"ჩელსის" აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კლუბის ხელმძღვანელობა მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს დი მატეოს საკითხს

"ჩელსის" აღმასრულებელი დირექტორის, რეი გურლეის თქმით, კლუბის ხელმძღვანელობა მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს, რობერტო დი მატეოსთან თანამშრომლობას წერტილს დაუსვამს, თუ ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

შვეიცარიული წარმოშობის იტალიელი სპეციალისტის დანიშვნის შემდეგ ლონდონელებმა თამაშის ხარისხი კი გამოასწორეს, მაგრამ რამდენადაც უცნაური უნდა იყოს, ეს ცხრილში მათ მდგომარეობაზე არ ასახულა.

სამაგიეროდ, "ლურჯები" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, სადაც 19 მაისს "ალიანს არენაზე" "ბაიერნს" დაუპირისპირდებიან. "რობერტო მთავარი მწვრთნელობის მოვალეობების შემსრულებლად სეზონის ბოლომდე დაინიშნა. მის მუშაობას თამამად შეიძლება ვუწოდოთ შესანიშნავი, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ გეგმების შეცვლას არ ვაპირებთ. დაელოდეთ სეზონის დასრულებას და გაიგებთ, დარჩება თუ არა ის "ჩელსიში".

კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე ლაპარაკს ახლა ის გვირჩევნია, რომ უახლოეს მატჩებზე გავაკეთოთ კონცენტრირება," - განაცხადა გურლეიმ.

"დეილი მეილის" ინფორმაციით, "ჩელსის" 26 წლის კოტდივუარელ თავდამსხმელ სალომონ კალუს, "ტოტენჰემის" გარდა, კიდევ ერთი რეალური მთხოვნელი გამოუჩნდა. ლაპარაკია თურქულ "ბეშიქთაშზე", რომელიც ფეხბურთელს 4-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს. ტაბლოიდის მტკიცებით, სტამბულელები უკვე შეხვდნენ ფეხბურთელის აგენტს.

"ჩელსისთან" კალუს ხელშეკრულებას ვადა სეზონის დასრულებისთანავე ეწურება. ასე რომ, მსურველებს მისი გადაბირება უფასოდ შეეძლებათ. თავად "ჩელსი" ფეხბურთელს ახალ ხელშეკრულებას არ სთავაზობს, მაგრამ რომც შესთავაზოს, დიდი ალბათობით, უარს მიიღებს, რადგან კალუ სათამაშო პრაქტიკის სიმწირეს უჩივის. მიმდინარე სეზონში სალომონმა პრემიერლიგაში სულ 11 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

პრაქტიკა აკლია საფრანგეთის ნაკრების წევრ ფლორან მალუდასაც. 31 წლის ვეტერანმა ჩემპიონატში 22 შეხვედრა გამართა, მაგრამ აქედან 14-ჯერ შეცვლაზე ითამაშა. აქედან გამომდინარე, ფეხბურთელი "სტემფორდ ბრიჯიდან" წასვლას ფიქრობს, თუმცა ის იქამდე აპირებს მოცდას, ვიდრე მთავარი მწვრთნელის საკითხი არ გაირკვევა. კალუსი არ იყოს, ხელშეკრულება ფრანგსაც უმთავრდება.

"მიუხედავად იმისა, თუ რას ლაპარაკობდნენ, ჩემს ერთგულებას საფრანგეთის ნაკრების მიმართ მთელი კარიერის განმავლობაში ვამტკიცებდი და ჩემს იმედგაცრუებას საზღვარი არ ექნება, თუკი ევრო 2012-ზე ნაკრების განაცხადში ვერ მოვხვდები. შესარჩევ ეტაპზე ხშირად ვთამაშობდი, მაგრამ ახლა ყველაფერი ლორან ბლანის გადასაწყვეტია.

იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატზე მაინც ვითამაშებ. ამისთვის მზად ვარ," - განაცხადა ფეხბურთელმა "ეკიპთან" ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად