ხმები გამართლდა - "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა
ხმები გამართლდა - "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა კატალონიურ გუნდს სეზონის დასრულებისთანავე დაემშვიდობება.

ამის შესახებ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე "ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა განაცხადა.

41 წლის სპეციალისტის კონტრაქტის ვადა ივნისში იწურება. ხანგრძლივი ორჭოფობის შემდეგ გვარდიოლამ მისი გახანგრძლივება გადაიფიქრა.

"გმადლობ, პეპ, იმ სიხარულისთვის, რომელიც ჩვენ და "ბარსელონას" ყველა გულშემატკივარს მოგვანიჭეთ. გმადლობთ იმ იდეალური ფეხბურთისთვის, რომელიც, ალბათ, აღარასდროს განმეორდება", - თქვა როსელმა.

კატალონიურ გრანდში გვარდიოლას შესაძლო შემცვლელებად ლონდონის "ჩელსის" ყოფილი დამრიგებელი, პორტუგალიელი ანდრე ვილაშ-ბოაში და საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი, ასევე, ბილბაოს "ატლეტიკის" თავკაცი მარსელო ბიელსა, ბერძნული "ოლიმპიაკოსის" მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე და იტალიური "რომას" თავკაცი ლუის ენრიკე სახელდებიან.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლამ "ბარსელონას" მთავარი გუნდი 2008 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით კატალონიელებმა ესპანეთის ჩემპიონატი სამჯერ (2009. 2010 და 2011 წლებში), ჩემპიონთა ლიგა ორჯერ (2009 და 2011 წლებში), მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ორჯერ (2009 და 2011 წლებში) მოიგეს. სულ კი პეპის ხელში კლუბმა 13 ტიტული მოიპოვა.

თემასთან დაკავშირებით

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ახალი სეზონიდან ტიტო ვილანოვა იქნება

ხოსეპ გვარდიოლა: სწორად ვიქცევი, "ბარსელონადან" რომ მივდივარ!

რატომ ტიტო ვილანოვა?

ლიონელ მესი: ხოსეპ გვარდიოლას პრესკონფერენციაზე მისვლა ვერ გავბედე

giorgi
მე მგონი პეპე ერთი წლით დაისვენებს და დაბრუნდება,ალბათ იმიტომაც არ დაიწყეს ახალი ვინმე "განსაკუთრებულის"ძებნა და მის დამხმარეს ჩააბარეს გუნდი. თუ ის "დიდ ჰონორარებს"გამოეკიდა სადმე ჩელსში თუ მანჩესტერში საერთოდ დაკარგავს ავტორიტეტს პირველ რიგში კატალონიაში ამას არავინ აპატიებს,ფიგუ გაიხსენეთ თავის ღორის თავით.
giorgi
გვარდიოლამ ბარსელონას 13 კი არა ჯერ-ჯერობით 13 ტიტული მოაგებინა მე-14 ალბათ ესპანეთის თასი იქნება რომლის ფინალშიც ბარსა ბილბაოს ატლეტიკს შეხვდება მაისის თვეში,პეპე ივნისში მიდის.
shota
ერთი მაგასაც ვნახავ უკეთეს გუნდს სად ნახავს ბარას გული რაიკარდმა შექმნა მალე გაირკვევა რისი მაქნისია ყველგან მესი ჩავი,და ინესტა არ ეყოლება
zazaji
დიდი მადლობა პეპ! 20 წელზე მეტია ფეხბურთს ვუყურებ და ასეთი გუნდი მე არ მახსოვს. ბედნიერი ვარ იმით, რომ მომეცა საშუალება ამ ბარსასთვის მეყურებინა და დავტკბარიყავი სანახაობით. ერთი ლამაზი ეპოქა დამთავრდა ფეხბურთის ისტორიაში.
სენაკელი
მე მჯერა, რომ პეპ გვარდიოლა რამოდენიმე წლის შემდეგ კვლავ დაუბრუნდება ბარსას
სენაკელი
მართალი ხარ ნინი. ბარსას ამ ფორმაციის გუნდი დარჩება როგორც მისაბაძი მაგალითი თუ როგორ უნდა ითამაშო ფეხბურთი - ლაღი, შემტევი, სწრაფი, ლამაზი და კომბინაციური. ეს გუნდი თამაშობდა და ჯერაც თამაშობს სუპერფეხბურთს, რომელიც ალბათყველა დამეთანხმება მთელს ფეხბურთის ისტორიაშიც კი ძალიან ძნელად მოსაძებნია. თანაც პეპ გვარდიოლა იშვიათი მწვრთნელთაგანი იყო რომელმაც გუნდში იდეალური მეგობრული ატმოსფერო შექმნა, თვითონაც ეტყობა საკმაოდ უბრალო პიროვნებაა წარმატებები თავში არ ავარდნია და ზოგიერთივით "განუმეორებელი" და "განსაკუთრებული" ვარო არ უძახია
nini
ცრემლები მომერია იმოტომაც, რომ საქართველოში ასეთი მწვრთნელი ჰორიზონტზეც არა ჩანს, ყველა დღევანდელი კვერცხითაა კმაყოფილი, ფეხბურთელის აღზრდაზე და ნიჭიერი ფეხბურთელის წარმატებულ კარიერაზე ორიენტირებული ადამიანები დღეს ფეხბურთში აღარ არიან! ბარსას ეს გუნდი საუკუნეების მანძილზე დარჩება როგორც მსოფლიო ფეხბურთის კლასიკა!
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა