ლონდონის "არსენალმა" ჰოლანდიელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა
"არსენალმა" რობინ ვან პერსის ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ლონდონელები მზად არიან, ფეხბურთელს კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი ანაზღაურება, კვირაში 140 ათასი ფუნტი (171,45 ათასი ევრო) შესთავაზონ და ამით მოტივაცია გაუორმაგონ, რათა ჰოლანდიელმა სხვა კლუბში წასვლაზე არ იფიქროს.

ახალი ხელშეკრულება 2016 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში. არსენ ვენგერი იმედოვნებს, რომ ფეხბურთელი გადაწყვეტილებას 17 მაისამდე მიიღებს.

ეს ის დღეა, როცა ვან პერსი ჰოლანდიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე უნდა შეუერთდეს. "ყველაფერი სეზონის დამთავრების შემდეგ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატამდე უნდა გადაწყდეს," - დარწმუნებულია ვენგერი.

ასე რომ, ახლა ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთელზე ხდება დამოკიდებული. "ჩემი ოცნება ასრულდა. მინდა მადლობა ვუთხრა "არსენალს" იმისთვის, რომ მომცა შანსი, მეთამაშა ასეთ დიდ კლუბში.

"არსენალი" ჩემი მეორე სახლია ბოლო 8 წლის განმავლობაში. მადლობელი ვარ არსენ ვენგერისაც, რადგან მას არასოდეს დაუკარგავს ჩემი იმედი, მაშინაც კი, როცა რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებაში.

მისი დახმარების გარეშე ნამდვილად არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ," - განაცხადა ვან პერსიმ მას მერე, რაც კოლეგებმა ორიოდე დღის წინ ინგლისის წლის ფეხბურთელად დაასახელეს.

ჰოლანდიელი "არსენალის" ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელია, ვისაც მსგავსი პატივი ხვდა წილად. იქამდე "მეთოფეთაგან" საუკეთესოები იყვნენ ლაიამ ბრეიდი (1979), დენის ბერგკამპი (1998) და ტიერი ანრი (2003, 2004).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე