ქართველმა ფალავანმა ჩინურ ტაიუანში მიმდინარე ტურნირში ვერცხლის მედალი დაისაკუთრა
ძიუდოისტთა შემდეგ საოლიმპიადედ სრული გუნდი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმაც შეკრიბეს - 27 აპრილს ჩინურ ტაიუანში დაწყებულ სალიცენზიო ტურნირში მათ ბოლო საგზურიც მოიპოვეს, რაც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა, ევროპისა და ოლიმპიურმა პრიზიორმა ოთარ თუშიშვილმა (66) გააკეთა.

ჩვენებური ფინალში გავიდა, სადაც ინდოელ მსოფლიოს ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორთან, ვლადიმერ მესტვირიშვილის მიერ დამოძღვრილ სუშილ კუმარისთან დამარცხდა. თუმცა ლიცენზიის მოსაპოვებლად ვერცხლიც საკმარისია, რადგან ჩინეთში წონაში სამ-სამი ლიცენზია გაიცემა.

თუშიშვილმა პირველ სამ შეხვედრაში დამატებით დროში იმარჯვა - გერმანელ სამეტ დულგერთან და კორეელ დაი-სუნგ კიმთან და კორეელ იაკუბ გორთან, ნახევარფინალში ჩრდილო კორეელ ჩუნ სონგ იანგს კი ძირითად დროში აჯობა.

28 აპრილს სალიცენზიო ტურნირში ბერძენ-რომაელებიც ჩაებმებიან, ჩვენგან კი საგზურებისთვის ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96) და გურამ ფერსელიძე (120) იჭიდავებენ.

ამ დღეს ორთაბრძოლები ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართება და უკვე გაირკვნენ ჩვენებურთა მეტოქეები: გოგიტაძე პირველად ალექსანდრე დოხტურიშვილის გაწვრთნილ უზბეკ ელმურატ ტასმურადოვს ხვდება, ლაშხი - სომეხ არტურ მკრტიჩიანს, გეგეშიძე - თურქმენ ილიას ესენოვს, ჯაბიძე და ფერსელიძე კი ზეგ იასპარეზებენ.

[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის