სად გააგრძელებს გვარდიოლა სამწვრთნელო კარიერას
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, რომელმაც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.

ამასთან, პეპმა უპასუხა მთავარ შეკითხვას - სად გააგრძელებს სამწვრთნელო კარიერას.

"ოთხი წელი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე - ეს მართლა მარადიულობაა. სრულიად ღონემიხდილი ვარ და ძალების აღდგენა მჭირდება.

მოთხოვნები ძალზე მაღალია, მწვრთნელი კი ყოველთვის ძლიერი უნდა იყოს.

ვიცი, რომ "ბარსელონაში" მუშაობა დიდი პრივილეგიაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სწორი ნაბიჯი გადავდგი. ახლა დრო მჭირდება, რათა ის ჟინი დავიბრუნო, რომელიც ამ კლუბში მუშაობის პირველ წელს მქონდა.

მე "ბარსელონას" კმაყოფილების შეგრძნებით ვტოვებ და ამას ამაყად ვაცხადებ, მიუხედავად იმისა, რომ ახლახან ორ ტურნირში ხელი მოგვეცარა.

ამ წუთში არავის გაწვრთნას ვაპირებ. მართლა მთელი ენერგია შევალიე ამ სამუშაოს და არ ვთვალთმაქცობ.

"ბარსელონამ" სწორი არჩევანი გააკეთა, გუნდის მთავარ მწვრთნელად ტიტო ვალინოვა რომ დანიშნა. მას ფეხბურთელები კარგად იცნობენ", - თქვა პეპმა.

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა