ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვიქტორია აზარენკამ გერმანიის იმედი დაამარცხა

ვიქტორია აზარენკამ გერმანიის იმედი დაამარცხა

21 წლის მონა ბარტელი მსოფლიოს პირველ ჩოგანთან წელს მეოთხედაც დამარცხდა
გერმანულ ჩოგბურთში ახალი ვარსკვლავი დაიბადა. ეს გახლავთ 21 წლის მონა ბარტელი, რომელსაც ურთულესი ბადე შეხვდა - პირველ ორ რაუნდში ორ-ორი სეტში დაამარცხა ანა ივანოვიჩი და მარიონ ბარტოლი და მეოთხედფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ბელარუს ვიქტორია აზარენკას გადაეყარა.

წელს ეს ჩოგბურთელები უკვე მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს. მანამდე აზარენკა პრაქტიკულად შანსს არ უტოვებდა ბარტელს. მოუგო მას მელბურნში, დოჰასა და ინდიან უელსში, თუმცა ბოლო შეხვედრაში ვიქტორიას დიდი ძალისხმევა და ორი ტაი-ბრეიკის ჩატარება დასჭირდა მონას ბარიერის გასავლელად. ამიტომაც მათ მორიგ მატჩში, ბარტელის მიერ ივანოვიჩთან და ბარტოლისთან ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით, დიდი ბრძოლას მოელოდნენ.

უკვე პირველივე გეიმებმა გვიჩვენეს, რომ წინასამატჩო პროგნოზები გამართლებული იყო. ბარტელმა პირველივე ცდაზე გააკეთა ბრეიკი და შემდეგ საკუთარი გეიმის მოგებით გაამყარა უპირატესობა. მაგრამ ეს მხოლოდ მატჩის დასაწყისი იყო და პროგნოზების გაკეთება ნაადრევი გახლდათ.

ოდნავ შოკირებულ აზარენკას გარკვეული დრო დასჭირდა გონს მოსასვლელად და ჩვეულ რითმში ჩასადგომად. ვიქტორიას გადარჩენის გასაღები აღმოჩნდა ბარტელის სუსტი თამაში მეორე ბურთზე. გერმანელმა ჩოგბურთელმა მხოლოდ ხუთჯერ აიღო ქულა მეორე მოწოდებით და წააგო დანარჩენი 15 ქულა.

ამ კომპონენტში უცოდველი არც აზარენკა იყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ვიქტორია გვახსენებდა - ვინ იყო კორტზე პირველი ნომერი. ასე მოხდა მეცხრე გეიმში, როცა მან მორიგი ბრეიკი გააკეთა და შემდეგ სეტზე ჩააწოდა.

მეორე პარტიაში თავიდან ისე ჩანდა, რომ აზარენკა იოლად მიიყვანდა მატჩს გამარჯვებამდე. მიუხედავად ამისა, ბარტელმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა და რთული სიტუაციიდან კარგად გამოვიდა. რამდენიმე მოგერიებული ბრეიკ-პოინტის შემდეგ, მონამ თამაში ტაი-ბრეიკზე გადაიყვანა და იქ საქმე ბოლომდე მიიყვანა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მესამე სეტი ძალიან დაძაბული გამოვიდა, განსაკუთრებით მისი დასასრული. 5:4-ზე აზარენკამ უფრო მეტად გაზარდა ტემპი, მაგრამ ბარტელი მზად აღმოჩნდა ამისთვის. მაშინაც კი, როცა ვიკამ პირველი მატჩბოლი მიიღო, ახალგაზრდა გერმანელი არ დაიბნა და საფრთხე მოიგერია, რითაც ისტერიკის შეტევა დამართა ბელარუსს, რომელმაც დათმო ეს გეიმი.

მიუხედავად ამისა, საკუთარი მოწოდების აღების შემდეგ, მან ისარგებლა პირველ მოწოდებაზე ბარტელის პრობლემებით და სამმაგი მატჩბოლი მიიღო. ამჯერად ვიქტორიამ შანსი ხელიდან არ გაუშვა, რაშიც მას ორმაგი შეცდომით მეტოქე დაეხმარა.

ახლა აზარენკას წინ აქვს ამ სეზონში კიდევ ერთ ტრადიციულ მეტოქესთან, პოლონელ აგნიეშკა რადვანსკასთან ნახევარფინალი.

აქვე ორი სიტყვით უნდა ვახსენოთ აზარენკას წინა ეტაპის მატჩი კიდევ ერთ გერმანელ ანდრეა პეტკოვიჩთან.

როგორც იცით, ეს უკანასკნელი ახლახანს მომჯობინდა მძიმე ტრავმის შემდეგ და ახლა, მორიგი ტრაგედია შეემთხვა. მეორე სეტში 4:4-ზე ანდრეას ფეხი გადაუბრუნდა და თამაში ვეღარ დაასრულა.

28 აპრილს ცნობილი გახდა სამედიცინო შემოწმების შედეგები, რომელიც სავალალოა - პეტკოვიჩი აუცილებლად გამოტოვებს როლან გაროსსა და უიმბლდონს და, შესაძლოა, ვერც ოლიმპიადაზე ითამაშოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო

ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა

ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად