ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი. სპეციალისტის აზრი
ჩემპიონთა ლიგის ორივე ნახევარფინალი ძალიან დრამატული გამოდგა. 25 აპრილს "რეალი"-"ბაიერნი" იყო და, რა თქმა უნდა, მთელი საფეხბურთო მილეთი ახლა ამ თამაშზე ლაპარაკობს.

ისეთი შეხლა იყო, საკამათო და სამასლაათო ბევრი გააჩინა. ასეთ თამაშს ყველა უყურებს - ზოგი ქომაგობს, ზოგი რაღაცას სწავლობს, ზოგი კი, უბრალოდ, სიამოვნებას იღებს.

სპეციალისტები კი, ალბათ, განსაკუთრებულად, სულ სხვანაირად ჭვრეტენ ასეთი რანგის თამაშებს...

არჩილ არველაძე, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, A კატეგორიის მწვრთნელი:

"ამ შეხვედრამ ერთხელაც დაგვანახა, თუ რამდენად დიდი გუნდია "ბაიერნი". "რეალთან" დადებითი ბალანსი აქვს და ისეთ "რეალს" ეთამაშა წარმატებით, რომელიც ახლა ძალიან ძლიერია.

მეგონა, მადრიდელები გავიდოდნენ ფინალში, რადგან ყველა რგოლში კარგად დაბალანსებული, ძალიან შეკრული გუნდი ჰყავთ. ასეთი ძლიერი "რეალი" კარგა ხანია, არ მინახავს.

ვფიქრობ, "რეალსაც" იგივე პრობლემა აქვს, რაც "ბარსელონას" - ზედმიწევნით კონცენტრირებულია შეტევაზე. ყველა გუნდთან შემტევ ფეხბურთს თამაშობს და როცა უკვე აქეთ შეუტევენ, დაცვაში მოისუსტებს.

ძნელია იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელსაც რიბერი და რობენი ჰყავს. "რეალი" 2:0-ს იგებდა, მაგრამ "ბაიერნი" თითქმის ყოველ ხუთ წუთში შეტევაში რაღაც საინტერესოს აკეთებდა და დაგვანახა, რომ ადვილად არაფერს დათმობდა.

"ბაიერნმა" ახალი არაფერი დაგვანახა. გომესი ისეთი სტილის ფორვარდია, ჩემს გემოვნებაში რომ ვერ ჯდება, მაგრამ ის მაინც ძალიან ძლიერ თავდამსხმელად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ "რეალთან" საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა.

"ბაიერნის" ნახევარდაცვამ არაჩვეულებრივად ითამაშა. ერთი არასწორი პასი არ გაუკეთებიათ გერმანელ შუახაზელებს. ნახევარდაცვა, ლამი და ნოიერი - ეს უნაკლო მექანიზმი იყო".

სხვა კომენტარები

რამაზ მუმლაძე: ფილიპ ლამი მსოფლიოს საუკეთესო განაპირა მცველია!

კახა კაჭარავა: ამ სეზონშიც საუკეთესო მაინც ლიონელ მესია!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა
მომისმინე ბრატ... 1. "ძაღლი სახლში არ ვარგოდაო..." ეს არის გამონათქვამი. 2. ზუსტად ამათი ბრალია დღევანდელი ქართული ფეხბურთის სავალალო დგომარეობა. 3. და ყველაზე მთავარი ადამიანის შეურაცხოფა მითუმეტეს ჩატებში, ფორუმებზე არაა მთლად კაი საქციელი. მიხარია თუ ვინმეს ჩემზე მაგრა ეყვარება საქართველო და ყველაფერი ნამდვილი ქართული. გაიხარე
zaali
ნიკა, ოოო ეს უკვე მისაღებია და "არა ძაღლი სახლში არ ვარგოდაო..." ასეთი შეურაცმყოფელი კომენტარები. სხვა გუნდების დედაც ვატირე ქართულ გუნდებთა და ნაკრებთან შედარებით. არც მე ვარ შენზე ნაკლები გულშემატკივარი, მაგრამ შენ თემა სხვაგან გადაიტანე უცებ და ამაზე ასაუბარი. ასე არ ვარგა ბრატ.
ნიკა
შეურაცხოფას გაგიტარებ... "სუფთა ბოღმიანი კაცის კომენტარია, სხვა სახელი ამას არა აქვს." უყურე და "უბალეშიკე" სხვის გუნდებს და ნაკრებებს... და მე ჩემი ნაკრების და ჩემი ქართული გუნდების წარუმატებლობაზე დავიბოღმები...
zaali
უსახელო, სუფთა, ფინია ხარ მაგ სიტყვების შემდეგ. კაცს შეეკითხენ კონკრეტულ გუნდებზე და პასუხობს, რა შუაშია აქ ქართული ფეხბურთის თემა. სუფთა ბოღმიანი კაცის კომენტარია, სხვა სახელი ამას არა აქვს.
ნიკა
"ძაღლი სახლში არ ვარგოდაო..." ჩვენ რა გვეშველება ქართულ ფეხბურთს ის თქვით. სულ რო გაიძახით პრობლემა "სხვაგანააო" ბოლოსდაბოლოს თქვით თქვეკაიადამიანებო სადაა პრობლემა, თორე ბარსელონას და რეალის "პრობლემებს" ნეტა ასეთი პრობლემა ყველა ქართულ გუნდს ქონდეს, უთქვენოთაც მოაგვარებენ....
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად