ცნობილია მხოლოდ, რომ "ემირიტსზე" აუცილებლად დაბრუნდება ბრაზილიურ "სან პაულუში" გაშვებული დენილსონი
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი გამოტყდა, რომ მიმდინარე სეზონში იჯარით გაშვებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია.

გაირკვა მხოლოდ ერთი ფეხბურთელის ბედი - "ემირიტსზე" აუცილებლად დაბრუნდება ბრაზილიურ "სან პაულუში" გაშვებული დენილსონი. დანარჩენების საკითხს მხოლოდ ზაფხულზე მოეფინება ნათელი.

დენილსონის გარდა ლაპარაკია 15 ფეხბურთელზე. აქედან უმრავლესობას სათამაშო პრაქტიკა მხოლოდ რეზერვისტთა შორის ჰქონდა. პროფესიონალთა შორის კი უთამაშიათ ანდრეი არშავინს (ზენიტი), ვიტო მანონეს (ჰალ სიტი), როი მიაიჩის (ბოლტონი), ნიკლას ბენდტნერს (სანდერლენდი), ნიკო იენარისს (ნოთს ქაუნთი) და კარლოს ველას (რეალ სოსიედადი).

"ჯერ არაფერი გადამიწყვეტია, რადგან ეს მარტო ჩემზე კი არა, მთლიანად გუნდის სტრუქტურაზე იქნება დამოკიდებული. ამ წუთას ჩვენთან პროფესიული ხელშეკრულება 34 ფეხბურთელს აკავშირებს.

პრემიერლიგაში 25-ზე მეტს განაცხადში ვერ შევიყვანთ და ბუნებრივია, აუცილებლად მოგვიწევს ბევრ ფეხბურთელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება", - აცხადებს 65 წლის ფრანგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი