ატლანტელები მზად არიან, NBA-ს ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჩემპიონატიდან გამოთიშონ
NBA-ს რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა, რომლის ბოლო 7 მატჩი ქართველმა ცენტრმა გამოტოვა.

ზაზა ფაჩულიამ 13 აპრილს, "ორლანდოსთან" მატჩში, ფეხი ამოიბრუნა და მას შემდეგ აღარ უთამაშია. ტრავმა მძიმე არ არის და სავარაუდოდ, ფაჩულია უკვე სრულ საბრძოლო ფორმაშია, მაგრამ ატლანტელთა ხელმძღვანელობამ აღარ აიტკივა აუტკივარი თავი, მოახლოებული პლეი ოფის წინ გუნდის ყველაზე მებრძოლი მოთამაშე დაასვენა: ზაზა "ბოსტონთან" მეოთხედფინალურ ჯახს განტვირთული, ახალი ენერგიით ხვდება.

რეგულარულის ბოლო მატჩში ატლანტელებმა მოქმედი ჩემპიონი "დალასი" 106:89 დაამარცხეს, მაგრამ ამ შეხვედრაზე მეტად უკვე "ბოსტონთან" ბრძოლაზე ფიქრობენ. წინ მართლაც მაგარი ჯახია.

ატლანტელები მზად არიან, NBA-ს ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჩემპიონატიდან გამოთიშონ. ამის შანსი ფაჩულიას გუნდს გასულ წლებში ორჯერ ჰქონდა, თუმცა ორჯერვე სერია ფიცხელ ბრძოლაში დათმო. ფაჩულიას კი წინ არაერთი შეხვედრა ელის ყველაზე პრინციპულ მეტოქე კევინ გარნეტთან, რომელთანაც მოედანზე ჩხუბი უკვე ორჯერ მოასწრო.

ფაჩულიამ რეგულარულ სეზონში 58 მატჩში მიიღო მონაწილეობა და, საშუალოდ, 28,18 წუთს თამაშობდა. მისი მონაგარი მატჩში, საშუალოდ, 7,8 ქულა, 7,9 მოხსნა, 1,4 პასი, 1 ჩაჭრა, 0,5 დაფარება და 1,4 დაკარგვაა. ზაზა ორქულიანებს 46,6-პროცენტიანი სიზუსტით ესროდა, საჯარიმოებს კი - 74,1-ით.

ფაჩულიამ ამ სეზონში 11 ორმაგი დუბლი შეასრულა და დაამყარა რამდენიმე პირადი რეკორდი: 20 მოხსნა, 7 პასი, 4 ჩაჭრა.

ზაზამ ითამაშა თავისი კარიერის ყველაზე ხანგრძლივი მატჩი. "იუტასთან" 4-ოვერტაიმიან შეხვედრაში მოედანზე 54 წუთისა და 10 წამის განმავლობაში იმყოფებოდა.

"ატლანტა"-"ბოსტონის" წყვილში მოედნის უპირატესობა "სელტიქსს" აქვს. მეოთხედფინალური სერია, რომელიც 4 მოგებამდე გაგრძელდება, ჩვენი დროით 30 აპრილს, გამთენიისას დაიწყება. პირველ 2 მატჩს "ატლანტა" მასპინძლობს.

აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო 8 გუნდი

1. ჩიკაგო

2. მაიამი

3. ინდიანა

4. ბოსტონი

5. ატლანტა

6. ორლანდო

7. ნიუ იორკი

8. ფილადელფია

პლეი ოფში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ბოსტონი - ატლანტა

ჩიკაგო - ფილადელფია

მაიამი - ნიუ იორკი

ორლანდო - ინდიანა

gbf.ge

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო