ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი საბოლოო გადაწყვეტილებას, დათანხმდეს თუ არა ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტობას, ათ დღეში მიიღებს
ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი უეინ სმიტი საბოლოო გადაწყვეტილებას, დათანხმდეს თუ არა ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტობას, ათ დღეში მიიღებს.

ინგლისელთა თავკაცმა სტიუარტ ლანკასტერმა სმითს დროულად პასუხის გაცემა მოსთხოვა, რადგან ამ პოზიციაზე მომუშავე მწვრთნელმა ენდი ფარელმა არჩევანი კლუბის სასარგებლოდ გააკეთა. წესით, ივნისის ტესტებზე ლანკასტერს "ლონდონ აირიშის" მწვრთნელი მაიკ ქეთი უნდა დახმარებოდა, თუმცა "პომების" თავკაცმა გადაწყვიტა, სმიტს მომავალ უქმეებზე შეხვდეს და ყოველივე დეტალურად განიხილოს.

შეგახსენებთ, რომ სმიტს ამჟამად ახალზელანდიურ "ვაიკატოსთან" აკავშირებს ორწლიანი კონტრაქტი, თუმცა ხელშეკრულების მიხედვით, მას გუნდის დატოვება ზე რაგბის წლევანდელი სეზონის დასრულებისთანავე შეუძლია.

"რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრება მაქვს, რომელზეც უახლოესი ათი დღის განმავლობაში უნდა ვიფიქრო. ძალიან მომწონს მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა. ამ პოზიციაზე თავს მუდამ კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ ისიც კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ინგლისის ნაკრების თავკაცობას არავინ შემომთავაზებს. ასეც უნდა იყოს. ვერ წარმომიდგენია "ოლ ბლექსი", რომელსაც უცხოელი მწვრთნელი ხელმძღვანელობს. აბსოლუტურად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ინგლისის ნაკრებს ინგლისელი უნდა ხელმძღვანელობდეს.

ამასთან ერთად, არსებობს მეორე პრობლემაც. ბოლო წლები ახალი ზელანდიის რაგბის შევალიე. არ ვიცი, თავს როგორ ვიგრძნობ იმ დროს, როცა "ოლ ბლექსის" დასამარცხებლად სხვა ქვეყნის გუნდის მომზადება მომიწევს.

ინგლისის ნაკრები ხომ ჩვეულებრივი გუნდი არ არის. "პომების" მიზანი მსოფლიოს თასის მოპოვებაა და საამისოდ მას შესაძლოა, ახალი ზელანდიის ნაკრების დამარცხებაც დასჭირდეს. ამიტომ უნდა საკუთარ თავში გავერკვე, მინდა თუ არა ამაში ჩემი წვლილი შევიტანო" - თქვა უეინ სმიტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა