მომავალ ყრილობაზე ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტებად პირველი ლიგის კლუბებსაც აღიარებენ
26 აპრილს გამართულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მრავალი საკითხი განიხილეს.

პირველი გადაწყვეტილება ისაა, რომ ფედერაციის 21-ე საანგარიშო (და არა საარჩევნო) ყრილობა 5 ივნისს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" ან "რედისონში" გაიმართება.

აღმასკომზე დიდხანს ილაპარაკეს ეროვნული ჩემპიონატის ავ-კარგზე. შარშან გარიგებებში მონაწილე მოთამაშეთა ხუთეულის გამოვლენისა და მათი დასჯის შემდეგ ფედერაციის თავკაცები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ. ახლა ყველა მიხვდება, სად გადის აკრძალულის ზღვარიო და მიაჩნდათ, რომ პრობლემები გადაჭრეს.

მაგრამ კმაყოფილება ნაადრევი გამოდგა. მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში, განსაკუთრებით კი, მეორე წრის დასკვნით ეტაპზე, მსაჯობასა და მსაჯთა კორპუსთან დაკავშირებული პრეტენზიები გახშირდა.

ბოლო ტურებში კი მონასტერი სულაც აირია და მსაჯობით კლუბებისა და გულშემატკივრების უკმაყოფილება იზრდებოდა. თუმცა ზოგან დაუკრეფავში გადადიოდნენ. მაგალითად, ზუგდიდში, "დინამოსთან" შეხვედრის შემდეგ, მსაჯები სცემეს, მაგრამ აღმასკომზე ამაზე არ უმსჯელიათ, რაც გაოცებას იწვევს.

თუმცა ეს ფაქტი მაინც ვერ გააბათილებს ზოგად სურათს, მსაჯობაში პრობლემები მართლაც არის. მაგალითად, "გაგრა" გორის "დილასთან" ორივე სათასო შეხვედრაში დაჩაგრა მეტოქემ, მაგრამ მსაჯებმა თავისი წილი წიხლიც ჩაარტყეს.

მსაჯობით აღშფოთებულმა კლუბებმა აპრილში ფედერაციაში 16 წერილობითი პრეტენზია შეიტანეს, სადაც მსაჯების კონკრეტული გადაწყვეტილებების შესწავლას, განხილვას, ზოგადად დახმარებას და შავფორმიანების უნამუსობისგან დაცვას ითხოვდნენ.

ფეხბურთის ფედერაციამ ვითარება საგანგაშოდ მიიჩნია და ჩემპიონატის ღირსეულად ჩამთავრებისთვის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა განყოფილების უფროსს ლევან ფანიაშვილსა და მის მოადგილეს მერაბ მალაღურაძეს უფლებები შეუჩერა. განყოფილების ფუნქციები კი დროებით სფფ-ის საგანგებო კომიტეტმა შეითავსა (თავმჯდომარე სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, წევრები - გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და ვიცე-პრეზიდენტები - ალექსანდრე ჩივაძე და გია ფირცხალავა).

სხვათა შორის, "გაგრა"-"დილას" პირველ შეხვედრაში მსაჯით უკმაყოფილებას ტრიბუნაზე განცალკევებით მჯდომი ფანიაშვილიც ვერ მალავდა, რომელიც ყველაზე მეტად დაისაჯა. არადა, ბევრისგან განსხვავებით, მას საფეხბურთო სამყარო წესიერ პიროვნებად იცნობს.

გადაწყდა, რომ უახლოეს კვირაში შეიქმნება და დაკომპლექტდება სპეციალური კომისია, რომელსაც სერგო კვარაცხელია უხელმძღვანელებს, რომელიც სამსაჯო კომიტეტს კურატორობდა. კომისია ყველა პრეტენზიას შეისწავლის და გადაწყვეტილებებს მიიღებს. თუმცა, იმ ანეკდოტის არ იყოს, მიხომ მრავალი ენა რომ იცის და ვერ იყენებს; დაზარალებულ კლუბებს რა ხეირი? უსამართლო გადაწყვეტილებებით წართმეულ ქულებს მათ არავინ დაუბრუნებს.

ეროვნული ჩემპიონატის გათამაშების სისტემაზე ზვიად სიჭინავამ თქვა, რომ 5 ივნისს დაგეგმილ ყრილობაზე უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების წარმომადგენლების აზრსაც მოისმენენ, მომდევნო სეზონში როგორი ფორმატი აჯობებს. მან აღიარა, რომ ფედერაციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც რვიანებად დაყოფისას პლეი აუტში მოხვედრილ კლუბებს ქულები დააკლო. მაგრამ აღარ დაუკონკრეტებია, უმაღლესი ლიგის აუტსაიდერებსა და პირველი ლიგის ლიდერებს ქულებს როგორ შეუნარჩუნებდა.

და რაც მთავარია: მომდევნო სეზონში ეროვნულ ჩემპიონატში გუნდების რაოდენობა არ გაიზრდება. მიზეზად კი სიჭინავამ გუნდების არასათანადო ფინანსური უზრუნველყოფა დაასახელა - 12 კლუბიდან მხოლოდ 9 არის მეტ-ნაკლებად კარგ მდგომარეობაში, დანარჩენებს კი უჭირთო. აქვე ითქვა, რომ მომავალი სეზონისთვის ლიცენზირების მოთხოვნები მკაცრდება. თუ უმაღლესი ლიგის კლუბები კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებენ, არაა გამორიცხული, სეზონი მინუს ქულებით დაიწყონ.

"სახელმწიფო სტრუქტურების დახმარებით, კიდევ ხუთ სტადიონზეა დაგეგმილი მოედნების დაგება და სადრენაჟო სისტემების შეცვლა. სექტემბრისთვის განახლდება ლანჩხუთის "გურიისა" და თელავის სტადიონები. ზუგდიდში დაიწყო ახალი არენის მშენებლობა, ხაშურში კი - რეაბილიტაცია.

ხაშურში, ალბათ, ცხინვალის "სპარტაკი" ითამაშებს. ეს საკითხი საქართველოს პრემიერმინისტრ ნიკა გილაურისა და ქვეყნის მთავრობის დონეზეა გადაწყვეტილი. მშენებლობაში აქტიურად ჩაერთვებიან რეგიონის ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

ჩემი დიდი სურვილია, გუნდი კახეთსაც ჰყავდეს. ამ რეგიონის ფედერაციას ვთხოვდი, საამისოდ ყველაფერი გააკეთოს", - თქვა სიჭინავამ.

აღმასკომმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რაც ჩრდილში მოექცა - მომავალ ყრილობაზე ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტებად პირველი ლიგის კლუბებსაც აღიარებენ. ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის პირველ წლებში ასეც იყო, მაგრამ შემდგომ დელეგატებზე მანიპულირების გასაიოლებლად და არასასურველი კანდიდატების ბრძოლიდან ჩამოსაშორებლად დაბალი ლიგის გუნდებს ხმები ჩამოართვეს.

არადა, ყველაზე მეტ პრობლემას დაბალ ლიგებში აწყდებიან და სასურველი იქნება, იგივე უფლებას რეგიონული ლიგის კლუბებიც თუ მიიღებენ.

ფიფაში არიან უმაღლესი და დაბალი რანგის ქვეყნები, მაგრამ კონგრესზე ყველა თანაბრად, ერთი ხმით არის წარდგენილი. რანგის გამო საქართველოსთვის ხმის წართმევაც თავში აზრად არავის მოსვლია.

ასე რომ, აჯობებს, სამართლიანობაზე ზრუნვა საკუთარი საფეხბურთო ოჯახიდან დავიწყოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

განელი შამანი: მთლად გულის სიღრმეში ძლიერ მიყვარს პუტინი - რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნისათვის ყველაფერს გავაკეთებ
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს