საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები ლონდონის ოლიმპიადაზე სრული გუნდით გამოვა
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებმა მეშვიდე ლიცენზიაც გაინაღდა, ანუ ლონდონის ოლიმპიადაზე სრული გუნდით გამოვა. ჩვენს ნაკრებს მეშვიდე საგზური ჩელიაბინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილმა (66) მოუპოვა.

ჩვენებური მეოთხედფინალშია გასული და ჯერ არც ტურნირი დამთავრებულა, თუმცა ლიცენზიის საკითხი უკვე გაირკვა, რადგან საგზურისთვის ბრძოლაში მისი მთავარი კონკურენტები უკვე გავარდნენ - შავდათუაშვილი ევროპული კვოტით იღებს საგზურს.

მეტოქეთაგან ჯერ ებრაელი გოლან პოლაცკი დამარცხდა სლოვენიელ ევროპის პრიზიორ როკ დრაკშიჩთან და შავდათუაშვილის ამბავიც იქ გაირკვა - ამით ებრაელი ვერც სანუგეშოში გადავიდა, ანუ მესამე ადგილზე გასვლის შანსიც დაკარგა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ვერც ქულათა მარაგს გაიზრდიდა და ვერც თანაგუნდელ იოსებ ფალელაშვილს (73) გადაუსწრებდა ქულებით.

საქმე ისაა, რომ ებრაელთაგან ევროპული კვოტით ლიცენზიას ფალელაშვილი იღებს, პოლაცკის კი მხოლოდ მასზე მეტი ქულის დაგროვება თუ უშველიდა.

მოგვიანებით დამარცხდა შავდათუაშვილის კიდევ ერთი კონკურენტი - ლატვიელი დენის კოზლოვსი და სანუგეშოში ვერც ის გადავიდა.

როგორც უნდა დაამთავროს შავდათუაშვილმა გამოსვლა ჩელიაბინსკში, ის საგზურს ევროპული კვოტით ყველა ვარიანტში მიიღებს - ახლა კოზლოვსსაც გადაუსწრებს ქულებით და რეგიონულ კვოტაში სულაც პირველი ნომერი გახდება.

მას საფრთხეს ვერც პარალელურად მიმდინარე სხვა კონტინენტების პირველობები შეუქმნის. სხვა კონტინენტებიდან 22-ში შესვლის შანსებს ამერიკელი ბრედფორდ ბოლენი და ავსტრალიელი სტივენ ბრაუნიც ინარჩუნებენ, მაგრამ 22-ში ბოლო სამ ადგილზე არაევროპელები არიან, ანუ ისინი იქიდან ევროპელებს ვერ გამოაგდებენ. აზიელთაგან 22-ის ახლოს ისეთი ქვეყნების წარმომადგენლები არიან, რომლებსაც უკვე ჰყავთ წარმომადგენლები სალიცენზიო ზონაში. ამდენად, შავდათუაშვილს საგზურს ვერავინ წაართმევს.

შავდათუაშვილმა პირველ წრეში გაფრთხილებებით სერიოზულ მეტოქეს მოუგო - სომეხ ევროპის ჩემპიონს, აგრეთვე, ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელ არმენ ნაზარიანს, ვისაც მერე ჩინებული იპონით უკრაინელი სიარჰეი დრებოტიც მიაყოლა.

მეოთხედფინალში ჩვენებურს ძლიერი მეტოქე ელოდება - რეიტინგსიის მეორე ნომერი, რუსთა ევროპის სამგზის მედალოსანი ალიმ გადანოვი.

მეოთხედფინალშია ამ წონაში ჩვენი მეორე წარმომადგენელი შალვა ქარდავაც. ცხადია, ისიც ინარჩუნებს საგზურის მოპოვების შანსს ასევე ევროპული კვოტით, მაგრამ ის ქულებით ჩამორჩება შავდათუაშვილს, ანუ მისი შანსი ცოტათი ნაკლებია. ქარდავამ რუსი კამილ ხან-მაგომნედოვი და აზერბაიჯანელი ტარლან კარიმოვი დაამარცხა, ახლა კი ფრანგ დავიდ ლაროსეს შეხვდება.

ნახევარფინალშია ამირან პაპინაშვილი (60) - სლოვენიელ მატიას ტრბოვიჩს, ებრაელ არტიომ არშანსკის და ჰოლანდიელ ჟეროომ მოორენს იპონებით მოუგო. მისი მომავალი მეტოქე რუსი ბესლან მუდრანოვია.

ნახევარფინალში გასასვლელად იბრძვის ბეთქილ შუკვანიც (60) - საამისოდ ძლიერ სომეხ ჰოვანეს დავთიანს უნდა მოუგოს. მანამდე კი რუსთა რობერტ მშვიდობაძეს ვაზარით, ხოლო ესტონელ ელნურ ალიევს იპონით მოუგო.

vaja
მაგარია
judo
shukvanma caago papina ibrdzvis mesamestvis qardavamac caago ;(
kkkkk
ჯიგარ! წარმატებები ბიჭებს.
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის