"ბაიერნმა" მომავალი სეზონისთვის მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ბრაზილიელი მცველი გადაიბირა
როგორც მოსალოდნელი იყო, მიუნხენის "ბაიერნმა" მომავალი სეზონისთვის მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ბრაზილიელი მცველი დანტე გადაიბირა.

28 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამ სეზონში "გლადბახის" დაცვის ბურჯი და ერთ-ერთი ლიდერია, რეკორდმაისტერთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ეს ინფორმაცია მიუნხენელებმა 26 აპრილს ოფიციალურად დაადასტურეს.

"ბაიერნი" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გრანდია, რომელში თამაშზე ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს. ეს ჩემს კარიერაში მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მიხარია, რომ მეძლევა შანსი, უმაღლეს დონეზე ვითამაშო. უკვე 28 წლის ვარ და ჩემთვის ცხადია, რომ კარიერის ერთ-ერთ უკანასკნელ კონტრაქტს ვაფორმებ. იმედია, "გლადბახის" გულშემატკივრები არ გამინაწყენდებიან," - განუცხადა დანტემ "ბილდს".

მიონხენგლადბახელთა მენეჯერის, მაქს ებერლის თქმით, მას ბოლო წუთამდე ჰქონდა იმედი, რომ დანტე "ბაიერნში" გადასვლაზე უარს იტყოდა.

"ბილდის" ცნობით, "გლადბახი" ბრაზილიელი მცველის სანაცვლოდ "ბაიერნისგან" 4.7 მილიონ ევროს მიიღებს. მართალია, დანტეს ფასი თითქმის ორჯერ მეტია, მაგრამ მის კონტრაქტში ჩადებული იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის ზაფხულში ბრაზილიელს "ბორუსიას" დატოვება სწორედ 4.7 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლო.

ებერლმა დანტე გააკრიტიკა კიდეც - იმის ნაცვლად, რომ "გლადბახთან" ერთად ისტორია დაეწერა, "ბაიერნში" მიდის, სადაც ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ვერავინ მისცემს.

თავად დანტე კი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას უდიდესი როლი ითამაშა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატმა - ბრაზილიელს იმედი აქვს, რომ ბაიერნელობა მუნდიალზე თამაშის შანსს მისცემს.

გუშინვე "ბაიერნის" ოფიციალურ ვებგვერდზე საბოლოოდ დადასტურდა მეორე ტრანსფერიც: 32 წლის ხორვატი თავდამსხმელი ივიცა ოლიჩი რეკორდმაისტერთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს და ზაფხულიდან კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს.

ოლიჩი "მგლებთან" ორწლიან ხელშეკრულებას აფორმებს და უხარია, რომ იმ გუნდში ითამაშებს, რომელსაც ფელიქს მაგათი წვრთნის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა