შეინ ვილიამსი ყველაფერს აკეთებს, რათა მისმა მოგვარემ, მარტინ ვილიამსმა ეროვნულ ნაკრებში მე-100 კეპი მოიხვეჭოს
უელსის ნაკრების ყოფილი გარემარბი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე შეინ ვილიამსი ყველაფერს აკეთებს, რათა მისმა მოგვარემ, მარტინ ვილიამსმა ეროვნულ ნაკრებში მე-100 კეპი მოიხვეჭოს.

შეინ ვილიამსი ივნისის დასაწყისში კარდიფში, "მილენიუმზე", "ბარბარისების" შემადგენლობაში თავისი ქვეყნის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მას მიაჩნია, რომ მარტინი იმსახურებს, ითამაშოს უელსის ნაკრებში და "ასიანთა კლუბს" შეუერთდეს, რომელშიც უკვე არიან სტივენ ჯოუნზი და გარეთ ტომასი.

ეს კი უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტის, რობ ჰოულის გადასაწყვეტია, ვინაიდან "წითელი ურჩხულების" თავკაცი უორენ გეთლენდი ახალ ზელანდიაში შვებულებისას ავტოკატასტროფაში მოხვდა და დაშავებულია. სანამ ის მკურნალობს, ივნისის ტესტებზე გუნდს სწორედ ჰოული უხელმძღვანელებს.

"ძალიან კარგი იქნება, მარტინი ნაკრებში მე-100 კეპს თუ მოიხვეჭს. განა ასე არ არის? წარმომიდგენია, მე რომ 99 კეპი მქონდეს, რა განწყობა მექნებოდა. ერთი თამაში რა ბედენაა. მან უელსურ რაგბის უდიდესი სამსახური გაუწია. დარწმუნებული ვარ, უელსური რაგბის თემში ძალიან ბევრი დამეთანხმება.

აღსრულდება თუ არა ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა, ახლა რობ ჰოულიზეა დამოკიდებული. მან უნდა გადაწყვიტოს, ჩაიწერება თუ არა კიდევ ერთი შესანიშნავი ფურცელი უელსური რაგბის ისტორიაში" - თქვა შეინ ვილიამსმა.

შეგახსენებთ, რომ თავის 99-ე მატჩში მარტინ ვილიამსმა უელსის ნაკრებს არგენტინის ეროვნულ გუნდთან უკაპიტნა.

გამარჯვების მიუხედავად, 36 წლის მარტინი ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასზე ვერ მოხვდა. გეთლენდმა ის 30-კაციან განაცხადში არ შეიყვანა.

ამჯერად მდგომარეობა ასეთია - უელსელთა ამჟამინდელი კაპიტანი სემ ვერბარტონი ტრავმირებულია და, როგორც ჩანს, ივნისის ტესტებზე ვერ ითამაშებს. მის ადგილს ძირითად შემადგენლობაში, სავარაუდოდ, ჯასტინ ტიპურიჩი დაიკავებს.

მისი დუბლიორის ვინაობა კი ჯერ გაურკვეველია. ასე რომ, გამორიცხული არ არის, ნაკრებში მარტინ ვილიამსი მართლაც იხმონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე