ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ოლ სტარის" შემადგენლობა ცნობილია

"ოლ სტარის" შემადგენლობა ცნობილია

"ყველა ვარსკვლავის მატჩთან" ერთად ჩატარდება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ბურთის ჩატენვებში
27 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც "ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქციის" შედეგები გაცხადდა.

"ოლ სტარის" გამოკითხვა, რომელიც სუპერლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე 6 აპრილიდან მიმდინარეობდა, 26 აპრილს 18:00 საათზე დასრულდა, სადაც მონაწილეობა სულ 9648 მომხმარებელმა მიიღო.

გამოკითხვის შედეგად შეირჩა "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილე გუნდების სასტარტო ხუთეულები. "ადგილობრივთა" გუნდის სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ცინცაძე (3910 ხმა), გიორგი გამყრელიძე (3122 ხმა), დუდა სანაძე (2633 ხმა), გიორგი ბარბაქაძე (2425 ხმა) და რიჩარდ მათიაშვილი (3247 ხმა) მოხვდნენ, ხოლო ლეგიონერთა გუნდში - ბენჟამენ ვუდსაიდი (3761 ხმა), ლარი ბლერი (3255 ხმა), უილიამ ტომასი (2872 ხმა), ჯერემი რიჩარდსონი (2576 ხმა) და იოაკიმ შელბომი (2333 ხმა).

დარჩენილი 7-7 მოთამაშე კი "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილე გუნდების მწვრთნელებმა თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე დაასახელეს.

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ სუპერლიგის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ზაბახიძე, "ადგილობრივთა" და "ლეგიონერთა" გუნდების მწვრთნელები კოტე ტუღუში და გიორგოს კეცელიდისი და რეჟისორი ლაშა ონიანი, რომელიც არაერთი მასშტაბური ღონისძიების ავტორია (ანდრეა ბოჩელისა და ხოსე კარერას გალა-კონცერტები ბათუმში, ევროვიზიის ფინალური შოუ ოსლოში, ჩემპიონთა ლიგის ფინალი პარიზსა და გელზერკინხენში და ა.შ.).

"ყველა ვარსკვლავის მატჩთან" ერთად ჩატარდება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ბურთის ჩატენვებში.

გიორგი ზაბახიძე:"წლევანდელი "ოლ სტარი" განსხვავებული იქნება, ვინაიდან ერთმანეთს "ადგილობრივთა" და "ლეგიონერთა" გუნდები შეხვდებიან.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ ღონისძიების დამდგმელი რეჟისორი ლაშა ონიანი იქნება. გაიმართება სამქულიანებისა და ჩატენვების კონკურსი და იმედი მაქვს, მონაწილე გუნდების მოთამაშეები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ლამაზი სანახაობა აჩვენონ მაყურებელს. რაც მთავარია, სულ შემოვიდა 10 000-ამდე ხმა, რაც გულშემატკივრის დიდ აქტივობასა და ინტერესზე მეტყველებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია" "დინამოს" ისტორიული გუნდის 50 წლის იუბილეს ემთხვევა და ამიტომ სპორტის სასახლის მოედანზე ორ დიდ ეკრანს დავამონტაჟებთ და გულშემატკივარს ლეგენდარულ კალათბურთელებს გავახსენებთ.

მატჩზე დასწრება უფასო იქნება და ყველა მსურველს შეეძლება მობრძანება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიას, ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის".

ლაშა ონიანი:"საქართველოში კალათბურთი წინ მიდის და დღითიდღე ვითარდება. მოხარული ვარ, რომ ამ შესანიშნავ ღონისძიებაში მეც ვიღებ მონაწილეობას. წლევანდელი "ყველა ვარსკვლავის" მატჩი შოუს სხვადასხვა ელემენტით იქნება გაფორმებული, სადაც მონაწილეობას ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი სოფო ხალვაში თავის ბენდთან ერთად მიიღებს და მათი ნომერი სამეჯლისო ცეკვების ფონზე შესრულდება.

"ოლ სტარის" შოუს აგრეთვე გააფორმებს საოპერო მომღერალთა გუნდი და საქართველოს ტანმოვარჯიშეთა ნაკრები. ასე რომ, 29 აპრილს, 13:00 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში მაყურებელს ძალიან ლამაზი და უპრეცედენტო სანახაობა ელის".

კოტე ტუღუში:"მოხარული ვარ, რომ მწვრთნელი ვარ, მაგრამ გულის სიღრმეში გული მწყდება, რომ ასეთ ღირსშესანიშნავ შოუში, რომელიც საქართველოში ჯერ არ დაუდგამთ, როგორც მოთამაშე ვერ ვიღებ მონაწილეობას. წელს ბევრად განსხვავებული და ძალიან ძლიერი ჩემპიონატია და აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ "ყველა-ვარსკვლავის მატჩი" წინა წლებისგან განსხვავებით, უკეთესი და ბევრად სანახაობრივი იქნება.

მაყურებელი დიდ სიამოვნებას მიიღებს ლაშა ონიანის მიერ დადგმული ღონისძიებით და ცხელი პლეიოფების წინ საინტერესო შოუს იხილავს.

რაც შეეხება მოთამაშეების არჩევას, უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ვინაიდან ბევრი ახალგაზრდა თუ გამოცდილი კალათბურთელი იმსახურებს ასეთ შოუში მონაწილეობას, მაგრამ საბოლოოდ მე და გუნდის მეორე მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა აქცენტი ამ 7 მოთამაშეზე გავაკეთეთ და შანსი ახალგაზრდა მოთამაშეებს მივეცით".

გიორგოს კეცელიდისი:"ჩემს სამწვრთნელო კარიერაში პირველად ვიღებ მონაწილეობას "ყველა ვარსკვლავის მატჩში" და მოხარული ვარ, რომ მეძლევა საშუალება, გახსნილი, თავისუფალი თამაში ვითამაშო. არ დამჭირდება იმ კომბინაციების გამოყენება, რასაც ჩვეულებრივ მატჩზე ვიყენებ ხოლმე. აგრეთვე მოხარული ვარ,რომ ენტონი მუდს მივცემ შესაძლებლობას ისეთი თამაშისა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მაყურებელს დიდად ასიამოვნებს.

მსურს ამ ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილე მწვრთნელებს მადლობა გადავუხადო მოწვევისთვის. ეს ჩემთვის დიდი პატივია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თამაში სანახაობრივი გამოვიდეს და ქართველი მაყურებელი კმაყოფილი დარჩეს.

ჩემი გუნდისთვის მეორე მწვრთნელად ვირჩევ სტუ-ს თავკაცს ზურაბ ტომარაძეს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. ჩემს მოწინააღმდეგე გუნდს ახალგაზრდა მწვრთნელები ჰყავს და ამიტომ გადავწყვიტე, ლეგიონერების გუნდს უფრო ასაკოვანი მწვრთნელები ჩავდგომოდით სათავეში".

შეგახსენებთ, რომ "ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია", რომელიც წელს შოუს სხვადასხვა ელემენტით იქნება გაფორმებული, 29 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში 13:00 საათზე გაიმართება. "ოლ სტარზე" დასწრება უფასო იქნება.

gbf.ge

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია

ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს

ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო

მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა

"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე