახევარმცველიც გამოიძახა - ის გუნდში ერთადერთი ახალწვეული იყო.

შეხვედრა 1:1 დასრულდა, უკრაინელთა ერთადერთი გოლი კი სწორედ მესხიამ გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და 72-ე წუთზე გოლიც გაიტანა, თუმცა ნორვეგიელებმა დამატებით დროში ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს.

"დებიუტანტის სიტყვა" - ასე დაასათაურა უკრაინის ფედერაციის პრესცენტრმა მატჩისადმი მიძღვნილი წერილი.

უკრაინელები ევრო 2012-ის ელიტრაუნდში გავიდნენ, სადაც ევროფინალის საგზურის ბედს ისრაელს, ირლანდიასა და პორტუგალიას შეეცილებიან.

მცირე ხნის წინ ვწერდით: კიევის "ობოლონის" შემტევმა ნახევარმცველმა თანაქალაქელ "არსენალთან" შეხვედრაში პრემიერლიგაში პირველი გოლი გაიტანა და საერთოდაც, სპეციალისტები მის გამოსვლას დადებითად აფასებდნენ (იხილეთ ვრცლად).

უკრაინული ინტერნეტ-გამოცემა "უა.ფუტბოლმა" რუბრიკაში "ვინ ითამაშებს ევრო 2012"-ზე, ქართველ ფეხბურთელზე ავანსი გასცა და გაფართოებულ სიაშიც დაასახელა.

ცხადია, მას უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოლეგ ბლოხინი ევროფორუმზე არ წაიყვანს, მაგრამ ინტერნეტ-გამოცემის ეს წერილი სასიამოვნო სიურპრიზი იყო და მეტყველებდა იმაზე, რომ ირაკლი საინტერესო ცენტრალური ნახევარმცველია.

მესხიამ "ობოლონში" უკვე 5 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასიც მიითვალა.

აქვე ერთი საინტერესო ამბავი: რამდენიმე წლის წინ ირაკლის გასინჯვა საქართველოს ერთ-ერთი ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელს სთხოვეს, მაგრამ მასზე დაკვირვება ზედმეტად ჩათვალა და საკლუბო კარიერა მაინც რომ აეწყო, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა უკრაინის მოქალაქეობის მიღება. ახლა კი უკრაინელები მესხიათი სერიოზულად დაინტერესდნენ.

"ობოლონის" ქართველი ფეხბურთელით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე კი იყო დაინტერესებული, მაგრამ უკვე ძნელი სათქმელია, მოხერხდება თუ არა მესხიას საქართველოს ნაკრებში გადმობირება.

აქვე კიდევ ორი სიახლე. პირველი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა, ოთარ კორღალიძემ გვითხრა: თუ ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველი დავით კოხია საქართველოს მოქალაქეობის მიღებას მოასწრებს, მაისში დაგეგმილ შეკრებაზე გამოიძახებს და ხორვატიაში ელიტრაუნდზე მოხვედრის შანსს მისცემს.

გეტყვით იმასაც, რომ გერმანიაში დაბადებულ-გაზრდილი "მიუნხენ 1860"-ის თავდამსხმელი ლუკა ჩხაიძე ახლახან ოჯახთან ერთად საქართველოში პირველად ჩამოვიდა. ის ქართველი ემიგრანტის, ვახტანგ ჩხაიძის შვილიშვილია და ისტორიული სამშობლოს გაცნობა სურდა.

ჩვენი ინფორმაციით, 17 წლის ჩხაიძე საქართველოს მოქალაქეობის მიღებას აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

c1klop
ეს რა ქართველობა როცა ქართველი ხარ და უკრინის ნაკრებით გამოდიხარ შეგირცხვეს ქართველობა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად